თბილისის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი - საშუალო ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ამზადებდა შემდეგ სპეციალისტებს: ინჟინერთა უშუალო დამხმარეს, ტექნიკოსებს, რკინიგზის მექანიკოსებს, ელექტრიკოსებს და სხვ. დირექტორი 1918-1919 სასწავლო წელს იყო ვ. კაკაბაძე. მოსწავლეთათვის სავალდებულო იყო საზაფხულო პრაქტიკის გავლა. პრაქტიკას გადიოდნენ: სახაზინო რკინიგზის სამმართველოს მთავარ სახელოსნოში, კახეთის რკინიგზის სამმართველოს სახელოსნოში, გზატკეცილების განყოფილებაში, ტრამვაიზე, ელექტროსადგურებში, სამხედრო არსენალში და სხვ.