• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თავდაცვის საბჭო

თავდაცვის საბჭო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  მთავრობის გადაწყვეტილებით, 1920 წ-ის 27 აპრილს, მას შემდეგ რაც ამიერკავკასიას საბჭოთა რუსეთის ჯარები მოადგნენ,  შექმნილი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო   დაარსდა  ,,რესპუბლიკის თავდაცვის საბჭო". საბჭოს დაარსების მიზანი იყო სამხედრო ზომების ერთიანი სახით ცხოვრებაში დაუყოვნებლივ გატარების უზრუნველყოფა. საბჭოს დებულების თანახმად, მისი მიზანი იყო, შეიარაღებულ ძალთა და საშუალებათა გასაძლიერებლად საერთო ზომების შემუშავება, სამხედრო თავდაცვის საფუძველთა დადგენა და საომარი გეგმის დამტკიცება. საბჭოს თავმჯდომარეობდა მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო წევრები იყვნენ სამხედრო მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო  საქმეთა მინისტრი, ჯარის სარდალი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე და კიდევ ერთი გამოცდილი სამხედრო პირი. საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმათა უმრავლესობით, თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა თავმჯდომარის ხმას.  აპრილში შექმნილი საბჭო აგვისტოს ბოლოს დაიშალა, მაგრამ იმავე წლის 11 ნოემბრიდან აღდგა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე ფუნქციონირებდა. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates