• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები

1921

უკან

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 24
,,12,, იანვარს 1921 წ.

დაესწრო: პრფ.ები: ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. ხარაძე, მუსხელიშვილი, გ. წერეთელი, პოლიევქტოვი, დიდებულიძე, ყიფიანი, ბენაშვილი, ღამბარაშვილი, მაჭავარიანი, ასათიანი, ალადაშვილი, თიკანაძე, შანიძე, ჩუბინაშვილი, თვალჭერლიძე, ბერიტაშვილი, ნათიშვილი, მოსეშვილი, ა. ჯავახიშვილი, ა. რაზმაძე, ე. თაყაიშვილი, უზნაძე, ს. ამირეჯიბი, კახიანი, მ. წერეთელი.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: მ. წერეთელი

1. განიხილეს: საზოგადო დებულებანი უნივერსიტეტის წესდებისა.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
2. განიხილეს: სიბრძნისმეტყველ. ფაკულტეტის შუამდგომლობა, დამტკიცებულ იქმნას ფაკულტეტის მიერ არჩეული ლ. ნ. ანდრონიკაშვილი სამოქალაქო სამართლის კათედრაზედ დოცენტის მოვალეობის აღმასრულებლად და მიეცეს მას პროფესორის სარგო.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა (+17, 4)
3. განიხილეს: კომიტეტის მოხსენება სტუდენტთა საპრემიო თხზულებათათვის დებულების შესახებ.
დაადგინეს: დებულება დამტკიცებულ იქმნას სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის 29 დეკემბრის 1920 წლ. სხდომაზედ ამ დებულების განხილვის დროს შეტანილ შესწორებით.
4. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის დადგენილებანი:
(ა) მეოთხე პარალელურ კურსზედ სწავლის წარმოებისათვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის წესის შესახებ:
დაადგინეს: დამტკიცებულია, მხოლოდ მოეთხოვოს ფაკულტეტს წარმოუდგინოს უახლეს სხდომაზედ დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა.
(ბ) კლინიკებში და კათედრებზედ პრაქტიკულ ხელმძღვანელთათვის სარგოს მიცემის შესახებ.
დაადგინეს: დაევალოსთ ფაკულტეტის დეკანებს, ასეთი დადგენილებანი ხარჯთაღრიცხვასთან შეფარდებით გამოიტანონ.
5. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა საბჭოს წინაშე:
(ა) დამტკიცებულ იქმნას პროფ. ა. ალადაშვილი სასანიტრო ინსტიტუტის ბალნეოლოგიურ და საკურორტო განყოფილების გამგედ.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
(ბ) გაგრძელდეს სამ წლამდის პროფ. ამფიმოვის ნერვიული კლინიკის ხელმძღვანელობის ვადა.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
(გ) მიეცეს პროფ. სპ. ვირსალაძეს, როგორც კათედრის გამგეს, სრული საპროფესორო სარგო.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
(დ) დამტკიცებულ იქმნას პარალელურ კურსებზედ ფარმაციის და ფარმაკოლოგიის ასისტენტად ექიმი ბორის შიშკინი და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა 28 ნოემბრიდან 1920 წ.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
(ე) დამტკიცებულ იქმნას ჰისტოლოგიის კათედრის ასისტენტად პარალელურ განყოფილებაზედ ექიმი ბორის ჩენცოვი და მიეცეს მას სარგო პირველ ნოემბრიდან 1920 წ.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
(ვ) დამტკიცებულ იქმნას კერძო პათოლოგიისა და თერაპიის ასისტენტად ექიმი ვლად. თურქია და მიეცეს სარგო დღიდან არჩევისა 28 ნოემბრიდან 1920.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
(ზ) დამტკიცებულ იქმნას კანის და ვენერიულ კლინიკის ორდინატორად ექიმი ვლადიმერ კიკნაძე და მიეცეს მას სარგო პირველ დეკემბრიდან 1920 წლ.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
(თ) დამტკიცებულ იქმნას საექიმო დიაგნოსტიკის ორდინატორად ექიმი მარიამ მაჩაბელი და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა 11 დეკემბრიდან 1920 წ. (მ. მაჩაბელი არჩეულია დროებით ორდინატორად პარალელურ კურსებზედ).
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
(ი) დამტკიცებულ იქმნას ქირურგიულ პათოლოგიის კათედრის ორდინატორად პარალელურ კურსებზედ ექიმი აპოლონ მესხი და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა, 11 დეკემბრიდან 1920 წლ.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
(კ) დამტკიცებულ იქმნენ ვენერიულ და კანის კლინიკის ლაბორანტად ექიმი ლავრენტი ფირცხელავა და ამავე კლინიკის ორდინატორად ექიმი ალექსანდრე ჯავრიშვილი და მიეცესთ მათ სარგო დღიდან არჩევისა 26 ნოემბრიდან 1920 წლ.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნენ.
(ლ) დამტკიცებულ იქმნას ქირურგიული კლინიკის ლაბორანტად ექიმი მაქსიმე ღამბარაშვილი და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა 11 სექტემბრიდან 1920 წლ.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
(მ) ხელახლა განხილულ იქმნა საკითხი, გადადებული სხდომაზედ # 23, 29 დეკემბერს 1920 წ. შესახებ ფილიპე ზაიცევის ჰისტოლოგიის ლექტორად პარალელურ კურსებზედ დამტკიცებისა. საბჭომ მოისმინა ფ. ზაიცევის ცურრიცულუმ ვიტაე და მის სამეცნიერო შრომათა სია.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.
6. განიხილეს: სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე წლის თავის აღნიშვნის საკითხი.
დაადგინეს: მოწვეულ იქმნეს კრება უნივერსიტეტის ყველა მოსამსახურეთა და წაკითხულ იქმნას უნივერსიტეტის ანგარიში, 26 იანვრის, დილით 12 ს.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ექ. თაყაიშვილი, ა. ალადაშვილი, ი. მოსეშვილი, ა. ბენაშვილი, მ. ასათიანი, ალ. ნათიშვილი, ალ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, ა. ხარაძე, ს. ამირეჯიბი, მ. პოლიევქტოვი, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, დ. უზნაძე, ა. რაზმაძე, ბერიტაშვილი, ა. დიდებულიძე, ნ. მუსხელიშვილი, საბჭოს მდივანი: მ. წერეთელი

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 25
,,28,, იანვარს 1921 წ.

დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ქურდიანი, შანიძე, ბერიტაშვილი, უზნაძე, ახვლედიანი, მუსხელიშვილი, ალადაშვილი, დიდებულიძე, ჩუბინაშვილი, თაყაიშვილი, ბენაშვილი, ასათიანი, მოსეშვილი, ნათიშვილი, ხარაძე, ა. ჯავახიშვილი, ამირეჯიბი, რაზმაძე, ღამბარაშვილი, მ. წერეთელი.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: მ. წერეთელი

1. განიხილეს: მომავალი ხარჯთაღრიცხვა, წარმოდგენილი სიბრძნისმეტყველებისა, სამკურნალოსი და სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტთა მიერ.
დაადგინეს: დაუბრუნდეს გადასასინჯავად და შესამოკლებლად ფაკულტეტებს, რომელთაც უნდა იხელმძღვანელონ ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს შემდეგი დებულებებით: (ა) არც ერთი ისეთი მუხლი არ უნდა იყოს შეტანილი ხარჯთაღრიცხვაში, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია. (ბ) ხარჯები იმ დაწესებულებათათვის, რომელთათვისაც წარსული სამი წლის განმავლობაში დიდი თანხები იყო გადადებული, არ უნდა შევიდეს ახალ ხარჯთაღრიცხვაში. (გ) ყოველ გვარ საშუალებით უნდა იქმნას თავიდან აცილებული გადაკეთება იმ დაწესებულებათა, რომელნიც უნივერსიტეტს არ ეკუთვნიან და რომელნიც უნივერსიტეტმა შეიძლება დასტოვოს, აგრეთვე ახალ შენობათა აგება.
2. განიხილეს: საკითხი პროფესორთა და ასისტენტთა სარგოს გადიდების შესახებ.
დაადგინეს: გადაეცეს კომისიას, რომელმაც უნდა წარმოადგინოს მომავალ სხდომაზედ დასაბუთებული მოხსენება. არჩეულ იქმნა კომმისია ფაკულტეტთა წარმომადგენელთაგან, რომელშიაც შედიან: დიდებულიძე (სამ. საბ. ფაკ.), ნათიშვილი (სამკ. ფაკ.), ნუცუბიძე (სიბრძ. მეტყვ. ფაკ.).
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი და ცნობანი:
(ა) დამტკიცებულ იქმნას პროფ. გ. ღამბარაშვილი რენტგენოლოგიის დოცენტად (ფაკ. დადგენილება 27. XII. 1920).
დაადგინეს: დამტკიცებულია.
(ბ) დამტკიცებულ იქმნას პროფ. შიროკოგოროვი სამის წლის ვადით პათოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა, _ 13 დეკემბრიდან 1920 წლ. (ფაკ. დადგ. 13. XII. 1920).
დაადგინეს: დამტკიცებულია.
(გ) დამტკიცებულ იქმნან პსიხიატრიულ კლინიკის ასისტენტად ექიმი ნიკოლოზ ჯავახიშვილი და იმავე კლინიკის ორდინატორად ექიმი ოსებ ლომაური და მიეცესთ მათ სარგო პირველ დეკემბრიდან 1920 წ. (ფაკ. დადგ. 27. XII. 1920).
დაადგინეს: დამტკიცებულია.
(დ) დამტკიცებულ იქმნან სამეანო კლინიკაში ასისტენტად გადარიცხული ლაბორანტი ექიმი შალამბერიძე და ლაბორანტად არჩეული ორდინატორი ექიმი არჯევანიძე (ფაკ. დადგ. 27. XII. 1920).
დაადგინეს: დამტკიცებულია.
(ე) ცნობა სამკურნალო ფაკულტეტისა, რომ სამეანო კლინიკის ასისტენტმა ექიმმა ნიკოლოზ მელიქიშვილმა თანამდებობას თავი დაანება (მოსმ. ფაკ. მიერ 27. XII. 1920).
დაადგინეს: ცნობად
(ვ) დამტკიცებულ იქმნას სამეანო კლინიკის ორდინატორად ექიმი ნიკოლოზ ჩხეიძე (ფაკ. დადგ. 27. XII. 1920).
დაადგინეს: დამტკიცებულია.
(ზ) ცნობა სამკ. ფაკულტეტისა, რომ ქირურგიულ კლინიკის ორდინატორმა ექიმმა აპ. ჭეიშვილმა თანამდებობას თავი დაანება (მოსმ. ფაკ. მიერ. 27. XII. 1920).
დაადგინეს: ცნობად
4. განიხილეს: მიმდინარე საკითხები:
პროფ. ბერიტაშვილის წინადადება საექიმო ფაკულტეტის გამოცემათა დარიგების შესახებ.
დაადგინეს: გადაეცეს საგამომცემლო კომმისიას სახელმძღვანელოდ, რომ გამოცემები დაურიგდეს ყველა დეწესებულებას უნივერსიტეტისას, სამეცნიეროსა და სამოსწავლოს.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ალ. ჯავახიშვილი, ი. მოსეშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, ალ. ნათიშვილი, ალადაშვილი, ა. ხარაძე, ა. რაზმაძე, საბჭოს მდივანია მ. წერეთელი

 

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 26
,,4,, თებერვალს 1921 წ.

დაესწრო: პროფ. და დოც.ები: ივ. ჯავახიშვილი, ბერიტაშვილი, ალადაშვილი, ნათიშვილი, მოსეშვილი, ხარაძე, უზნაძე, კეკელიძე, დიდებულიძე, ახვლედიანი, ბენაშვილი, რაზმაძე, ალ. ჯავახიშვილი, მუსხელიშვილი, შანიძე, ჩუბინაშვილი, კახიანი, ამირეჯიბი, გედევანიშვილი, ქურდიანი, მაჭავარიანი, ასათიანი.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: მ. წერეთელი

1. განიხილეს: საკითხი მისასალმებელი ტელეგრამმის გაგზავნის შესახებ მთავრობისა და დამფუძნებელ კრებისადმი საქართველოს იურიდიულ ცნობის გამო.
დაადგინეს: ტელეგრამმის ტექსტი, რომელიც შეადგინეს კრების მინდობილობით პროფმა დ. უზნაძემ და ა. შანიძემ, მოწონებულ იქმნა კრების მიერ და დადგენილ იქმნა, გაეგზავნოს იგი მთავრობასა და დამფუძნებელ კრებას რექტორის სახელით.
2. განიხილეს: მომავალი აკადემიური წლის ხარჯთაღრიცხვა.
დაადგინეს: მოსმენილ იქმნა ხარჯთაღრიცხვანი, განმეორებით შემუშავებულნი და წარმოდგენილნი სიბრძნისმეტყველებისა, საბუნებისმეტყველოსამათემატიკოსი და სამკურნალო ფაკულტეტთა მიერ და საბოლოო შესამუშავებლად უნივერსიტეტის გამგეობასთან ერთად გადაეცა კომმისიას, რომელშიაც შევიდენ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტიდან პროფ. დ. უზნაძე, სამკურნალოდან _ პროფ. ალ. ნათიშვილი და საბუნებისმეტყველოსამათემატიკოდან _ ქურდიანი და ალ. ჯავახიშვილი.
წარმოდგენილ იქმნა განსაკუთრებული აზრი პროფ. პეტრე მელიქიშვილის შესახებ იმისა, რომ პრაქტიკულგამოყენებით მეცნიერებათა სწავლების დროს უნივერსიტეტში უნდა მისცეს მსმენელთ მარტო მათი საფუძველი, კანონები და თეორია, და არა პრაქტიკანტები მოამზადოს, რაც საგრძნობლად შეამცირებს ხარჯთაღრიცხვას. _ საბჭომ მიიღო ეს განსაკუთრებული აზრი პროფ. პ. მელიქიშვილისა ცნობად.
3. განიხილეს: დანარჩენი საკითხები:
დაადგინეს: გადადებულ იქმნა.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. ხარაძე, ალადაშვილი, მიხ. ასათიანი, მ. პოლიევქტოვი, ალ. ნათიშვილი, ალ. მაჭავარიანი, ი. მოსეშვილი, ს. ქურდიანი, ს. ამირეჯიბი, ა. რაზმაძე, ა. შანიძე, დ. უზნაძე

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 27
,,15,, აპრილს 1921 წ.

დაესწრო: პროფ. და დოცენტნი: ივ. ჯავახიშვილი, ბერიტაშვილი, იას. მოსეშვილი, ს. ამირეჯიბი, ა. რაზმაძე, ა. შანიძე, მაჭავარიანი, ნათიშვილი, კეკელიძე, ახვლედიანი, ხარაძე, ალადაშვილი, გრ. წერეთელი, ასათიანი, პოლიევკტოვი, მუსხელიშვილი, ქურდიანი, გოგიჩაიშვილი, ღამბარაშვილი, ჩუბინაშვილი, უზნაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: მოსმენილ იქმნა განცხადება ფსიქიატრიის ასისტენტის ბ. ნ. ჯავახიშვილის გარდაცვალების შესახებ და თანახმად რექტორის წინადადებისა საბჭომ ფეხზე ადგომით პატივი სცა გარდაცვალებულის ხსოვნას.
2. განიხილეს: რექტორის განცხადება საბჭოს მდივნის პროფ. მიხ. წერეთლის დასავლეთს ევროპაში გამგზავრებისა და ახალი მდივნის არჩევის საჭიროების შესახებ.
დაადგინეს: პროფესორთა საბჭოს მდივნად არჩეულ იქმნა პროფ. დიმიტრი უზნაძე 1 აპრილიდან 1921 წ.
3. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მოხსენებანი:
ა. ფაკულტეტის გადაწყვეტილება შედარებითის იაფეტური ენათმეცნიერების კათედრის დაარსებისა და ამ კათედრაზე პროფესორად აკადემიკოსის ნიკო მარრის მოწვევის შესახებ.
დაადგინეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე დაარსდეს შედარებითის იაფეტური ენათმეცნიერების კათედრა და ამ კათედრაზე მოწვეულ იქმნეს აკად. ნიკო მარრი მიმდინარე წლის 1 იანვრიდან.
ბ. შუამდგომლობა ინგლისური ენის ლექტორად ქნ ეკატერინე ჩერქეზიშვილის დამტკიცების შესახებ.
ცნობა 1. ინგლისური ენის ლექტორის ქნ ვანდა ღამბაშიძის უცხოეთში გამგზავრების გამო აღნიშნული თანამდებობა ამ ჟამად თავისუფალი დარჩა.
დაადგინეს: ქნ ეკატერინე ჩერქეზიშვილისა დამტკიცებულ იქმნეს ინგლისური ენის ლექტორის თანამედებობაზე ა.წ. 1 აპრილიდან.
გ. შუამდგომლობა ბ. კონსტანტინე გამსახურდიას პროფესორობისათვის მოსამზადებლად დატოვება დასავლეთი ევროპის ისტორიის კათედრასთან სტიპენდიით ერთის წლის ვადით.
დაადგინეს: ბ. კონსტანტინე გამსახურდია დატოვებულ იქმნეს პროფესორობისათვის მოსამზადებლად დასავლეთი ევროპის ისტორიის კათედრასთან ა.წ. 1 აპრილიდან 1922 წ. 1 ივნისამდე სტიპენდიით.
4. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენებანი:
ა. დამტკიცებულ იქმნეს ბ. ადოლფ როლლოვი ლექტორად მებაღეობამებოსტნეობისა და ძვირფას მცენარეთა კულტურის საგნისათვის.
ცნობა. წაკითხულ იქმნა ბ. ა. როლოვის ცურრიცულუმ ვიტაე და პროფ. ქურდიანის დასკვნა ა. როლოვის სამეცნიერო გამოკვლევების შესახებ.
დაადგინეს: ბ. ადოლფ როლოვი დამტკიცებულ იქმნეს მებაღეობამებოსტნეობისა და ძვირფას მცენარეთა კულტურის ლექტორად მიმდინარე წლის 1 აპრილიდან.
ბ. დამტკიცებულ იქმნეს დროებითს ასისტენტად ფიზიკის კათედრასთან ბ. ვასილ ყიფშიძე.
გ. დამტკიცებულ იქმნეს ქნი რუსუდან ნიკოლაძეპოლიევკტოვისა ასისტენტად ორგანულისა და რაოდენობითი ანალიზის ლაბორატორიაში.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნენ: ა. ბ. ვასილ ყიფშიძე ფიზიკის დროებით ასისტენტად ა.წ. 1 აპრილიდან, და ბ. ქნი რუსუდან ნიკოლაძეპოლიევკტოვისა ორგანული ქიმიისა და რაოდენობითი ანალიზის ლაბორატორიის ასისტენტად ა.წ. 1 მარტიდან.
5. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
ა. მეხუთე კურსის მოსაწყობად კონკურსის გამოცხადების შესახებ.
დაადგინეს: ვინაიდან გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ არსებულ პირობებში კონკურსი სათანადო შედეგებს ვერ იძლევა, წინადადება მიეცეს ფაკულტეტს, კონკურსის ნაცვლად საჭირო დარგების წარმომადგენელნი მოწვევის წესით მიმართოს.
ბ. შუამდგომლობა შტატს გარეშე ასისტენტებისა და ორდინატურის შემოღების შესახებ.
დაადგინეს: შუამდგომლობის განხილვა გადადებულ იქმნეს.
გ. ექ. მ. ცხაკაია გადაყვანილ იქმნეს ლაბორანტად ქირურგიული პათოოლგიის კლინიკაში.
დაადგინეს: ექ. მ. ცხაკაია გადაყვანილ იქმნეს ლაბორანტად ქირურგიული პათოლოგიის კლინიკაში 1920 წლ. 4 ოქტომბრიდან
დ. დამტკიცებულ იქმნენ სასანიტრო ინსტიტუტის ასისტენტებად: ექიმი სვიმონ კანდელაკი მალარიის განყოფილებაში, და ექიმი ივანე კონიაშვილი ბალნეოლოგიურ განყოფილებაში.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნენ სასანიტრო ინსტიტუტის ასისტენტებად ბ. სვიმონ კანდელაკი მალარიის განყოფილებაში ა.წ. 14 მარტიდან და ბ. ივანე კონიაშვილი ბალნეოლოგიურ განყოფილებაში 1921 წლ. 23 იანვრიდან.
ე. დამტკიცებულ იქმნეს საბებიო ინსტიტუტის ორდინატორი გიორგი ნაზარიშვილი რენტგენოლოგიის კათედრის შტატის ასისტენტად.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნეს ბ. გიორგი ნაზარიშვილი რენტგენოლოგიის კათედრის შტატის ასისტენტად ა.წ. მარტის 14იდან.
ვ. დამტკიცებულ იქმნეს ექიმი კლავდიოზ ტყემალაძე ქირურგიული კლინიკის ორდინატორად.
დაადგინეს: ექ. კლავდიოზ ტყემალაძე დამტკიცებულ იქმნეს ქირურგიული კლინიკის ორდინატორად და 1921 წლ. 23 იანვრიდან დაენიშნოს სარგო.
ზ. დამტკიცებულ იქმნენ, როგორც თავისუფლად დაქირავებულნი:
1. ექ. მარიამ ზაალიშვილი, დროებით ორდინატორად ფსიქიატრიულს განყოფილებაზე ა.წ. 15 თებერვლიდან.
2. ექ. იოსებ მჭედლიშვილი დროებით ორდინატორად ფაკულტეტის თერაპევტიულ კლინიკაში ა.წ. 1 თებერვლიდან.
3. ექ. ილია ახმეტელი ოპერატიული ქირურგიის დროებით ასისტენტად მ.წ. 15 მარტიდან.
4. ექ. სვიმონ საყვარელიძე ქირურგიული პათოლოგიის დროებით ორდინატორად პარალელური განყოფილებისათვის ა.წ. 1 თებერვლიდან.
5. პავლე ივანეს ძე ბლიშჩენკო როგორც თავისუფლად დაქირავებული პათოლოგიური ანატომიის ინსტიტუტის ასისტენტად ა.წ. 14 მარტიდან.
6. ექ. ალექსანდრა ზანდუკელი ფსიქიატრიული კლინიკის ძირითადი განყოფილების ორდინატორად ა.წ. 1 იანვრიდან დროებით.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს და სარგო მიეცესთ: მარ. ზაალიშვილს _ 15 თებერვლ. იოსებ მჭედლიშვილს _ 1 თებერვლიდან, ილია ახმეტელს _ 15 მარტიდან, სვიმონ საყვარელიძეს _ 1 თებერვლიდან; პავლე ბლიშჩენკოს _ 14 მარტიდან. ალექსანდრა ზანდუკელს ა.წ. 1 იანვრიდან.
À. მიეცეს პარალელური განყოფილების ჰისტოლოგიის კათედრის ასისტენტს, ბორის ჩენცოვს სარგო ძირითად განყოფილებიდანაც.
ცნობა. ასისტენტი ბორის ჩენცოვი 1920 წლ. 1 ოქტომბრიდან გარდა პარალელური განყოფილებისა ძირითადზეც მუშაობს.
დაადგინეს: ასისტენტს ბორის ჩენცოვს მიეცეს სარგო ძირითადი განყოფილებიდანაც, როგორც თავისუფლად დაქირავებულს 1920 წლის პირველი ოკტომბრიდან.
6. განიხილეს: გამგეობის შუამდგომლობა დაწესდეს უნივერსიტეტში ხელოვნების კაბინეტთან ხუროთმოძღვრის თანამდებობა შესაფერი ჯილდოს დანიშვნით.
დაადგინეს: ხელოვნების კაბინეტთან დაარსდეს ხუროთმოძღვრის თანამდებობა. სარგოდ მიჩნეულ იქმნეს დოცენტის ჯამაგირი, ხოლო სამოგზაუროდ მიეცეს ამდენივე თანხა.
7. განიხილეს: ხელოვნების კაბინეტის ხუროთმოძღვრის თანამდებობაზე მოწვეულ იქმნეს, თანახმად სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობისა, ხუროთმოძღვარი ნიკ. სევეროვი.
დაადგინეს: ხელოვნების კაბინეტის ხუროთმოძღვრად მოწვეულ იქმნეს ბ. ნიკ. სევეროვი და სარგო დაენიშნოს მას ა.წ. 1 აპრილიდან.
8. განიხილეს: საბიბლიოთეკო კომისიის დადგენილებანი სათანადო მოხსენებებით:
ა. ბიბლიოთეკის საკუთარს შენობაზე ზრუნვის შესახებ.
ცნობა. კომისიის მოხსენების მიხედვით ბიბლიოთეკის გაზრდისა და ქვემო სართულში მომუშავეთათვის მუშაობის სიძნელის გამო, ზრუნვა ახალი ბინის მოძიების შესახებ აუცილებელია.
დაადგინეს: შუამდგომლობა ბინის მოპოვების შესახებ პირობების შეუფერებლობის გამო გადაიდოს სხვა დროისათვის.
ბ. წიგნების შეძენის წესის შესახებ.
დაადგინეს: მიღებულია ცნობად.
9. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება საჭირო წიგნების შეძენისათვის ზრუნვის შესახებ.
დაადგინეს: აღიძრას შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, უნივერსიტეტისათვის საჭირო წიგნების შესაძენად და აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებათა შესავსებად გამოთხოვილ იქმნეს 300 მილიონი მანეთი, ასასი მილიონი მანეთი თითოეული ფაკულტეტისათვის.
10. განიხილეს: სტუდენტთა წარმომადგენლების ფაკულტეტებისა და საბჭოს სხდომებზე მონაწილეობის შესახებ.
დაადგინეს: მოწვეულ იქმნეს ფაკულტეტების საბჭოთა სხდომებზე სტუდენტთა ოთხოთხი წარმომადგენელი, ხოლო სამკურნალო ფაკულტეტზე 5 წარმომადგენელი. პროფესორთა საბჭოს სხდომაზე მოწვეულ იქმნეს ერთი წარმომადგენელი სტუდენტისა: ყველა სათათბირო ხმის უფლებით. გარდა სტუდენტთა წარმომადგენლებისა, საბჭოს სხდომაზე უფლება მიეცეს დასწრებისა აგრეთვე უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელსაც.
11. განიხილეს: გამგეობის მოხსენება ხაზინადარად ბ. მიხეილ ფაღავას დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს: ხაზინადრის თანამდებობაზე დამტკიცებულ იქმნეს ბ. მიხეილ ფაღავა დღიდან მისი არჩევისა.
12. განიხილეს: სამათ.საბუნებ. ფაკულტეტის მოხსენება პროფესორთა ბინების ხელშეუხებლობისა და მათის ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
დაადგინეს: წარგზავნილ იქმნეს მთავრობის წინაშე შუამდგომლობის აღსაძვრელად დელეგაცია: პროფ. ღამბარაშვილი, იას. მოსეშვილი, ანდრ. რაზმაძე.
13. განიხილეს: სწავლის შეწყვეტის შესახებ სააღდგომოდ.
დაადგინეს: სააღდგომო არდადეგები დაიწყოს 27 აპრილს და დასრულდეს ცხრა მაისისთვის.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, ა. ხარაძე, ი. მოსეშვილი, ალ. ნათიშვილი, ალადაშვილი, ა. შანიძე

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 28
,,13,, მაისი 1921 წ.

დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, შანიძე, ფიგუროვსკი, მუსხელიშვილი, ნუცუბიძე, ნათიშვილი, ალადაშვილი, ღამბარაშვილი, ბერიტაშვილი, რაზმაძე, ი. მოსეშვილი, დიდებულიძე, ბენაშვილი, ხარაძე, ახვლედიანი, კეკელიძე, დ. უზნაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: მოსმენილ იქმნა ოქმი # 27 და დამტკიცებულ იქმნა.
2. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
ა. მოწვეულ იქმნეს ბოტანიკის კათედრაზე პროფესორად ლეიპციგის უნივერსიტეტის პროფესორი, დოკტორი, ალექსანდრე ნათანზონი.
დაადგინეს: პროფესორი ა. ნათანზონი მოწვეულ იქმნეს ბოტანიკის კათედრაზე. არჩეულ იქმნა ერთხმად (15 თეთრი, არცერთი შავი).
ბ. დამტკიცებულ იქმნეს დოცენტად გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრასთან ოდესის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ბ. გიორგი ჯავახიშვილი.
ცნობა. მოსმენილ იქმნა ცურრიცულუმ ვიტაე ბ. გ. ჯავახიშვილისა და მოხსენებანი მისი სამეცნიერო გამოკვლევების შესახებ პროფესორების ალ. ჯავახიშვილისა და ალ. ნათიშვილისა.
დაადგინეს: გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრასთან დოცენტად მოწვეულ იქმნეს ბ. გიორგი ჯავახიშვილი (არჩეულ იქმნა ერთხმად: 17 თეთრი, არცერთი შავი).
ც. მოწვეულ იქმნეს დროებით, ერთის წლის ვადით, როგორც კერძოდ დაქირავებული პირი, პოლიტეხნიკური ინსტიტუტის დოცენტი, ფილოსოფიის დოქტორი სიმონ იუზბაშიანი დოცენტის ჯამაგირით 1921 წლის 1 მაისიდან, ზოოლოგიის წასაკითხავადა და პრაქტიკუმის მოსაწყობად.
ცნობა. წაკითხულ იქმნა ცურრიცულუმ ვიტაე ბ. იუზბაშიანისა.
დაადგინეს: საკითხი ბიოლოგიის კათედრაზე პროფესორის ან დოცენტის მოწვევის შესახებ გადაიდოს მომავალი სემესტრის დაწყებამდე ე. ი. 1921 წლის აგვისტომდე, რადგანაც მიმდინარე სემესტრი მალე დასრულდება და სემესტრის ბოლოსათვის ახალი პირის მოწვევა პრაქტიკულად მიზანშეუფერებელია.
დ. დატოვებულ იქმნეს წმინდა მათემატიკის კათედრასთან სამეცნიერო კვლევაძიების დასაწინაურებლადა და შემდეგ პროფესორობისათვის მოსამზადებლად ხარკოვის უნივერსიტეტში კურს დამთავრებული ბ. ანდრია ბეგიაშვილი სტიპენდიით.
დაადგინეს: ბ. ანდრია ბეგიაშვილი დატოვებულ იქმნეს მათემატიკის კათედრასთან ერთის წლის ვადით 1 მაისიდან, სტიპენდიით.
ე. დაწესდეს სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტთან რედაქტორისა და მისი თანაშემწის თანამდებობა ,,უნივერსიტეტის მოამბის~ რედაქციისათვის;
ამასთან ერთად მოსმენილ იქმნა პროფ. აკაკი შანიძის თხოვნა, რათა იგი განთავისუფლებულ იქმნეს ,,უნივერსიტეტის მოამბის~ რედაქტორის მოვალეობათაგან.
დაადგინეს: ბ. რექტორის, ივანე ჯავახიშვილის წინადადების თანახმად სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და აგრეთვე პროფ. აკაკი შანიძის შუამდგომლობათა განხილვა გადადებულ იქმნეს. _ ხოლო მიეცეს წინადადება ფაკულტეტებს, რომ მათ, შეძლებისდაგვარად მოკლე ხანში, მაგრამ არა უგვიანეს მომავალი სემესტრის დაწყებისა, წარმოადგინონ შეთანხმებული ტერმინოლოგია ფაკულტეტების მიხედვით.
3. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა:
ა. დატოვებულ იქმნენ დასავლეთი ევროპის ისტორიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად ბ. ალ. წერეთელი, სტიპენდიით ერთი წლის ვადით 1 აპრილიდან 1 ივნისამდე.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქმნეს. ბ. ალ. წერეთელს სტიპენდია მიეცეს 1 აპრილიდან 1921 წლისა.
ბ. დაწყებულ იქმნეს სტუდენტად ჩარიცხვისათვის თხოვნების მიღება ა. წ. 16 მაისიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქმნეს.
4. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
ა. უნივერსიტეტის ექიმად არჩეულ იქმნეს ექიმი ნიკოლოზ მახვილაძე.
ბ. სასანიტრო ინსტიტუტის დროებითს კონსულტანტად ექ. ნიკოლოზ სახაროვი.
გ. სასანიტრო ინსტიტუტის ასისტენტად ბეითალი მიხეილ ფარცხვანიძე.
დ. პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტად _ ექ. ვასილ ვარაზაშვილი.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დაკმაყოფილებულ იქმნეს. ექიმს ნიკოლოზ მახვილაძეს სარგო მიეცეს მიმდინარე წლის 25 აპრილიდან, ხოლო ნიკ. სახაროვს, მიხ. ფარცხვანიძეს და ვასილ ვარაზაშვილს ა. წ. 7 მაისიდან.
ე. გინეკოლოგიის კათედრასთან მოწვეულ იქმნეს ორი ბებიაქალი, ხოლო ფსიქიატრიულ კლინიკასთან _ ერთი მოწყალების და.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქმნეს.
5. განიხილეს: მიმართვა საქართველოს სახელოვნო მთავარი კომიტეტისა 26 მაისის მოსაწყობად დანიშნულ კრებაზე უნივერსიტეტის ორი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.
დაადგინეს: უნივერსიტეტის წარმომადგენლად, თანახმად ხელოვანთა კომიტეტის წინადადებისა, არჩეულ იქმნეს ორი პირი. არჩეულ იქმნენ პროფ. ა. რაზმაძე და აკაკი შანიძე.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. მაჭავარიანი, ა. ალადაშვილი, ა. ხარაძე, ა. შანიძე, ი. ფიგუროვსკი, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 29
,,3,, ივნისს 1921 წ.

დაესწრო: ი. ჯავახიშვილი, ყიფიანი ნ., ა. ალადაშვილი, მაჭავარიანი, ა. ხარაძე, კ. კეკელიძე, ფიგუროვსკი, სპ. ვირსალაძე, ი. ბერიტაშვილი, ა. შანიძე, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე

თავმჯდომარე ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: პროექტი უნივერსიტეტის წესდებისა: დებულებანი პრორექტორის თანამდებობისა, სამეურნეო კომისიისა და უნივერსიტეტის გამგეობის შესახებ.
დაადგინეს: პროექტი მიღებულ იქმნეს ერთი მცირე შესწორებით, რომლის მიხედვითაც დებულებაში უნდა აღნიშნულ იქმნეს, რომ პრორექტორი რექტორის თანაშემწეა, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც რექტორს პატივსადები მიზეზების გამო თავისი მოვალეობის შესრულება არ შეუძლია, იგი მისი მოადგილეა.
2. განიხილეს: დებულება სამეურნეო ინსტიტუტის შესახებ.
დაადგინეს: პროექტის უკანასკნელი რედაქციის დროზე წარმოუდგენობის გამო მისი განხილვა გადაიდოს მომავალი სხდომისათვის, რომელიც დაინიშნოს ა. წ. 10 ივნისისათვის.
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
ა. განთავისუფლებულ იქმნეს ექ. ზანდუკელი ფსიქიატრიული განყოფილების ორდინატორის თანამდებობისაგან.
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს.
ბ. განთავისუფლებულ იქმნეს ექ. ნ. ანთელავა ა. წ. 1 მაისიდან ქირურგიული პათოლოგიის კათედრის ყველა თანამდებობისაგან და მოწვეულ იქმნეს ექ. ილია ახმეტელი ამავე კათედრის ორდინატორის თანამდებობაზე 1 მაისიდან.
დაადგინეს: ექ. ანთელავა განთავისუფლებულ იქმნეს ქირურგიული პათოლოგიის კათედრის ყველა თანამდებობისაგან ა. წ. 1 მაისიდან და მოწვეულ იქმნეს ექ. ილია ახმეტელი იმავე კათედრის ორდინატორის თანამდეობაზე ა. წ. 1 მაისიდან. სარგო დაენიშნოს: ძირითად განყოფილებაზე სრული და პარალელურზე ასისტენტის სარგოს ნახევარი.
გ. განთავისუფლებულ იქმნეს პროფ. გრ. მუხაძე ქირურგიული პათოლოგიის კათედრის გამგეობისაგან და დამტკიცებულ იქმნეს იგი ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის გამგედ.
დაადგინეს: შუამდგომლობა პროფ. გ. მუხაძის ქირურგიული პათოლოგიის კათედრის გამგეობისაგან განთავისუფლების შესახებ დაკმაყოფილებულ იქმნეს.
ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის გამგედ არჩეულ იქმნეს პროფ. გრ. მუხაძე (არჩეულ იქნა ერთხმად).
დ. დამტკიცებულ იქმნეს პროფ. ნ. კახიანი ქირურგიული პათოლოგიის კათედრის გამგედ.
დაადგინეს: პროფ. კახიანი არჩეულ იქმნა ქირურგიული პათოლოგიის კათედრის გამგედ ერთხმად.
4. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
ა. სამღვდელოებისაგან საეკლესიო მუზეუმის მიღების შესახებ და მისი წესდებისა, გამგისა და ასისტენტის დამტკიცების შესახებ.
დაადგინეს: მუზეუმის სასარგებლოდ გადმოცემისათვის სამღვდელოებას მადლობა გამოეცხადოს მისი უწმიდესობის კათალიკოსპატრიარქის სახით. დებულებანი ,,სიძველეთა მუზეუმისა~ დამტკიცებულ იქმნეს. მუზეუმის გამგედ დამტკიცდეს პროფ. კ. კეკელიძე და ასისტენტად მოსე ჯანაშვილი, ორთავე ა. წ. 1 ივნისიდან.
ბ. სომხური სიტყვიერების დოქტორის გამოცდების დებულება.
დაადგინეს: დებულება დამტკიცებულ იქმნეს უცვლელად.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, მ. პოლიევქტოვი, ა. დიდებულიძე, ნ. ყიფიანი, ა. ხარაძე, ა. შანიძე, ალადაშვილი, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 30
,,10,, ივნისი 1921 წ.

დაესწრო: პროფ. და დოცენტ. ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, პოლიევკტოვი, ლეიბენზონი, ნ. ყიფიანი, ალ. დიდებულიძე, ალ. ჯავახიშვილი, ი. მოსეშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, დ. უზნაძე, არჩ. ხარაძე, ა. რაზმაძე, ა. შანიძე, დ. გედევანიშვილი, ქურდიანი, ა. ნათიშვილი, ალ. ალადაშვილი, ა. ბენაშვილი.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: უნივერსიტეტის სამეურნეო ინსტიტუტის დებულებათა და სასწავლო გეგმის პროექტი;
ცნობა1. წარმოდგენილი ორი პროექტი, ერთი უფრო ვრცელი სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის _ და მეორე _ უფრო მოკლე რედაქციით _ რექტორის პროფ. ივანე ჯავახიშვილის მიერ.
ცნობა 2. სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილი დებულებანი, რექტორის განმარტებისა და პროექტის მოსმენის შემდგომ მოხსნილი იქმნა თანახმად პროფ. ქურდიანის განცხადებისა.
დაადგინეს: დაარსდეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნაცვლად სამეურნეო განყოფილებისა სამეურნეო ინსტიტუტი. დებულებანი სამეურნეო ინსტიტუტის შესახებ მიღებულ იქმნეს იმ რედაქციით, რომელიც პროფ. ივ. ჯავახიშვილმა წარმოადგინა.
2. განიხილეს: უნივერსიტეტთან სატეხნიკო ინსტიტუტის დაარსების შესახებ და დებულებანი სატეხნიკო ინსტიტუტისა.
დაადგინეს: უნივერსიტეტთან დაარსდეს სატეხნიკო ინსტიტუტი.
წარმოდგენილი დებულებანი სატეხნიკო ინსტიტუტისა მიღებულ იქმნეს უცვლელად.
სასწავლო გეგმის შესამუშავებლად არჩეულ იქმნეს კომისია შემდეგ პირთაგან: პროფ. ა. დიდებულიძე, ა. რაზმაძე, ა. ბენაშვილი, ი. მოსეშვილი, ლეიბენზონი, ნ. მუსხელიშვილი. კომისიას უფლება მიეცეს წევრების კოოპტაციისა საჭიროებისდა მიხედვით, საიდანაც სასარგებლოდ დაინახავს.
3. განიხილეს: რექტორის განცხადება იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტებთან არსებულ ინსტიტუტებს, ლაბორატორიებს, კლინიკებსა და კაბინეტებს ჯერ კიდევ არა აქვთ შემუშავებული თავისი მუშაობის ინსტრუქცია, და რომ ასეთი ინსტრუქციების შემუშავება და დამტკიცება საქმის ნაყოფიერადა და წესიერად წარმართვისთვის მოუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
დაადგინეს: წინადადება მიეცეს ფაკულტეტებს, რათა მათ, შეძლებისდაგვარად მოკლე ხნის განმავლობაში, შეიმუშაონ ყველა თავისი ლაბორატორიის, ინსტიტუტის, კლინიკის თუ კაბინეტის მართვაგამგეობისა და მოქმედების დაწვრილებითი ინსტრუქცია და წარმოადგინონ საბჭოში.
4. განიხილეს: სამეურნეო განყოფილების IV კურსის სტუდენტთა შუამდგომლობა მათი კურსის დასრულების დღეს სათანადოდ აღნიშვნის შესახებ.
დაადგინეს: ვინაიდან საბოლოო გამოცდები აღნიშნული კურსის სტუდენტებს მხოლოდ 1921 წლის დეკემბერში დაუსრულდებათ, ამიტომ საკითხის განხილვა გადაიდოს.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ა. დიდებულიძე, ა. რაზმაძე, ალადაშვილი, ღამბარაშვილი, ა. ხარაძე, ბერიტაშვილი, დ. უზნაძე

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 31
,,30,, ივნისი 1921 წ.

დაესწრო: პროფ. და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ა. ალადაშვილი, არ. ხარაძე, ი. ბერიტაშვილი, დ. უზნაძე, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. დიდებულიძე, ბენაშვილი ა., გ. მუხაძე, ა. რაზმაძე, ალ. ჯავახიშვილი, ასათიანი, ნ. მუსხელიშვილი, ი. თიკანაძე, ა. შანიძე, თვალჭრელიძე.

თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
ა. კბილის ექიმთა სახელმწიფო გამოცდების ოქმი.
ცნობა: გამოსაცდელად გამოცხადდა 49 კაცი.
დაადგინეს: შუამდგომლობა გამოცდების შედეგების დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილებულ იქმნეს.
ბ. დამტკიცებულ იქმნეს ჰოსპიტალური თერაპიული კლინიკის გამგედ დოც. სპ. ვირსალაძე.
დაადგინეს: დოც. სპ. ვირსალაძე დამტკიცებულ იქმნეს ჰოსპიტალური თერაპევტიული კლინიკის გამგედ (ერთი შავი, 10 თეთრი)
გ. დამტკიცებულ იქმნეს ფაკულტეტის თერაპევტული კლინიკის გამგედ პროფ. ალ. ალადაშვილი.
დაადგინეს: პროფ. ალ. ალადაშვილი დამტკიცებულ იქმნეს ფაკულტეტის თერაპევტული კლინიკის გამგეთ (ოთხი შავი და რვა თეთრი).
დ. ექ. მ. წინამძღვრიშვილს მიენიჭოს მედიცინის დოქტორის ხარისხი.
დაადგინეს: ექ. მ. წინამძღვრიშვილს მიენიჭოს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. _ დაევალოს ფაკულტეტს გამოარკვიოს, თუ როგორი სახელწოდება უნდა იქმნეს შემოღებული სადოქტორო სამეცნიერო ხარისხისათვის [.........]
ე. ყურის, ყელისა და ცხვირის კლინიკის მოწყობის შესახებ.
დაადგინეს: ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკას გამოეყოს ყურის, ყელისა და ცხვირის კლინიკისათვის 15 საწოლი და მოწვეულ იქმნეს ამ კლინიკისათვის: ერთი ლექტორი, ერთი ორდინატორი, ერთი მოწყალების და და ერთი მსახური.
ვ. ზოგადი ქირურგიის კათედრის ასისტენტი ალ. წულუკიძე გადაირიცხოს ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტად.
ზ. ექ. რ. ასლანიშვილი არჩეულ იქმნეს პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტად და სარგო მიეცეს დღიდან მისი არჩევისა ე. ი. 28 ივნისიდან ა. წ.
ი. პროფ. კახიანი განთავისუფლებულ იქმნეს თანახმად მისი თხოვნისა ფერშლის სკოლის გამგეობისაგან და ამ თანამდებობაზე დაინიშოს პროფ. ა. ნათიშვილი ა. წ. 28 ივნისიდან.
კ. ზოგადი ქირურგიის კლინიკის ლაბორანტად არჩევნები ექ. ეფრემ ფარნაოზის ძის ზაქარაიასი დამტკიცებულ იქმნეს, სარგო მიეცეს 1 ივნისიდან.
ლ. არჩეულ იქმნეს სასანიტრო ინსტიტუტის საკურორტო განყოფილების ასისტენტად ექ. დიმიტრი ჯავახიშვილი და სარგო მიეცეს დღიდან ფაქტიურად მუშაობის დაწყებისა.
მ. გადაირიცხოს ფსიქიატრიული კლინიკის ორდიანტორი ექ. ი. ლომოური ამავე კლინიკის ასისტენტის თანამდებობაზე და დაენიშნოს სათანადო სარგო დღიდან არჩევისა ე. ი. 29 ივნისიდან 1921 წლ.
დაადგინეს: ვ. ზ. ი. კ. ლ. მ. შუამდგომლობანი დამტკიცებულ იქმნენ.
ნ. მიენდოს მედიცინის დოქტორს ვარლამ მოსეშვილს ერთი წლის ვადით ლექციების წაკითხვა ფარმაკოლოგიის კათედრაზე, როგორც თავისუფლად დაქირავებულ პირს და დაენიშოს მას პროფესორის სარგო პირველი ივლისიდან 1921 წ.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს (14 თეთრი და 2 შავი)
ო. ოფთალმოლოგიის კლინიკის ასისტენტად მოწვეულ იქმნეს
ექ. ვახტანგ მუსხელიშვილი.
დაადგინეს: ექ. ვ. მუსხელიშვილი მიწვეულ იქმნეს ასისტენტად და მიენდოს მას კათედრის მოწყობა. სარგო დაენიშნოს 28 ივნისიდან 1921 წლ. ე. ი. დღიდან არჩევისა.
პ. ფაკულტეტის მდივნის თანამდებობისაგან განთავისუფლებულ იქმნეს თანახმად მისი თხოვნისა პროფ. ნ. კახიანი და ამ თანამდებობაზე დამტკიცდეს პროფ. ასათიანი ა.წ. 29 ივნისიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
რ . ფსიქიატრიული კლინიკის ორდინატორად არჩეულ იქმნეს ა. გოცირიძე და სარგო დაენიშნოს ა. წ. 1 თიბათვიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
ს. დიაგნოსტიული კლინიკის ლაბორანტი ექ. ნ. მახვილაძე და ამავე კლინიკის ორდინატორები ექ. მ. ტყემალაძე, ი. აბაკელია, მ. მაჩაბელი და მ. ფანცხავა გადარიცხულ იქმნენ ფაკულტეტის თერაპევტიული კლინიკის შტატში იმავე თანამდებობაზე.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
2. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
ა. დოც. ფიგუროვსკის სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციის დაცვის შესახებ.
დაადგინეს: ვინაიდან უნივერსიტეტს მეტეოროლოგიის სპეციალისტი არ ჰყავს ამჟამად და უცხოეთიდან ვისიმე მოწვევა დღევანდელ პირობებში მოუხერხებელია, უარი ეთქვას დოც. ფიგუროვსკის მისს განცხადებაზე დისერტაციის დაცვის შესახებ.
ბ. სამათემატ.საბუნებისმეტყველო განყოფილებებზე დაწესდეს ყველასათვის სავალდებულო კურსი: ,,უმაღლეს მათემატიკის შესავალი~.
გ. მინერალოგიის კათედრასთან დროებით მოწვეულ ასისტენტებს ილია ყიფშიძესა და გიორგი სმირნოვს განეგრძოს სამსახურის ვადა ერთის წლით.
დაადგინეს: ბ, გ, შუამდგომლობანი დაკმაყოფილებულ იქმნენ.
დ. მოწვეულ იქმნეს ბიოლოგიის კათედრაზე ტუბინგენის
უნივერსიტეტის პროფესორი რიხარდ ფოგელი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. არჩეულ იქმნა ერთხმად (11 თეთრი, შავი = 0)

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. რაზმაძე, თიკანაძე, მ. პოლიევქტოვი, ნ. მუსხელიშვილი, წერეთელი, ა. ხარაძე, ალადაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ღამბარაშვილი, ა. შანიძე, დ. უზნაძე

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 32
,,29,, ივლისს 1921 წ.

დაესწრო: პროფ. და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ა. მაჭავარიანი, ა. ნათიშვილი, სპ. ვირსალაძე, გ. ღამბარაშვილი, ი. მოსეშვილი, გ. მუხაძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე, ა. რაზმაძე, ა. ხარაძე, ი. თიკანაძე, გრ. წერეთელი, მ. ასათიანი, ი. ბერიტაშვილი, კ. კეკელიძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: სამეცნიეროსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება:
ა. მოწვეულ იქმნეს ზოოტექნიკის კათედრაზე პროფესორად დოქტორი მაქს მÁულერი, ყოფილი პროფესორი ტოკიოს უნივერსიტეტისა.
ცნობა: წაკითხულ იქმნა პროფ. ქურდიანის მოხსენება მÁულერის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ და მისი ცურრიცულუმ ვიტაე.
დაადგინეს: დოქტორი მაქს მÁულერი არჩეულ იქმნა პროფესორად ზოოტექნიკის კათედრაზე ერთხმად.
2. განიხილეს: სახალხო განათლების კომისარიატის დებულებანი უნივერსიტეტის რეფორმის შესახებ.
ცნობა 1. უნივერსიტეტი შეიცავს არსებული ფაკულტეტების ნაცვლად შემდეგ ფაკულტეტებს: პოლიტეხნიკურს, სამკურნალოს, სასოფლოსამეურნეოს, სოციალეკონომიურსა და პედაგოგიურსს სამი განყოფილებით: ისტორ.ფილოლოგიურით, ფიზიკმათემატიკურითა და საბუნებისმეტყველოთი. თითოეულ ფაკულტეტზე სწავლა სამსამს წელს გაგრძელდება.
ცნობა 2. ვინაიდან სამკურნალო და სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტი ჩვენს უნივერსიტეტში უკვე არსებობს, ხოლო პოლიტეხნიკურის გახსნა უკვე გადაწყვეტილი იყო, ამიტომ რეფორმა შეეხება მხოლოდ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს, რომელიც დღემდე შეიცავდა ეკონომიურ მეცნიერებათა და მომავალი საპედაგოგო ფაკულტეტის ისტორიულფილოლოგიურ განყოფილებას, და აგრეთვე სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტსაც.
დაადგინეს: ვინაიდან ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელნიც სწავლობენ სიბრძნისმეტყველების ან სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე პრაქტიკულსა და თეორიულს პედაგოგიურ მომზადებას ორსავე აღნიშნულ ფაკულტეტთან არსებულს საპედაგოგიო ინსტიტუტში იღებენ, ამიტომ განზრახული რეფორმის აზრი უკვე განხორციელებულად უნდა ჩაითვალოს უნივერსიტეტის არსებული ორგანიზაციის ფარგლებში და არსებითად იგი მხოლოდ სიბრძნისმეტყველებისა და სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტების სახელწოდების შეცვლით განისაზღვრება, საბჭოს აღნიშნული გარემოება არსებითად არ მიაჩნია და ამიტომ შესაძლებლად სთვლის სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტებისათვის საპედაგოგოფაკულტეტის სახელწოდება იქმნეს შემოღებული.
სწავლის ხანგრძლივობა სამკურნალო ფაკულტეტზე ექვსი წლით განისაზღვრება, ხოლო დანარჩენებზე ოთხოთხი წლით.
რაც შეეხება სოციალეკონომიური ფაკულტეტის დაარსებას, საბჭოს შესაძლოდ მიაჩნია აღნიშნული ფაკულტეტის დაარსება, და მისი მოწყობის გეგმას უნივერსიტეტის საბჭო მოკლე ხანში შეიმუშავებს.

ივ. ჯავახიშვილი, ა. რაზმაძე, გ. მუხაძე, ღამბარაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. ხარაძე, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ი. მოსეშვილი

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 33
,,4,, ნოემბერს 1921 წ.

დაესწრო: პროფ. ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, გ. ღამბარაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, გ. ჯავახიშვილი, ა. რაზმაძე, ა. ხარაძე, ალ. ალადაშვილი, ა. ბენაშვილი, მ. შალამბერიძე, პ. მელიქიშვილი, ი. თიკანაძე, გ. მუხაძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, გ. რცხილაძე, გ. ნიკოლაძე, ნ. მუსხელიშვილი, ქურდიანი სოლომონ, ა. დიდებულიძე, მ. პოლიევკტოვი, ბერიტაშვილი ივ.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

I. განიხილეს: უნივერსიტეტის პრორექტორის არჩევნები.
დაადგინეს: არჩეულ იქმნა, პრორექტორად ფარული კენჭის ყრით პროფ. გ. ღამბარაშვილი
II. განიხილეს: აგრონომიული ფაკულტეტის მოსხენებანი:
1. დამტკიცებულ იქმნენ აგრონომიული ფაკულტეტის დეკანად პროფ. პ. მელიქიშვილი, ხოლო მდივნად ასისტენტი გ. რცხილაძე.
2. დამტკიცებულ იქმნეს ფაკულტეტის დადგენილება ახალი სამოსწავლო გეგმის განხორციელების შესახებ.
ცნობა: ახალი გეგმა (5 წლიანი აგრონომიულის და 4წლიანი სატყეო განყოფილებისათვის) შემოღებულ იქმნეს ეხლავე I, II და III კურსებისათვის, ხოლო IV კურსზე მეცადინეობა ძველი გეგმის მიხედვით გაგრძელდეს.
დაადგინეს: ფაკულტეტის დადგენილებანი დამტკიცებულ იქმნენ უცვლელად.
3. დამტკიცებულ იქმნეს პროექტი ფაკულტეტზე სასწავლო გეგმაში აღნიშნული საგნების შესწავლის წესრიგისა და კურსიდან კურსზე გადასასვლელად სტუდენტთათვის სავალდებულო მინიმუმების შემოღების შესახებ.
4. ფაკულტეტთან, თანახმად საბჭოს მიერ დამტკიცებულის გეგმისა სააგრონომო ინსტიტუტის შესახებ, გაიხსნას სატყეო განყოფილება მიმდინარე სემესტრიდანვე. ამასთანავე მოსმენილ იქმნა მიწ.მოქმ. კომისარიატის ქაღალდი ამავე საგანზე.
5. გახსნილ იქმნეს ფაკულტეტთან სავეტერინარო განყოფილება და დამტკიცებულ იქმნეს მისი ორი წლის სასწავლო გეგმა, თანახმად ამასთანავე დართული სიისა.
6. ენტომოლოგიის ლექტორად დამტკიცებულ იქმნეს ბ. ვ. ა. ზაიცევი და სარგო გადმოეწეროს დღიდან მისი არჩევისა (14 ოქტომბ. ა. წ.).
7. მეტყეობის ასისტენტს ი. ზაკტრეგერს დაევალოს ზოგადი მეტყეობის კურსის წაკითხვა ლექტორის სახელწოდების მიკუთვნებით; ამავე დროს იგი დარჩეს მეტყეობის ენციკლოპედიის ასისტენტად.
8. მცენარეთა ფიზიოლოგიის დროებით ასისტენტად მოწვეულ იქმნეს ქნი ი. გ. თარხანოვაალექსანდროვისა ერთის წლის ვადით. სარგო მიეცეს 3 ნოემბრიდან.
დაადგინეს: ფაკულტეტის ყველა შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს უცვლელად.
III. განიხილეს: მოხსენებანი სამკურნალო ფაკულტეტისა:
1. დაწესდეს ფაკულტეტთან კათედრა კბილის სნეულებათა მეცნიერებისა. მოეწყოს მისთვის კლინიკა, რომლის გამგეობაც უნდა ჩაბარდეს ერთ პროფესორს. _ თვით საგნის წაკითხვა კი დაევალოს დოცენტს.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს.
2. დამტკიცებულ იქმნეს ყურის, ცხვირისა და ყელის სნეულებათა ლექტორად დოქტორი ნიკოლოზ სიმონის ძე ორემბოვსკი.
ცნობა: გარდა დოქტორის ორემბოვსკისა საბჭოში წარდგენილ იქმნა ფაკულტეტის მიერ ნიკ. მიხ. ასპისოვის კანდიდატურაც, ხოლო არა როგორც ფაკულტეტის კანდიდატისა.
დაადგინეს: ყურის, ცხვირისა და ყელის სნეულებათა ლექტორად მოწვეულ იქმნეს დოქტორი ნიკ. სიმ. ორემბოვსკი დროებით მიმდინარე სემესტრიდან.
3. ა. კერძო თერაპიის და პათოლოგიის ასისტენტი ვლადიმერ თურქია გადაირიცხოს ასისტენტად თერაპიულჰოსპიტალურ კლინიკაში.
ბ. ფაკულტეტის თერაპიულ კლინიკის ორდინატორი ნიკოლოზ ყიფშიძე გადაირიცხოს ლაბორანტად ჰოსპიტალურ თერაპიის კლინიკაში.
გ. ლაბორანტი ფაკულტეტის თერაპიულ კლინიკისა თამარ აბაშიძე გადაირიცხოს დიაგნოსტიურ კლინიკის ლაბორანტად.
დ. ორდინატორი სამეანო კლინიკისა ვ. ხოჭოლავა თანახმად მისი თხოვნისა განთავისუფლებულ იქმნეს თანამდებობიდან 1 აგვისტოდან.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს და აღნიშნულნი პირნი დამტკიცებული იქმნენ თანამდებობაზე 7 ივლისიდან.
4. განთავისუფლებულ იქმნეს პროფ. ნავაშინი ფაკულტეტზე ბოტანიკის წაკითხვის ვალდებულებიდან თანახმად მისი თხოვნისა და კურსის წაკითხვა ბოტანიკაში სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტთათვის დაევალოს დროებით ერთი წლის ვადით ბ. ზაქარია ყანჩაველს როგორც ლექტორს.
5. განთავისუფლებულ იქმნეს პროფ. კახიანი თანახმად მისი თხოვნისა ჰისტოლოგიის კათედრის გამგეობისაგან. მის ნაცვლად როგორც კათედრის გამგებლობა, ისე ჰისტოლოგიის კურსის წაკითხვაც დაევალოს პროფ. ალ. ნათიშვილს და სარგო დაენიშნოს 2 ნოემბრიდან ა. წ.
6. დაარსდეს საბავშვო სნეულებათა კლინიკასთან მეორე ასისტენტის (ქირურგიის) თანამდებობა ჩვეულებრივი საასისტენტო სარგოს დანიშვნით.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცებულ იქმნენ უცვლელად.
IV. განიხილეს: სამათემ.საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენებანი.
1. დაწესდეს ფაკულტეტზე ელემენტარული მათემატიკის კურსი (დამატებითი თავები) და მისი წაკითხვა დაევალოს მიხ. კონიაშვილს, რომელიც მოწვეულ უნდა იქმნეს აღნიშნული კურსის ლექტორად 1 ნოემბრიდან.
დაადგინეს: მიხ. კონიაშვილი მოწვეულ იქმნეს ელემენტარული მათემატიკის ლექტორად ა. წ. 1 ნოემბრიდან.
V. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკ. შუამდგომლობანი.
1. დატოვებულ იქმნეს ფაკულტეტის ენათმეცნიერების კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად დ. მგელაძე სტიპენდიით 1 ოქტომბრიდან 1 ივნისამდე.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქმნეს.
2. ინგლისურ ენაში კურსის წაკითხვა დაევალოს ლექტორს ელისაბედ ორბელიანისას.
3. მიეცეს პროფ. ფილ. გოგიჩაიშვილს ზედმეტი საგნის კითხვისათვის (სოციალური სტატისტიკა) მართებული სარგო.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცებულ იქმნენ.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ბერიტაშვილი, ი. თიკანაძე, პ. მელიქიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ა. რაზმაძე, ს. ქურდიანი, ა. დიდებულიძე, ალადაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, გ. ღამბარაშვილი, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ა. ბენაშვილი

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 34
,,25,, ნოემბერი 1921 წ.

დაესწრო: პროფ. და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ივ. ბერიტაშვილი, ი. თიკანაძე, ა. შანიძე, გ. წერეთელი, ა. რაზმაძე, ა. ალადაშვილი, ს. ქურდიანი, ა. დიდებულიძე, ა. ჯავახიშვილი, გ. ჯავახიშვილი, გ. ღამბარაშვილი, ი. მოსეშვილი, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, მ. პოლევკტოვი, დ. უზნაძე, გ. ჩუბინაშვილი

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: მოხსენება პროფ. ივ. ჯავახიშვილისა სადოქტორო გამოცდებზე დაშვების პირობების შესახებ.
ცნობა: თანახმად მოხსენებისა საჭიროა ხარისხის მომპოებელს წინასწარ თუ ორისა არა ერთი უცხო ენის (დასავლეთი ევროპის) ცოდნა მოეთხოვოს, რომელთა შორისაც განსაკუთრებით სასურველად გერმანული ენა უნდა იქმნეს ცნობილი. ამის გარდა თხოვნასთან ერთად უნდა წარმოდგენილ იქნეს ერთერთი სამეცნიერო გამოკვლევა, საიდანაც ასპირანტის სამეცნიერო კვლევაძიების უნარი უნდა ჩანდეს.
დაადგინეს: სადოქტორო სამეცნიერო ხარისხის ყველა მომპოებელს მოეთხოვოს წინასწარ ცოდნა ერთი დასავლეთი ევროპის ენისა მაინც. ენის ცოდნა შემოწმდეს ცალკე გამოცდის საშუალებით. ამის გარდა, მოეთხოვოს მას წინასწარ თხოვნის წარმოდგენასთან ერთად თან დაურთოს ერთი სამეცნიერო გამოკვლევა მაინც, საიდანაც უნდა ჩანდეს რომ ხარისხის მაძიებელს სამეცნიერო კვლევაძიების უნარი შესწევს.
ერთერთი დასავლეთი ევროპის ენის ცოდნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვებულ პირებსაც მოეთხოვოს.
2. განიხილეს: მოხსენებანი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტისა.
1. ვინაიდგან ბეჭდის საქმე ფრიად გაძნელებულია, ამიტომ დროებით ნება დართულ იქმნეს დაუბეჭდავ დისერტაციის დაცვა.
დაევალოს ასპირანტს, რომ ფაკულტეტში წინასწარ წარმოადგინოს სამი ცალი მაინც მანქანით გადაწერილი დისერტაციისა.
დაადგინეს: დაკმაყოფილდეს.
2. მიენდოს საეკონომიო კურსის წაკითხვა ლექტორ გ. გეხტმანს.
დაადგინეს: დაკმაყოფილდეს.
3. დატოვებულ იქმნეს საპროფესოროდ მოსამზადებლად ერთის წლის ვადით უსტიპენდიოთ ბ. ერ. არდიშვილი.
დაადგინეს: შუამდგომლობა უარყოფილ იქმნეს.
3. განიხილეს: მოხსენებანი სიბრძნის მეტყველებისა და სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტთა შეერთებული სხდომისა.
1. თანახმად კომისარიატის წინადადებისა და საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებისა (ოქმი # 32) სიბრძნის მეტყველებისა და სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტები გაერთიანდეს ერთ ფაკულტეტად. საპედაგოგიო ფაკულტეტის სახელით ორის განყოფილებით. თითოეულს განყოფილებას თავის თავმჯდომარე და მდივანი ჰყავს; იგი ცალკე იკრიბება თავისი კერძო საქმეების გასარჩევად და მოხსენება უშუალოდ შეაქვს პროფესორთა საბჭოში დასამტკიცებლად.
ცნობა. დებულებანი საპედაგოგიო ფაკულტეტის შესახებ თან ერთვის ოქმს.
დაადგინეს: მოხსენება დამტკიცდეს უცვლელად.
2. საპედაგოგიო ფაკულტეტის დეკანად დამტკიცებულ იქმნეს პროფ. კ. კეკელიძე, მდივნად ბ. ზაქარია ყანჩაველი.
დაადგინეს: დაკმაყოფილდეს.
4. განიხილეს: განცხადება პროფ. ა. ბენაშვილისა დეკანის თანამდებობის აღსრულებისაგან განთავისუფლების შესახებ.
დაადგინეს: დაკმაყოფილდეს.
5. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი.
1. აღდგენილ იქნეს ფარმაციის და ფარმაკოგნოზიის ცალკე კათედრა.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. აღნიშნულ კათედრაზე არჩეულ იქმნეს პროფ. იოველ. გიორ. ქუთათელაძე
დაადგინეს: პროფ. ქუთათელაძის არჩევნები დამტკიცდეს (13 თეთრი 2 შავი)
3. ზოოლოგიის კურსის წაკითხვა დროებით ერთის წლის ვადით დაევალოს ასისტენტს ვალერიან როსტომბეგოვს.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
6. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენებანი.
1. შემოღებულ იქმნეს პირველ კურსის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მსმენელთათვის ქიმიური სემინარი და მისი ხელმძღვანელობა დაევალოს პროფ. ი. მოსეშვილს.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დაწესდეს მიმდინარე სასწავლო წლიდან თვისებითი ანალიზის მეხუთე ასისტენტის თანამდებობა.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
3. პროფ. ა. თვალჭრელიძის გამოუცხადებლობის გამო ნება დაერთოს ფაკულტეტს კრისტალოგრაფიისა და მინერალოგიის კურსების წასაკითხად დროებით მოიწვიონ შესაფერისი პირი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
4. პროფ. ს. ნავაშინი განთავისუფლდეს ბოტანიკის სავალდებულო კურსის წაკითხვის მოვალეობიდან, თანახმად მისი სურვილისა, და მიენდოს მას სპეციალური კურსების წაკითხვა პრივატდოცენტის წოდებით.
დაადგინეს: სავალდებულო კურსის წაკითხვის მოვალეობისაგან პროფ. ნავაშინი განთავისუფლდეს, ხოლო საკითხი სპეციალური კურსების მინდობის შესახებ და პრივატდოცენტის წოდების შესახებ გადაიდოს შემდეგ სხდომისათვის.
5. სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო განყოფილების თავმჯდომარეთ დამტკიცდეს პროფ. ალ. ჯავახიშვილი, ხოლო მდივნად დოცენტი ნოე ყიფიანი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ა. დიდებულიძე, გ. ახვლედიანი, გ. მუხაძე, ღამბარაშვილი, ა. შანიძე, ბერიტაშვილი, ა. ხარაძე, ი. მოსეშვილი, ს. ქურდიანი, ა. რაზმაძე, ალ. ჯავახიშვილი, წინამძღვრიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ალადაშვილი

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 35
16,, ნოემბერი 1921 წ.

დაესწრო: პროფ. და დოც. ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. ხარაძე, ა. რაზმაძე, ს. ქურდიანი, ნ. ყიფიანი, გ. ჩუბინაშვილი, გ. მუხაძე, ა. ალადაშვილი, ი. მოსეშვილი, ა. ბენაშვილი, ა. ჯავახიშვილი, წინამძღვრიშვილი, გ. ღამბარაშვილი, ი. ქუთათელაძე, გოგიტიძე, ა. შანიძე, ი. ბერიტაშვილი, გ. ჯავახიშვილი.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა:
1. მიენდოს ნ ა ვ ა შ ი ნ ს ბოტანიკაში კერძო კურსების წაკითხვა პრივატდოცენტის სახელწოდებით.
დაადგინეს: ვინაიდან თანახმად უნივერსიტეტის წესდებისა პრივატდოცენტურა მხოლოდ არა სავალდებულო კურსებისათვის შეიძლება არსებობდეს, ხოლო რადგანაც სასურველია ნავაშინს ისეთი სპეციალური კურსები მიენდოს, რომელნიც სპეციალისტ ბუნების მეტყველთათვის სავალდებულოდ უნდა ჩაითვალოს, ამიტომ შუამდგომლობა დაუბრუნდეს ფაკულტეტს ხელახალი შუამდგომლობის აღსაძვრელად.
2. განიხილეს: მოხსენება უნივერსიტეტთან უმაღლესი ტეხნიკური ინსტიტუტის დაარსებისათვის არჩეული კომისიისა და პროფ. ა. დიდებულიძის განსაკუთრებული აზრი.
ცნობა: მოხსენება და განსაკუთრებული აზრი თან ერთვის ოქმს.
დაადგინეს: ნაცვლად განზრახული სატეხნიკო ინსტიტუტისა დაარსდეს უნივერსიტეტთან სატეხნიკო ფაკულტეტი. ფაკულტეტის მოსაწყობად შესდგეს კომისია უნივერსიტეტის იმ პროფესორთაგან, რომელთაც მომავალს სატეხნიკო ფაკულტეტზე სავალდებულო კურსების წაკითხვა დაევალებათ იმ მიზნით, რომ მათ გამოარკვიონ, თუ რამდენი განყოფილების და კურსის გახსნა იქნება შესაძლო ამ თავითვე. ამ კომისიის შედგენა და მოწვევა მიენდოს პროფ. ა. დიდებულიძეს. მიეცეს აღნიშნულ კომისიას უფლება კოოპტაციის წესით მცოდნე პირთაგან თავისი შემადგენლობის შევსებისა.
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
ა. პათოლოგიური ანატომიის ინსტიტუტისა და კათედრის გამგებლობა და ლექციების კითხვა დროებით დაევალოს ოდესის უნივერსიტეტის პრივატდოცენტს ბ. ღოღობერიძეს, სარგო დაენიშნოს 5 დეკემბრიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ბ. დოქტორი ორემბოვსკი განთავისუფლებულ იქმნეს, თანახმად მისი თხოვნისა, ყურის, ყელისა და ცხვირის ლექტორის თანამდებობისაგან და მის ნაცვლად მოწვეულ იქმნეს დოქტორი ასპისოვი დროებით, მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე.
დაადგინეს: დაკმაყოფილდეს.
გ. ოდესის უნივერსიტეტის პროზექტორი ვ. ჟღენტი დატოვებულ იქმნეს უნივერსიტეტთან საპროფესოროდ მოსამზადებლად სტიპენდიით. აღიძრას შუამდგომლობა, რათა მას მიეცეს ერთდროული დახმარება საქართველოში ჩამოსასვლელად და ოდესაში საჭირო პრეპარატებისა და მასალის შესაძენად.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. საჭირო თანხის გამორკვევა დაევალოს გამგეობას.

4. განიხილეს: აგრონომიული ფაკულტეტის შუამდგომლობანი.
ა. დამტკიცდეს მეაბრეშუმეობის პროფესორად მარბურგის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ჰარმსი.
ბ. ზოოტეხნიის კათედრაზე პროფესორად დამტკიცდეს გისენის უნივერსიტეტის პროფესორი რ. ვალტერი.
დაადგინეს: არჩეულ იქმნა ერთხმად.
5. განიხილეს: მოხსენება პროფ. ა. შანიძისა შესახებ ,,უნივერსიტეტის მოამბის~ გამოცემის წესის შეცვლისა:
1. ,,უნივ. მოამბე~ გადაკეთდეს იმ გვარად, რომ შიგ იბეჭდებოდეს გამოკვლევანი უნივერსიტეტის მუშაკებისა იმ რიგით, როგორც შემოდის რედაქციაში, და წერილები არ იქნეს განაწილებული ფაკულტეტების მიხედვით.
2. ,,მოამბე~ გამოდიოდეს ნაკვეთებად (შეძლების და გვარად წელიწადში ოთხჯერ), საერთოპაგინაციით, ოციდან ოცდაათ თაბახამდე, რაიცა შეადგენს ერთ ტომს.
3. ჟურნალი დაიბეჭდოს 900 ცალად. ავტორებს მიეცეს 50 გადმონაბეჭდი.
4. წარმოდგენილი ხელნაწერები სავსებით მზად უნდა იყოს დასაბეჭდად და ადვილად იკითხებოდეს.
დაადგინეს: დაკმაყოფილდეს უცვლელად.

ივ. ჯავახიშვილი, გ. ღამბარაშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ა. დიდებულიძე, დ. უზნაძე

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.
# 36
,,30,, დეკემბერი 1921 წ.
დაესწრენ: პროფ. და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ალ. დიდებულიძე, გ. წერეთელი, მ. შალამბერიძე, ა. ხარაძე, რცხილაძე, ს. ქურდიანი, ნ. ყიფიანი, კ. კეკელიძე, მ. პოლიევკტოვი, გ. ღამბარაშვილი, გ. ჯავახიშვილი, ნ. მუსხელიშვილი, ა. რაზმაძე, შ. ნუცუბიძე, ა. შანიძე, თვალჭრელიძე, დ. უზნაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

I. განიხილეს: ტეხნიკური ფაკულტეტის სასწავლო გეგმის შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარის მოხსენება და თვით კომისიის ოქმი.
ცნობა: თანახმად კომისიის დადგენილებისა, სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი სამ განყოფილებას უნდა შეიცავდეს: ა. სააღმშენებლოს, ბ. მექანიკურს, და გ. სამთომადნოს, რადგანაც სამივე განყოფილების პირველი კურსის მასალა თითქმის ერთი და იგივეა, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია 1922 წლის იანვარში გაიხსნას მხოლოდ ერთი სემესტრი /I ან II/ ყველა განყოფილებისათვის საერთო.
დაადგინეს: 1922 წლის იანვარში გაიხსნას სატეხნიკო ფაკულტეტის ერთი სემესტრი (I ან II, საჭიროების მიხედვით), თანახმად კომისიის მოხსენებისა.
II. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო განყოფილების მოხსენებანი:
ა. ასისტენტებად ალ. ილინსკი და ვ. როსტომბეგოვი გადაირიცხონ პირველი აგრონომიულ ფაკულტეტზე და მეორე სამკურნალოზე.
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნეს.
ბ. დამტკიცებულ იქმნეს ინჟ. ივ. თულაშვილი დოცენტის მოვალეობის აღმასრულებლად /ერთი წლით/ და დაევალოს მას დახაზვითი გეომეტრიის კურსის წაკითხვა 20 დეკემბრიდან.
ცნობა: მოსმენილ იქმნა ინჟ. თულაშვილისა.
დაადგინეს: ინჟ. თულაშვილი მიწვეულ იქმნეს დოცენტის მოვალეობის აღმასრულებლად და სატეხნიკო ფაკულტეტზე 20 დეკემბრიდან 1921 წლის.
გ. დამტკიცდეს ფიზიკის კათედრასთან ასისტენტის თანამდებობაზე ალ. მუსხელიშვილი.
ცნობა: მოსმენილ იქმნა ბ. ალ. მუსხელიშვილისა
დ. ქნ ელ. რაზმაძის ასული ასისტენტის თანამდებობაზე ზოოლოგიის კათედრასთან 13 დეკემბრიდან.
ცნობა: მოსმენილ იქმნა ქ. რაზმაძის ასულისა.
ე. დამტკიცდეს პროფ. ნავაშინი დოცენტად ბოტანიკის კათედრასთან და მიეცეს მას სარგო პროფესორის კვალობაზე.
დაადგინეს: პროფ. ნავაშინი დამტკიცებულ იქმნეს ბოტანიკის დოცენტად და თანახმად წესდებისა დაენიშნოს მას დოცენტის სარგო.
ვ. გეოგრაფიის კათედრასთან არსებული თანამდებობა მხაზველისა შეცვლილ იქნეს კარტოგრაფის თანამდებობად და მიეკუთვნოს ამ თანამდეობას ასისტენტის სარგო. ამ თანამდეობაზე გადარიცხულ იქნეს მხაზველი ს. ცხაკაია.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
III. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი.
ა. დამტკიცდეს თამ. ჯავახიშვილიყავრიშვილი თვალთა სნეულების კლინიკის ორდინატორად 1 ნოემბრიდან.
ბ. დამტკიცდეს ბავშვთა კლინიკის ასისტენტად ექ. კილოსანიძე და ამავე კლინიკის ორდინატორად ექ. პ. ნანეიშვილი 5 დეკემბრიდან.
გ. დამტკიცდეს გინეკოლოგიური კლინიკის ორდინატორად ექ. ა. თვარაძე ა.წ. 5 ნოემბრიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დაკმაყოფილდეს.
V. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების განყოფილების მოხსენებანი:
ა. მოწვეულ იქმნეს 1922 წლის 1 იანვრიდან ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე ლექტორად სახელმწიფო უნივერსიტეტის დოკტორანტი ს. დანელია.
დაადგინეს: თანახმად წესდებისა, შუამდგომლობა დანელიას მოწვევის შესახებ არ იქმნა დაკმაყოფილებული.
ბ. იმ სტუდენტთ, რომელნიც ეხლა რვა სემესტრის კურსს ასრულებენ, მიეცეთ დროებითი მოწმობა ყველა სავალდებულო კურსების მოსმენის შესახებ, დარგების მიხედვით, მიეცეთ მათ თემები საკანდიდატო თხზულებისათვის, რომლის დაწერისათვის დაენიშნოთ ვადა არა უგვიანეს მაისის გასულისა. თუ თხზულება მოწონებული იქმნება, მიეცეთ მათ დიპლომი სათანადო ფორმით.
დაადგინეს: მოხსენება დამტკიცებულ იქმნეს იმ დამატებით, რომ აღნიშნულ სტუდენტებს დაევალოს ძირითად საგანში გათავებისას ხელახალი გამოცდის ჩაბარება.

ივ. ჯავახიშვილი, გ. ღამბარაშვილი, კ. კეკელიძე, ს. ქურდიანი, ალადაშვილი, ა. შანიძე, გიორგი ჯავახიშვილი

  წყარო:  "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორთა საბჭოს ოქმები", გამოსაცემად მოამზადეს მანანა ლილუაშვილმა და ზურაბ გაიპარაშვილმა, თბ., უნივერსალი, 2006

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates