• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები

1919

უკან

ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

# 23
,,3,, იანვარს 1919 წ.

სხდომა დაიწყო ნაშუადღევის ,, 1 ,, საათზე

დაესწრენ: კ. კეკელიძე, პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, ი. ყიფშიძე, არჩ. ხარაძე და ივ. ჯავახიშვილი.

თავმჯდომარეობდა: რექტ. პ. მელიქიშვილი მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: ახლად არჩეული პროფესორების დამტკიცება.
განაჩენი: დამტკიცებულ იქმნენ (შვიდშვიდი თეთრი და არც ერთი შავი): 1, გიორგი ნიკ. ჩუბინაშვილი ხელოვნების კათედრაზე თანახმად სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დადგენილებისა, 2, ჭეიშვილი ფარმაციაფარმაკოგნოზიის კათედრაზე და 3, კახიანი ჰისტოლოგიის კათედრაზე, ორივე თანახმად საბუნებისმეტყვევლო და სამკურნალო ფაკულტეტების დადგენილებისა.
2. განსახილველი საგანი: იუსტიციის მინისტრის წინადადება უნივერსიტეტთან იურიდიული ფაკულტეტის დაარსების შესახებ.
განაჩენი: საბჭო პრინციპიალურად თანახმაა იურიდიული ფაკულტეტის დაარსებისა, მაგრამ სამეცნიერო ძალების ნაკლებობის გამო ერთბაშად მისი გახსნა მოუხერხებელია და შესაძლოა მხოლოდ თანდათნაობით მისი გახსნა, რასაც საბჭო მომავალი შემოდგომისთანვე შეუდგება.
როდის შესრულდა: 10/1
3. განსახილველი საგანი: განათლების სამინისტროს წინადადება _ დაარსდეს უნივერსიტეტთან სამი კომისია: საისტორიოსაფილოლოგო, სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ,,სახელმწიფო გამოცდებისათვის~ ისეთ პირთათვის, რომელთაც რუსეთის უნივერსიტეტნი დაუსრულებიათ.
განაჩენი: საბჭოს სასურველად და საჭიროდ მიაჩნია დასახელებული კომისიების დაარსება, ხოლო დაწერილებითი გეგმის შედგენა და ამა თუ იმ კომისიაში წევრების დანიშვნა მიენდოს ფაკულტეტებს.
4. განსახილველი საგანი: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტთან სამეურნეო ნაწილის გახსნა.
განაჩენი: საბჭო პრინციპიალურად თანახმაა სამეურნეო ნაწილის გახსნისა, ხოლო დაწვრილებით ამ საკითხის გამორკვევა გადაეცეს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს.
5. განსახილველი საგან: მღ. ლაზარე გოზალაშვილის საჩივარი, რომ ის სიბრძნის=მეტყველების ფაკულტეტმა ლათინური ენის ლექტორად არ მიიწვია წინააღმდეგ დაპირებისა.
განაჩენი: რადგანაც ლათინური ენის პროფესორის თუ ლექტორის მოწვევა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის უფლებაშია და ამ ფაკულტეტს კი მღ. გოზალაშვილთან საქმე გაუთავებია, ამისათვის მისი საჩივარი უყურადღებოდ იქმნეს დატოვებული, ხოლო თუ, გოზალაშვილისათვის ფაკულტეტს რაÁმე ხარჯი მიუყენებია და გოზალიშვილი ამის დასამტიკცებელ საბუთებს წარმოადგენს, ფაკულტეტმა უზღოს დანახარჯი.
როდის შესრულდა: 10/1
6. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტთან დატოვებულნი: 1, ივ. გვარაშვილი მათემატიკაში (24 ოქტ.), 2, ვლ. ემუხვარი საფინანსო სამართალში (8 ნოემბ.), 3, ლაზ. შურღაია სიხსლის სამართალში (29 ნოემბ.), 4, რაჟდენ ხუციშვილი ფიზიკაში (3 დეკ.), 5, სიმონ ყაუხჩიშვილი ბერძნულში (6 დეკ.), 6, ნიკო ქოიავა პოლიტ. ეკონომიაში და სტატისტიკა (27 დეკ.).
განაჩენი: დამტკიცებულ იქნენ.
7. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის წლისთავის აღნიშვნა (26 იან. ან 8 თებ. ახალ. სტილით).
განაჩენი: გადაიდოს გაზაფხულისათვის.

პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე, ა. ხარაძე

 

ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

# 24
~14~ იანვარს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,, 7. 1/2 ,, საათზე

დაესწრენ: ა. ბენაშვილი, ე. თაყაიშვილი, ვ. მოსეშვილი, ა. ნათიშვილი, ა. რაზმაძე, ს. ქურდიანი, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე; მედიცინის დოქტორები: სპ. ვირსალაძე, ივ. თიკანაძე, გ. მუხაძე და ექიმი მაისურაძე.

თავმჯდომარეობდა: ე. თაყაიშვილი მდივანი: ი. ყიფშიძე

1. განსახილველი საგანი: მიხეილის საავადმყოფოსა და საბებიო ინსტიტუტის რეორგანიზაციის საკითხი.
განაჩენი: მოხდეს რეორგანიზაცია თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის გადაწყვეტილებისა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ საქმის მოსაგვარებლად არჩეულ იქმნა კომისია: პრრ. ვ. მოსეშვილისა და ა. ნათიშვილისა და ექიმების ივ. თიკანაძისა და გრ. მუხაძისაგან.
როდის შესრულდა: 1/II 1919
2. განსახილველი საგანი: პროფ. ქურდიანის მოხსენება სამეურნეო ფაკულტეტის გახსნის თაობაზედ.
განაჩენი: გაიხსნას არა ცალკე სამეურნეო ფაკულტეტი, არამედ სამეურნეო განყოფილება საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა ამა წლის ენკენისთვიდან და საჭირო ხარჯთაღრიცხვა დამატებით წარედგინოს სამინისტროს.
3. განსახილველი საგანი: სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებისათვის შენობებისა და საცდელი მინდვრებისათვის ადგილის შოვნა.
განაჩენი: ეთხოვოს მიწათმოქმედების სამინისტროს, რომ უნივერსიტეტს დაეთმოს სასარგებლოდ 1, ავლაბარში მანთაშევის ყოფილი ადგილი, 2, მუშტაიდი, 3, მუშტაიდის საბაღოსნო სკოლა, 4, სააბრეშუმო სადგური და 5, ვერაზე ყოფილი ,,კადეტთა კორპუსის~ ადგილი. ამასთანავე, უნივერსიტეტს ნება მიეცეს საჭიროებისდამიხედვით ისარგებლოს ყოფილი საუფლისწულო მამულებითაც. ხოლო საკათალიკოსო საბჭოს ეთხოვოს რომ ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობა (ვაკეში) და ეზო აგრეთვე უნივერსიტეტს დაეთმოს.
4. განსახილველი საგანი: სასანიტარო ინსტიტუტის დაარსებისა და მისი უნივერსიტეტთან დაკავშირების საკითხი.
განაჩენი: საბჭო პრინციპიალურად სასურველად და სასარგებლოდ სთვლის სასანიტრო ინსტიტუტის დაარსებას და საჭიროდ მიაჩნია ამ ინსტიტუტის უნივერსიტეტთან დაკავშირება. პარლამენტის ჯანმრთელობის კომისიასთან შესათანხმებლად ამ საქმის გამო და უკვე შემუშავებული კანონპროექტის გადასასინჯად საბჭომ აირჩია კომისია შემდეგი პირებისაგან: პრ. ვ. მოსეშვილისა, ა. ნათიშვილისა, მედიცინის დოქტორებისა _ სპ. ვირსალაძისა, ივ. თიკანაძისა და გ. მუხაძისაგან.

პ. მელიქიშვილი, ა. ბენაშვილი, ალ. ნათიშვილი, ა. შანიძე, ვ. მოსეშვილი, ა. რაზმაძე, ს. ქურდიანი, კ. კეკელიძე, ე. თაყაიშვილი

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი
# 25
,,20,, თებერვალი 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,, 7. 30 ,, საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, ე. თაყაიშვილი, ა. ბენაშვილი, ა. რაზმაძე, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. ნათიშვილი, ს. ქურდიანი, ა. ხარაძე, შ. ნუცუბიძე, ა. შანიძე და აგრეთვე საგანგებოდ მოწვეული ოდესის უნივერსიტეტის პრ.დოცენტი ფიზიოლოგოსი ივანე ბერიტაშვილი.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ა. შანიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქნა სამი კრების ოქმი: ## 22, 23 და 24 (6 დეკ., 3 იანვ. და 14 იანვარ.)
2. განსახილველი საგანი: განათლების სამინისტროს შემოკითხვა 10 იანვარს (# 130) (გამეორებით) სახელმწიფო გამომცდელი კომისიების დაარსების შესახებ.
განაჩენი: ეცნობოს განათლების სამინისტროს, რომ, თანახმად სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დადგენილებისა (საბჭოს კრებაზე წაკითხულ იქმნა ამონაწერი სიბრძნ. _ მეტყვ. ფაკულტეტის სხდომის დღიურიდან), პროფესორთა საბჭოს შესაძლოდ მიაჩნია სახელმწიფო გამოცდების მოწყობა და კომისიების შედგენა საისტორიო და საფილოლოგიო საგნებში.
ხოლო ფიზიკურ_მათემატიკურსა, საბუნებისმეტყველოსა და სამკურნალო საგნებში სახელმწიფო გამომცდელი კომისიების დაარსების თაობაზე სამინისტროს ეცნობოს დამატებით, საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტის საბოლოო დასკვნის მიღების შემდეგ.
3. განსახილველი საგანი: სახელმწიფო კონტროლის პასუხი ჩვენს მიმართვაზე წინასწარი რევიზიის საკითხის გამო.
წაკითხულ იქმნა პასუხი, რომელიც ამტკიცებს, ვითომც წინასწარი რევიზია არ არღვევდეს უნივერსიტეტის ავტონომიური მართვაგამგეობის წესს.
განაჩენი: ცნობად.
4. განსახილველი საგანი: სამხედრო სამინისტროს საადმინისტრაციო განყოფილების საბინაო სექციის უფროსის პასუხი (# 982) ჩვენს მიმართვაზე ყოფილი კადეტთა კორპუსის ვაკეზე კუთვნილი ადგილის უნივერსიტეტისათვის დათმობის თაობაზე.
განაჩენი: შეტყობილ იქმნეს, თუ ვის ხელშია ამ ჟამად აღნიშნული ადგილი და სად ინახება მის შესახებ აქტები.
ამის შემდეგ ბატ. რექტორი პირადად მოელაპარაკება ბატ. განათლების მინისტრს ამის თაობაზე.
5. განსახილველი საგანი: მიწათმოქმედების სამინისტროს (სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო ქონებათა განყოფილების) პასუხი (# 652, 31 იანვ.) ჩვენს მიმართვაზე უნივერსიტეტისათვის მამულების გადმოცემის თაობაზე (სააგრონომიო განყოფილების მოსაწყობად).
განაჩენი: შედგეს კომისია, რომელიც მოიწვევს საქმის მცოდნე პირთ წინასწარი თათბირის გასამართავად.
კომისიას ნება ჰქონდეს პროფესორთა საბჭოს სახელით წერილი მისწეროს მიწათმოქმედების სამინისტროს, რათა მან სასწრაფოდ მიიწვიოს უნივერსიტეტის წარმომადგენელნი მამულების გადმოცემის საქმის დაწერილებით განსახილველად.
კომისიაში შევიდნენ: ბ. რექტორი პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, ს. ქურდიანი და ასისტენტი ზ. ყანჩაველი.
6. განსახილველი საგანი: შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმოსასანიტარო განყოფილების მომართვა, რათა წარგზავნილ იქმნენ განყოფილებაში უნივერსიტეტის წარმომადგენელნი იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მიხეილის საავადმყოფოსა და საბებიო ინსტიტუტის უნივერსიტეტისადმი გადმოცემა.
განაჩენი: წარმომადგენლებად არჩეულ იქმნენ: ვ. მოსეშვილი, სპ. ვირსალაძე და ივ. თიკანაძე
7. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის 1919 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცება.
განაჩენი: მიენდო ბ. ექვთ. თაყაიშვილსა და შ. ნუცუბიძეს გაიგონ, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების საქმე და ეცადონ, რომ როგორმე დაჩქარებულ იქმნეს მისი დამტკიცება.
8. განსახილველი საგანი: სამკურნალო ფაკულტეტზე არჩეული პროფესორების დამტკიცება.
განაჩენი: პროფესორთა საბჭომ ერთხმად (თორმეტთორმეტი თეთრი და არც ერთი შავი) დაამტკიცა ფიზიკურმათემატიკური და საბუნებისმეტყველოსი და სამკურნალო ფაკულტეტის მიერ პროფესორებად არჩეული მედიცინის დოქტორები:
1. ალადაშვილი, ალექსანდრე. დიაგნოსტიკის კათედრაზე.
2. ვირსალაძე, სპირიდონ. კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრაზე.
3. თიკანაძე, ივანე. საბებიო კათედრაზე.
4. მაჭავარიანი, ალექსანდრე. ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრაზე.
5. მუხაძე, გრიგოლ. პათოლოგიური ქირურგიის კათედრაზე.
9. განსახილველი საგანი: ქართული ლიტერატურის კათედრაზე დატოვებულის სილიბისტრო ლომიას დამტკიცება, თანახმად სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დადგენილებისა.
განაჩენი: დამტკიცებულ იქმნა.
10. განსახილველი საგანი: საბჭომ მოისმინა ოდესის უნივერსიტეტის პრივატდოცენტის ივანე ბერიტაშვილის წერილობითი მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეწყოს უნივერსიტეტში ფიზიოლოგიური კათედრა და რა პირობით შეუძლია მას აქ მუშაობა.
განაჩენი: საბჭო იზიარებს ბნ ივ. ბერიტაშვილის მოხსენების დედააზრს და შესაძლოდ მიაჩნია მისი მუხლების პრაქტიკულად განხორციელება. საბჭო პრინციპიალურად თანახმაა, რომ ბნი ივ. ბერიტაშვილი მოწვეულ იქმნეს ფიზიოლოგიის კათედრაზე.

პ. მელიქიშვილი, კ. კეკელიძე, ე. თაყაიშვილი, ვ. მოსეშვილი, დ. უზნაძე, ს. ქურდიანი, ა. ხარაძე, ა. რაზმაძე

 



ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

# 26
,,8,, მარტს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7,, საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. ნათიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, დ. უზნაძე, ა. რაზმაძე, ს. ქურდიანი, ი. თიკანაძე, ა. ხარაძე და ა. შანიძე

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ა. შანიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი და
განაჩენი: დამტკიცდა.
2. განსახილველი საგანი: პროფ. იოსებ ყიფშიძის ავათმყოფობისა და გარდაცვალების გამო გაწეული ხარჯების დამტკიცება.
განაჩენი: პროფ. ი. ყიფშიძის ავათმყოფობისას (5000 მ) და გარდაცვალების გამო (5.917 მ. 50 კ.) გაწეული ხარჯები, სულ ათი ათას ცხრაას ჩვიდმეტი მანეთი და ათი შაური დამტკიცდეს. ეს ხარჯი დაიფაროს მოულოდნელი ხარჯების მუხლიდან.
3. განსახილველი საგანი: განსვენებული პროფესორის ი. ყიფშიძის ოჯახის უზრუნველყოფა მომავალში.
განაჩენი: ა) მიეცეს განსვენებულის მეუღლეს ევგენია ყიფშიძისას, თვიური სარგო პროფესორისა 1919 წლის დამლევამდე.
თანხა ამისათვის გაღებულ იქმნეს მოულოდნელი ხარჯების მუხლიდან. და თუ არ ეყო, მაშინ დამატებულ იქმნეს სპეციალური თანხებიდან.
ბ) აღიძრეს შუამდგომლობა განათლების სამინისტროს წინაშე, რათა განსვენებულის ობლად დარჩენილ ბავშვს გიორგის დაენიშნოს სტიპენდია ან მიეცეს დახმარება ყოველთვიური.
4. განსახილველი საგანი: პროფ. იოსებ ყიფშიძის სახელობის ფონდის დაარსება.
განაჩენი: დაარსდეს უნივერსიტეტში პროფ. იოსებ ყიფშიძის სახელობის ფონდი.
საფუძვლად დაედოს მას განსვენებულის მშობლების მიერ გვირგვინის ნაცვლად უნივერსიტეტისათვის შემოწირული სამასი მანეთი. ამავე მიზნისათვის გადაიდოს პროფესორლექტორასისტენტთა თვიური სარგოდან სამსამი პროცენტი ერთი წლის განმალვობაში.
5. განსახილველი საგანი: განსვ. პროფ. იოსებ ყიფშიძის სურათის ჩამოკიდება საპროფესორო დარბაზში.
განაჩენი: საპროფესორო დარბაზში დაიკიდოს განსვენებულის სურათი.
6. განსახილველი საგანი: ქართული სამუსიკო საზოგადოების მოხსენება, რომ უნივერსიტეტში დაარსდეს ქართული მუსიკისა და სიმღერაგალობის კათედრა.
განაჩენი: ეცნობოს სამუსიკო საზოგადოებას, რომ პროფესორთა საბჭოს სასურველად მიაჩნია უნივერსიტეტში იკითხებოდეს მუსიკის თეორია საზოგადოდ და კერძოდ ქართული მუსიკის ისტორიის კურსი, მაგრამ ამასთანავე ერთად შეუძლებლად სცნობს, რომ ამისათვის ჯერჯერობით ცალკე კათედრა დაარსდეს.
მოწვევა პროფესორისა ან ლექტორისა, რომელიც, უნივერსიტეტის დებულების თანახმად, განსაზღვრული სამეცნიერო ხარისხით უნდა იყოს აღჭურვილი, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს საქმეა და საბჭო სთხოვს სამუსიკო საზოგადოებას, რომ წარმოადგინოს შესაფერი კანდიდატი, რომელსაც, უკეთუ იგი არჩეული იქმნა, ამჟამად ჯამაგირი ვერ დაენიშნება.
7. განსახილველი საგანი: სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა დაარსდეს უნივერსიტეტში კოოპერაციის კათედრა.
განაჩენი: ვინაიდან კოოპერაცია ნაწილია პოლიტიკური ეკონომიისა, ამიტომ ცალკე ასეთი კათედრის დაარსება შეუძლებელია. სასურველი კი არის რომ მთელი წლის განმავლობაში იკითხებოდეს ლექციები როგორც კოოპერაციის აგრეთვე პოლიტიკური ეკონომიის სხვა დარგებისა, როგორც, მაგ. ბირჟისა ან ბანკის შესახებ, მაგრამ უნივერსიტეტში ლექციების კითხვის უფლება, უნივერსიტეტის დებულების თანახმად, მხოლოდ სამეცნიერო ხარისხით აღჭურვილ პირს აქვს და რადგანაც ასეთი ვინმე არავინ ჩანს, ამიტომ ჯერჯერობით კოოპერაციის შესახებ საგანგებოდ ლექციების კითხვა არ ხერხდება.
8. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობის თხოვნა, მოწვეულ იქმნეს უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროებისათვის მუდმივი ექიმი.
განაჩენი: საბჭო თანახმაა მოწვეულ იქმნეს საგანგებოდ უნივერსიტეტისათვის ერთი ექიმი და დაენიშნოს მას ჯამაგირად იმდენი, რამდენიც ჩვეულებრივ საშუალო სასწავლებლის ექიმებსა აქვთ ხოლმე, ხოლო თუ ვინ იქმნეს მოწვეული ექიმად, ეს მიენდოს სამკურნალო ფაკულტეტს.
რაც შეეხება ამით გამოწვეულ ზედმეტ ხარჯებს, აღიძრეს განათლების სამინისტროს წინაშე შუამდგომლობა და გამოთხოვილ იქმნეს დამატებითი თანხა.
9. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის შენობის დეზინფექცია.
ეს საკითხი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ იყო რამოდენიმე შემთხვევა გადამდები სენისა პროფესორთა და სტუდენტებს შორის. მაგალ., პროფ. ი. ყიფშიძე იმსხვერპლა შავმა სახადმა (ტყპჰუს ეხანტჰენატიეუს), იგივე სენი სჭირდა პროფ. გ. ახვლედიანს. ლექტორი ა. ხარაძე ავად იყო მუცლის სახადით (ტუპჰუს აბდომინალის). სტუდენტთა გამგეობის მიერ პროფესორთა საბჭოსადმი მორთმეულ მოხსენებაში ვკითხულობთ: ,,ქალაქში ეპიდემია მძვინვარებს, რომელმაც რამოდენიმე სტუდენტი იმსხვერპლა, ხოლო ზოგნი დღესაც ავათ არიან~.
განაჩენი: რადგანაც, ერთის მხრით, არ არის იმის ნიშანი, რომ უნივერსიტეტის შენობაში იყოს გადამდებ სნეულებათა ბუდე და, რადგანაც მეორეს მხრით, ამოდენა შენობის დეზინფექცია დღევანდელ პირობებში ტეხნიკურად შეუძლებელია ფორმალინის უქონლობისა და სხვა მიზეზების გამო, ამიტომ ეს საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვალოს თავისთავად.
10. განსახილველი საგანი: საბჭოს მდივნის არჩევა პროფ. იოსებ ყიფშიძის გარდაცვალების გამო.
განაჩენი: არჩეულ იქმნა ა. შანიძე.

პ. მელიქიშვილი, ა. ხარაძე, ს. ქურდიანი, ი. თიკანაძე, ე. თაყაიშვილი, ვ. მოსეშვილი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე

 



ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

# 27 ,,18,, მარტს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7. 30,, საათზე
დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ე. თაყაიშვილი, ვ. მოსეშვილი, კ. კეკელიძე, დ. უზნაძე, ი. თიკანაძე, ს. ქურდიანი, ა. ხარაძე, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, ა. რაზმაძე, ა. ბენაშვილი, გ. მუხაძე, სპ. ვირსალაძე, ალ. მაჭავარიანი.
თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ა. შანიძე
1. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი და
განაჩენი: დამტკიცდა
2. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტთან პედაგოგიური ნსტიტუტის დაარსება.
განაჩენი: პროფესორთა საბჭო პრინციპიალურად თანახმაა უნივერსიტეტთან დაარსდეს პედაგოგიური ინსტიტუტი.
შედგეს კომისია ინსტიტუტის ორგანიზაციისა, შტატებისა და უნივერსიტეტთან დაკავშირების საკითხის დეტალურად გამოსარკვევად; კომისიაში შევიდნენ:
1. ე. თაყაიშვილი, 2. დ. უზნაძე, 3. შ. ნუცუბიძე, 4. ა. რაზმაძე
3. განსახილველი საგანი: არჩეული პროფესორების დამტკიცება.
განაჩენი: კრებამ დაამტკიცა საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტის მიერ 12 მარტს არჩეული პროფესორები:
1. მედიცინის დოქტორი კრინიცკი შალვა მიხეილისძე, პათოლოგიური ანატომიისა და ჰისტოლოგიის კათედრაზე (არჩეულია თორმეტი ხმით. ორმა თავი შეიკავა).
2. ოდესის უნივერსიტეტის პრივატ. დოცენტი ბერიტაშვილი ივანე
ფიზიოლოგიის კათედრაზე (ერთხმად: თორმეტი თეთრი და არც ერთი შავი).
4. განსახილველი საგანი: საბჭოს მოხსენდა, რომ ბოტანიკურმა ბაღმა უნივერსიტეტს შემოსწირა ყველა თავისი გამოცემა.
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, კ. კეკელიძე, ი. თიკანაძე, სპ. ვირსალაძე, ა. ხარაძე, დ. უზნაძე, ე. თაყაიშვილი, ა. რაზმაძე, ა. შანიძე

 



ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭოს წევრებს დაეგზავნათ ცირკულარი, რომელიც ამასთანავეა დართული.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი
# 28
,,20,, მარტს 1919 წ.

სხდომა დაიწყო...........................,,........,, საათზე
დაესწრენ:

თავმჯდომარეობდა: მდივანი:

1. განსახილველი საგანი: ტფილისის ფიზიკური ობსერვატორიის უნივერსიტეტისადმი გადმოცემა.
განაჩენი: ეთხოვოს განათლების სამინისტროს განკარგულება მოახდინოს, რათა ტფილისის ფიზიკური ობსერვატორია მთელი თავისი უძრავმოძრავი ქონებით გადმოეცეს უნივერსიტეტს.
(ხელი უწერიათ პროფესორთა საბჭოს წევრებს ამასთან დართულ უწყებაზე)
უწყება
19 მარტის სხდომაზე სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტმა მოისმინა რა მოხსენებანი პროფ. პ. მელიქიშვილის და პროფ. ა. ბენაშვილის დაადგინა:
,,ეთხოვოს სამინისტროს განკარგულება მოახდინოს, რათა თბილისის ფიზიკური ობსერვატორია მთელი თავის ქონებით დაუყოვნებლივ გადაეცეს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვინაიდგან ეს თხოვნა უნდა წარედგინოს სამინისტროს საბჭოს სახელით, უმორჩილესათ ვსთხოვ ბ.ბ. პროფესორებს, [რომე] ლთაც ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, [ამ] უწყებაზე ხელი მოაწეროს.

რექტორი დამსახურებული პროფესორი: პ. მელიქიშვილი

თანახმა ვარ: ი. თიკანაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ივ. ალ. ნათიშვილი, გ. მუხაძე, თანახმა ვარ სპ. ვირსალაძე, ვ. პ. მოსეშვილი, ა. ბენაშვილი, ა. შანიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, კ. კეკელიძე, ა. რაზმაძე, შ. ნუცუბიძე, ს. ქურდიანი, გიორგი ჩუბინაშვილი, გ. ახვლედიანი

 

ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი
# 29
,,2,, აპრილს 1919 წ.

სხდომა დაიწყო შუადღის ,,12,, საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, კ. კეკელიძე, პ. მოსეშვილი, ე. თაყაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ა. რაზმაძე, ი. თიკანაძე, სპ. ვირსალაძე, ს. ქურდიანი, ა. ხარაძე, ა. შანიძე.
თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ა. შანიძე
1. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა 12 მარტის კრების ოქმი.
განაჩენი: დამტკიცდა.
2. განსახილველი საგანი: ქიმიის კათედრაზე მეორე პროფესურის დაწესება.
განაჩენი: დაწესებულ იქმნეს ქიმიის კათედრაზე მეორე პროფესურა.
3. განსახილველი საგანი: ლაბორატორიების საკითხი.
განაჩენი: დაევალოს გამგეობას, რომ ერთ რომელსამე პირს მიანდოს ჭიათურიდან ქიმიური და მინერალოგიური ლაბორატორიების გადმოტანა.
4. განსახილველი საგანი: წინა კრებაზე არჩეული კომისიის მოხსენება პედაგოგიური ისნტიტუტის დაარსების შესახებ.
განაჩენი: დაარსდეს უნივერსიტეტთან პედაგოგიური ინსტიტუტი.
5. განსახილველი საგანი: სასანიტრო ინსტიტუტის დირექტორისა და სასამართლო მედიცინის განყოფილების გამგის არჩევა.
განაჩენი: სასანიტრო ინსტიტუტის დროებით დირექტორად და სასამართლო მედიცინის განყოფილების გამგედ ერთხმად არჩეულ იქმნა პროფ. ალ. ნათიშვილი.
6. განსახილველი საგანი: ზოოლოგიის კათედრაზე უცხოელის მოწვევა.
განაჩენი: გადაეცეს საკითხი ფაკულტეტს.
7. განსახილველი საგანი: განათლების სამინისტროს მიწერილობა (# 2330, 22/III 919) ყოფილ კადეტთა კორპუსის ვერაზე კუთვნილი მამულის ჩაბარების შესახებ.
განაჩენი: ჩაბარებულ იქმნეს და ეს საქმე მიენდოს პროფ. ს. ქურდიანს, ვ. მოსეშვილს და ი. თიკანაძეს.
8. განსახილველი საგანი: პროფ. გ. მუხაძისა, ი. თიკანაძისა, სპ. ვირსალაძისა და ალ. მაჭავარიანის თხოვნა, მიეცეს მათ თვითეულს ხუთასხუთასი თუმანი მათდამი მინდობილ კათედრების მოსაწყობად.
განაჩენი: აღძრულ იქმნეს შუამდგომლობა მთავრობის წინაშე და ზედმეტად გამოთხოვილ იქმნეს ამის დასაფარავი ხარჯები.
9. განსახილველი საგანი: საბჭოს მოჰხსენდა გენერალური შტაბის საორგანიზაციო სექციის უფროსის ტელეფონოგრამა, სადაც ნათქვამია, რომ პროფესორები, დოცენტები, შტატის მასწავლებლები, ლაბორანტები, პროზექტორები და ბიბლიოთეკრები განთავისუფლებულნი არიან მობილიზაციის დროს გაწვევისაგან.
განაჩენი: ცნობად.
10. განსახილველი საგანი: ა) საბჭოს მოჰხსენდა განსვ. პროფ. იოსებ ყიფშიძის მეუღლის წერილობითი მადლობა განსვენებული პროფესორის ავადმყოფოსბისა და გარდაცვალების გამო უნივერსიტეტის მიერ გაწეული ხარჯებისა და დახარებისათვის.
ბ) საბჭოს მოჰხსენდა, რომ განსვენეუბლის ქვრივმა უნივერსიტეტს შემოსწირა ქმრისეული დიკტოფონი ჩაწერილი და ჩაუწერი ფირფიტებითურთ.
განაჩენი: გამოეცხადოს მადლობა.
10. განსახილველი საგანი: საფინანსო კომისიის არჩევა.
განაჩენი: შედგეს საფინანსო კომისია, რომელშიაც შევლენ გამგეობის წევრების გარდა: დ. უზნაძე და ა. რაზმაძე.
11. განსახილველი საგანი: ენტომოლოგიური კოლექციის შეძენა.
განაჩენი: ა) ეთხოვოს ბატ. უვაროვს, რომ გაემგაზვროს ბაქოში, დაათვალიეროს კოლექცია, შეაფასოს და თავისი აზრი წერილობით წარმოუდგინოს უნივერსიტეტს.
ბ) მიეცეს ბ. უვაროვს სამოგზაუროდ ათასი მანეთი.
12. განსახილველი საგანი: საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ვალის გადაწყვეტა.
განაჩენი: დაევალოს გამგეობას, რომ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ვალი რაც დარჩა მთლად გადახდილ იქმნეს და გასწორდეს ანგარიში.
პ. მელიქიშვილი, ვ. მოსეშვილი, ა. ხარაძე, ი. თიკანაძე, სპ. ვირსალაძე, გ. ახვლედიანი, ა. რაზმაძე, გ. ჩუბინაშვილი, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე

 



ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

# 30
,,9,, აპრილს 1919 წ.

სხდომა დაიწყო დილის ,,10,, საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ვ. მოსეშვილი, ა. ნათიშვილი, ი. თიკანაძე, ა. მაჭავარიანი, ს. ვირსალაძე, ე. თაყაიშვილი, გ. მუხაძე, ა. რაზმაძე, ა. ბენაშვილი, გ. ჩუბინაშვილი, დ. უზნაძე, ა. ხარაძე, ა. შანიძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ა. შანიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა და დამტკიცდა წინა კრების ოქმი.
2. განსახილველი საგანი: სამათემატიკო_საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტის გაყოფა.
განაჩენი: აქამომდე ერთად არსებული სამათემატიკო_საბუნებისმეტყველოსამკურნალო ფაკულტეტი ორ დამოუკიდებელ ფაკულტეტად გაიყოს:
ა. სამათემატიკო_საბუნებისმეტყველო ფაკულტეტად და
ბ. სამკურნალო ფაკულტეტად.
3. განსახილველი საგანი: დეკანებისა და მდივნების არჩევა ფაკულტეტებზე.
განაჩენი: ა. წინადადება მიეცეს ახალად გამოყოფილ სამათემატიკო_საბუნებისმეტყველოსა და სამკურნალო ფაკულტეტს და აგრეთვე სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტს _ აირჩიონ დეკანები და მდივნები.
ბ. ვიდრე უნივერსიტეტის წესდება საბოლოოდ შემუშავდებოდეს და დამტკიცდებოდეს, აღნიშნული თანამდებობის პირნი არჩეულ იქმნენ ერთის წლით.
4. განსახილველი საგანი: საფინანსო კომისიის შევსება.
განაჩენი: ეთხოვოს სამკურნალო ფაკულტეტს თავისი წარმომადგენელი აირჩიოს საფინანსო კომისიაში.
5. განსახილველი საგანი: გამგეობის რეორგანიზაცია.
განაჩენი: ა. გამგეობას შეადგენენ: რექტორი და დეკანები. სათათბირო ხმით შიგ მონაწილეობას იღებენ ფაკულტეტის მდივნები და აგრეთვე საფინანსო კომისიის წევრები.
ბ. მადლობა გამოეცხადოს აკაკი შანიძეს, რომელიც აქამომდე გამგეობის მდივნის მოვალეობას ასრულებდა და ახლა კი დროს უქონლობის გამო ამ თანამდებობაზე უარს ამბობს.
გ. გამგეობის მდივნად მოწვეულ იქმნეს კერძო პირი და მისი ჯამაგირი (9001000 მანეთამდე თვეში) შეტანილ იქმნეს ხარჯთაღრიცხვაში და გამოთხოვილ იქმნეს, დამატებით, საკანონმდებლო გზით.
6. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის ორგანოს გამოცემა.
განაჩენი: გამოცემულ იქმნეს უნივერსიტეტის ორგანო, რომელიც ჯერჯერობით საერთო იქმნება ყველა ფაკულტეტისათვის.
სარედაქციო კოლეგიაში შევიდენ:
ა) სიბრძნ._მეტყვ. ფაკულტეტიდან: ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე და ა. შანიძე.
ბ) სამათემატიკო_საბუნებისმეტყველოდან: ა. რაზმაძე.
ც) სამკურნალოდან, სპ. ვირსალაძე.
7. განსახილველი საგანი: საქართველოს ისტორიულარქეოლოგიურისა და ხელოვნების ძეგლების მოვლაპატრონობა და დაცვა.
განაჩენი: მონასტრების ძარცვისა (გარესჯა, შემოქმედი, მარტვილი, გელათი) და ისტორიულარქეოლოგიური მნივშნელობის ნივთების დაკარგვადაღუპვის გახშირების გამო (ხატები, ხელნაწერები და სხვ.) მიღებულ იქმნეს ფიცხელი და საჭირო ზომები ჩვენი წარსულის ძეგლების გადასარჩენად და დასაცავად.
ეთხოვოს ივ. ჯავახიშვილისა და ე. თაყაიშვილს, რათა მათ მოლაპარაკება გამართონ ს. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებასთან, ქ. ხელოვანთა საზოგადოებასთან და საკათალიკოსო საბჭოსთან, რათა შეერთებული ძალითა და ერთურთის თანხმობით გამონახულ იქმნეს შესაფერისი ზომები ჩვენი წარსულის ისტორიულარქეოლოგიურისა და ხელოვნების ძეგლებისა და ნივთების გადასარჩენად და დასაცავად.
8. განსახილველი საგანი: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველოსამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება,
ა. რომ ფაკულტეტის დადგენილებით, ფაკულტეტის სხდომებზე სათათბირო ხმით მოწვეულნი იქმნებიან აგრონომები, თუ კი ამას საჭიროება მოითხოვს.
განაჩენი: ცნობად
ბ. რომ ფაკულტეტმა დაადგინა, რათა შემოდგომიდან სამკურნალო ფაკულტეტზე გაიხსნას მესამე კურსი.
განაჩენი: შემოდგომიდან სამკურნალო ფაკულტეტზე გაიხსნას მესამე კურსი და ამისათვის საჭირო ხარჯები დამატებით გამოთხოვილ იქმნეს ხაზინიდან საკანონმდებლო გზით.

პ. მელიქიშვილი, ა. რაზმაძე, ა. ბენაშვილი, ი. თიკანაძე, ე. თაყაიშვილი, ვ. მოსეშვილი, ა. შანიძე

 

ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

# 31
,,3,, მაისს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7. 30,, საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ვ. მოსეშვილი, კ. კეკელიძე, გ. ჩუბინაშვილი, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, ე. თაყაიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. რაზმაძე, ს. ქურდიანი, ა. ბენაშვილი, ი. თიკანაძე, ა. ხარაძე, ა. შანიძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ა. შანიძე

კრების გახსნისას, პროფესორთა საბჭომ, თავმჯდომარის წინადადების თანახმად, ფეხზე ადგომით პატივი სცა უნივერსიტეტში ქართული ლიტერატურის კათედრაზე საპროფესოროდ დატოვებულისა, სამეცნიერო მიზნით სპარსეთს გაგზავნილისა და რეშტში სახადისაგან (თყპჰუს ეხანტჰემატიეუს) 7 აპრილს გარდაცვლილის და იქვე დასაფლავებულის სილიბისტრო ლომიას ხსოვნას.
1. განსახილველი საგანი: განმარტებითი მოხსენება უნივერსიტეტის 1919 წლის ხარჯთაღრიცხვისა.
პროფესორთა საბჭომ მოისმინა ამა წლის ხარჯთაღრიცხვის განმარტებითი მოხსენება, შედგენილი სიბრძნისმეტყველების დეკანის პროფ. ივანე ჯავახიშვილის მიერ, მოიწონა იგი და დაადგინა.
განაჩენი: დამტკიცებულ იქმნეს და მადლობა გამოეცხადოს მის ავტორს ბ. ივ. ჯავახიშვილს.
2. განსახილველი საგანი: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს ოსმალური ენის ლექტორად ჯალალ მაჰირბეÁ მემარნიშვილი და მიეცეს მას გზის [ფულად] ასი ლირა.
განაჩენი: ფაკულტეტის შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს.
3. განსახილველი საგანი: ახლად არჩეული დეკანებისა და მდივნების დამტკიცება.
განაჩენი: ა) თანახმად სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის არჩევნებისა, პროფესორთა საბჭომ ამ ფაკულტეტის დეკანად დაამტკიცა პროფ. ივ. ჯავახიშვილი და მდივნად _ აკაკი შანიძე.
ხოლო
ბ) სამკურნალო ფაკულტეტის არჩევნების თანახმად, ამ ფაკულტეტის დეკანად დამტკიცებულ იქმნა პროფ. ალ. ნათიშვილი, და მდივნად _ ზ. მაისურაძე.
4. განსახილველი საგანი: ახლად არჩეული პროფესორების დამტკიცება.
განაჩენი: პროფესორთა საბჭომ თანახმად სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტის არჩევნებისა, დაამტკიცა უნივერსიტეტში პროფესორებად მოწვეული მეცნიერები:
ა) მოსეშვილი, იასონ პავლეს ძე (ოდესის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი), ქიმიის კათედრაზე, მეორე პროფესორად (ერთხმად).
ბ) დიდებულიძე (ოდესის პოლიტეხნიკუმის დოცენტი) ფიზიკის კათედრაზე (ერთხმად).
გ) აკადემიკოსი ნავაშინი, სერგი გაბრიელის ძე; ბოტანიკის კათედრაზე (ერთხმად).
5. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი და
განაჩენი: დამტკიცდა.

პ. მელიქიშვილი, ე. თაყაიშვილი, ა. ბენაშვიილ, ა. ხარაძე, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი

 

ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი


# 32
,,18,, მაისს 1919 წ.

სხდომა დაიწყო დილის ,,9,, საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ა. ბენაშვილი, ა. რაზმაძე, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ვარლამ მოსეშვილი, იასონ მოსეშვილი, ა. ხარაძე (სამათემატიკო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მდივანი) და ა. შანიძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ა. შანიძე

0. კრებამ ღრმა მწუხარებით მოისმინა სომხური ენის ლექტორის დავით ყიფშიძის უდროოდ გარდაცვალების ამბავი და, თავმჯდომარის წინადადების თანახმად, ფეხზე ადგომით პატივი სცა განსვენებულის ხსოვნას.
1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი.
2. განსახილველი საგანი: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ახლად არჩეული დეკანისა და მდივნის დამტკიცება.
განაჩენი: თანახმად ამ ფაკულტეტის არჩევნებისა, დეკანად დამტკიცებულ იქმნა პროფ. მოადგილე ა. რაზმაძე, ხოლო მდივნად ა. ხარაძე.
3. გნიხილეს: სტუდენტთა გამოცდების საკითხი.
შენიშვნა: წაკითხულ იქმნა სიბრძნისმეტყველებისა, სამათემატიკოსაბუნებისმეტყველოსა და სამკურნალო ფაკულტეტის დადგენილებანი სტუდენტთა გამოცდების შესახებ.
განაჩენი: ეს დადგენილებანი პროფესორთა საბჭოს მიერ მოწონებულ და დადასტურებულ იქმნა.
4. განსახილველი საგანი: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება, რომ მას სააგრონომიო განყოფილებაზე მეორე და მესამე კურსის გახსნა შესაძლებლად მიაჩნია.
განაჩენი: ეთხოვოს ფაკულტეტს, რომ წარმოადგინოს თავისი მოსაზრება ამ საქმის ფინანსიური მხარის შესახებ.
5. განსახილველი საგანი: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა, რომ მსოფლიოს ისტორიის პროსემინარში ხელმძღვანელად მოწვეული გიგო ნათაძე დამტკიცებულ იქმნეს.
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნას.
6. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, რომ დასაწყისი კურსის კითხვა არაბულ ენაში ჯერჯერობით მიენდოს ოსმალური ენის ლექტორს ჯალალ მემარნიშვილს.
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნას.
7. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, რომ ბერძნული ენის კათედრაზე საპროფესოროდ დატოვებულ ს. ყაუხჩიშვილს მიმდინარე მაისიდან დაენიშნოს სტიპენდია.
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნას.
8. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, რომ პროფესორის მოადგილეს აკაკი შანიძეს დაენიშნოს დამატებით სარგოდ დოცენტის ჯამაგირი, ვინაიდან იგი პროფ. იოსებ ყიფშიძის გარდაცვალების შემდეგ ლექციებს კითხულობს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და აგრეთვე არაბულ ენაშიაც.
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნას.
9. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებელ პირთა დამტკიცების შესახებ.
განაჩენი: პროფესორთა საბჭომ, თანახმად ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დაამტკიცა ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებლად მოწვეული ექიმები:
ა. აპოლონ ტყემალაძე, ფარმაკოლოგიის კათედრაზე
და ბ. დავით იოსელიანი, ოპერატიული ქირურგიის კათედრაზე. შენიშვნა. შემდეგ სხდომაზე ეს გაუქმებულად ჩაითვალა; (ოქმი # 33, მუხლი 9)
10. განსახილველი საგანი: მეცადინეობის შეწყვეტა.
განაჩენი: უნივერსიტეტში მეცადინეობა შეწყდეს 14 ივნისს.

პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, გ. ახვლედიანი, ვ. მოსეშვილი, ი. მოსეშვილი, კ. კეკელიძე, ა. რაზმაძე

 


ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი


# 33
,,4,, ივნისს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ~6. 30~ საათზე

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ნავაშინი, ა. რაზმაძე, ე. თაყაიშვილი, გ. ახვლედიანი, შ. ნუცუბიძე, ვ. მოსეშვილი, ი. მოსეშვილი, კ. კეკელიძე, გ. ჩუბინაშვილი, ს. ქურდიანი, გ. მუხაძე, სპ. ვირსალაძე, ზ. მაისურაძე, ა. ხარაძე და ა. შანიძე

თავმჯდომარეობდა: მდივანი:

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი.
2. განსახილველი საგანი: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა შეძენილ იქმნეს ბეიერის მინერალოგიური კოლექცია.
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს.
3. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს დამატებით ხარჯთაღრიცხვა სააგრონომიო განყოფილების მეორე და მესამე განყოფილების მოსაწყობად.
განაჩენი: დამატებითი ხარჯთაღრიცხვა სააგრონომიო განყოფილების მეორე და მესამე კურსის მოსაწყობად, სულ ას ოცდა ერთი ათას რვაასი მანეთი (121.800 მან.), დამტკიცებულ იქმნეს.
4. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის მოხსენება სადოქტორო გამოცდების ჩაბარების წესების შესახებ.
განაჩენი: უნივერსიტეტის წესდების საბოლოოდ შემუშავებადამტკიცებამდე თვითოეულ კერძო შემთხვევაში გამოცდების წესები ფაკულტეტების მიერ ცალკე უნდა იყოს შემუშავებული და პროფესორთა საბჭოს მიერ მოწონებული.
5. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, რომ თვისებითი ანალიზის ლაბორატორიის მოსაწყობად გადადებულ იქმნეს ჯერჯერობით ორმოცდაათი ათასი მანეთი (50 000 მ.)
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს და მოეწყოს ლაბორატორია როგორც თვისებითი ანალიზისა, ისე რაოდენობითისა და ამისათვის გაღებულ იქმნეს, თუ საჭიროება მოითხოვს ორმოცდაათი ათასზე მეტიც.
6. განსახილველი საგანი: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს ექიმი შალვა მიქელაძე ასისტენტად კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრაზე.
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს.
7. განსახილველი საგანი: პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკურნალო საგნებში სახხლმწიფო გამომცდელი კომისიების შედგენის შესახებ.
განაჩენი: ეთხოვოს სამკურნალო ფაკულტეტს, რომ საჭირო დამატება შეიტანოს მის მიერ წარმოდგენილ პასუხში, რომელიც დამატებაშესწორების შემდეგ გაეგზავნება სამინისტროს.
8. განსახილველი საგანი: ქ. იურიდიული საზოგადოების შუამდგომლობა, რომ უნივერსიტეტი დაეხმაროს საზოგადოებას პრაქტიკული იურიდიული კურსების მოწყობის საქმეში სამეცნიერო ძალების მიშველებითა და აგრეთვე უნივერსიტეტის შენობაში საჭირო აუდიტორებისა და მოწყობილობის დათმობით.
განაჩენი: პროფესორთა საბჭო სასურველად სცნობს, რომ უნივერსიტეტმა ქ. იურიდიულ საზოგადოებას დახმარება აღმოუჩინოს პრაქტიკული იურიდიული კურსების გახსნის საქმეში, მაგრამ საჭიროდ მიაჩნია გამორკვეულ იქმნეს, თუ ტექნიკურად რამდენად მოსახერხებელი იქნება განზრახული კურსების უნივერსიტეტის შენობაში მოწყობა.
9. განსახილველი საგანი: პროფ. ალ. ნათიშვილის პროტესტი წინა კრებაზე (ოქმი #32, მუხლი 9) ასისტენტებად წამოყენებული ექიმების დამტკიცების შესახებ.
განაჩენი: ვინაიდან გამოირკვა, რომ შუამდგომლობა ასისტენტთა დამტკიცების შესახებ პროფესორთა საბჭოში ისე შემოსულა, რომ თვით სამკურნალო ფაკულტეტის სხდომის ოქმი დამტკიცებული არ ყოფილა, ამიტომ დღევანდელი სხდომა პროფესორთა საბჭოსი გაუქმებულად თვლის წინა კრების გადაწყვეტილებას საასისტენტო კანდიდატების დამტკიცების შესახებ და უბრუნებს ფაკულტეტს მეორედ წარმოსადგენად.
10. განსახილველი საგანი: სახელმწიფო კონტროლის დასკვნა უნივერსიტეტის ახალი ხარჯთაღრიცხვის შესახებ.
წაკითხულ იქმნა პირი კონტროლის დასკვნისა, რომელიც გადაეგზავნა ფინანსთა და ვაჭრობამრეწველობის სამინისტროს.
განაჩენი: ეთხოვოს პროფესორებს, რომლებიც წევრნი არიან დამფუძნებელი კრებისა, რომ მიიღონ ზომები, რათა უნივერსიტეტის უფლებანი დაცულ იქმნეს და მისი საჭიროებანი დაკმაყოფილებული.
11. განსახილველი საგანი: ოთახების განაწილება ლაბორატორიებისა და კაბინეტებისათვის.
განაჩენი: შედგა კომისია, რომელსაც დაევალა, ოთახების განაწილებისათვის შეიკრიბოს შაბათს, თორმეტ საათზე.
კომისიაში შევიდენ ყველა სპეციალობის წარმომადგენელნი.

პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, С. Навашин, ე. თაყაიშვილი, გ. ახვლედიანი, ვ. მოსეშვილი, სპ. ვირსალაძე, ი. თიკანაძე, ი. მოსეშვილი, გ. ჩუბინაშვილი, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე, ა. რაზმაძე

 



ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

#34 ,,18,, ივნისს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7,, საათზე.

დაესწრენ: პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ა. რაზმაძე, ალ. ნათიშვილი, ს. ნავაშინი, ე. თაყაიშვილი, გ. ახვლედიანი, ალ. მაჭავარიანი, ვ. მოსეშვილი, სპ. ვირსალაძე, ი. მოსეშვილი, გ. მუხაძე, გ. ჩუბინაშვილი, ი. თიკანაძე, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, არჩილ ხარაძე, ზ. მაისურაძე და ა. შანიძე.
თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი :ა. შანიძე
1. განსახილველი საგანი: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი.
2. განსახილველი საგანი: ფაკულტეტების მოხსენებანი.
A. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტისა
განსახილველი საგანი: ა) პროფ. გრ. წერეთლის მოწვევა ბერძნული ენის და ლიტერატურის კათედრაზე.
განაჩენი: პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი, თანახმად სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის არჩევნებისა, დამტკიცებულ იქმნა, ერთხმად, ბერძნული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე.
ბ) სამოქალაქო სამართლის კათედრაზე დატოვებულის მოსე შანიძის დამტკიცება.
განაჩენი: ფაკულტეტის შუამდგომლობა მოსე გაბრიელის ძის შანიძის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე დატოვების შესახებ (სტიპენდიით, პირველი ივნისიდან) შეწყნარებულ იქმნეს.
B) სამათემატიკოსაბუნებისმეტყველოსი.
განსახილველი საგანი: ა. პროფ. Dრ. P. Eჰრენფესტ' ის მოწვევა.
განაჩენი: ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორი დრი პავლე სიგიზმუნდის ძე ერენფესტი (Dრ. P. Eჰრენფესტ), თანახმად სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის არჩევნებისა, ერთხმად არჩეულ და დამტკიცებულ იქმნა ფიზიკის კათედრაზე.
ბ. დამტკიცება ასისტენტებისა თამარ ბებურიშვილისა და ანნა მოსეშვილისა ქიმიის კათედრაზე.
განაჩენი: ფაკულტეტის შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და თამარ ბებურიშვილი და ანნა მოსეშვილი დამტკიცებულ იქმნენ ასისტენტებად ქიმიის კათედრაზე.
ც. აგრონომის დიმიტრი გედევანიშვილის დამტკიცება ნიადაგთმეცნიერებისა და საზოგადო მიწათმოქმედების მასწავლებლად.
განაჩენი: ფაკულტეტის შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და აგრონომი დიმ. გედევანიშვილი დამტკიცებულ იქმნა ნიადაგთმეცნიერებისა და საზოგადო მიწათმოქმედების მასწავლებლად პირველი აგვისტოდან.
ჩ. სამკურნალო ფაკულტეტისა
განსახილველი საკითხი: ა. დამტკიცება ასისტენტებად ექიმების:
აპ. ტყემალაძისა,
ნ. დემეტრაძისა,
დ. იოსელიანისა,
კ. იოსელიანისა
და ა. წულუკიძისა
განაჩენი: ფაკულტეტის შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და დამტკიცებულ იქმნენ ასისტენტებად:
1. აპოლონ ტყემალაძე (ფარმაკოლოგიის კათედრაზე)
2. ნიკო დემეტრაძე და
3. დავით იოსელიანი (ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე)
4. კლიმენტი იოსელიანი (ნორმალური ანატომიის კათედრაზე)
ბ. აფთიაქართა შეგირდების გამოცდების წესები, წარმოდგენილი სამკურნალო ფაკულტეტის მიერ.
განაჩენი: დამტკიცებულ იქმნა.
3. განსახილველი საგანი: სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა, განგრძობილ იქმნეს ვადა გამოცდების ჩაბარების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტთათვის
განაჩენი: უარი ეთქვას თხოვნაზე.
4. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის გამოცემების გამო
განაჩენი: საკითხი გადაეცეს ფაკულტეტებს განსახილველად და საბჭოში წარმოსადგენად.

პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ა. რაზმაძე, С. Навашин, შ. ნუცუბიძე, ვ. მოსეშვილი, ა. ხარაძე, ალ. ნათიშვილი, ზ. მაისურაძე, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, გ. ჩუბინაშვილი, დ. უზნაძე

 



ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

# 35
,,27,, ივნისს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,6 1/2,, საათზე.

დაესწრენ: რექტორი, პროფფ. პ. მელიქიშვილი, დეკანები, პროფფ. ივ. ჯავახიშვილი, ალ. ნათიშვილი, ან. რაზმაძე, პროფფ. ექ. თაყაიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, კ. კეკელიძე, ს. ნავაშინი, დ. უზნაძე, ი. თიკანაძე, ვარ. მოსეშვილი, გ. ჩუბინაშვილი, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, მოსეშვილი იასონ, ფაკულტეტის მდივნები _ ზ. მაისურაძე და ა. ხარაძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: კ. კეკელიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა წინა სხდომის ოქმი და
განაჩენი: დამტკიცდა.
2. განსახილველი საგანი: მოხსენება პროფ. ივ. ჯავახიშვილისა იმის შესახებ, რომ საგანგებო კომისიამ მთავრობის წინაშე შუამდგომლობა აღძრა, უნივერსიტეტის გაზრდისა და გაფართოების გამო, დათმობოდა მას ერთერთი ამხანად გაუქმებული და გასაუქმებელ დაწესებულების შენობა. შედეგად ამ შუამგომლობისა, მთავრობისაგან ცნობა მივიღეთ, რომ უნივერსიტეტს დაეთმო ყოფილ სასულიერო სემინარიის ახალი შენობა ვაკეშიო.
განაჩენი: მოხსენება მიღებულ იქმნეს ცნობად. შენობის მიღება, ოფიციალურად ცნობის შემდეგ, დაევალოს გამგეობას.
3. განსახილველი საგანი: წინადადება პროფ. ან. რაზმაძისა _ დაწესებულ იქმნეს უნივერსიტეტში მუდმივი საფინანსო კომისია და არჩეულ იქმნეს მისი წევრები.
განაჩენი: არჩეულ იქმნეს კომისია, რომელიც გამოარკვევს _ როგორი ორგანოა საჭირო უნივერსიტეტში მისი სამეურნეო ცხოვრების გასაუმჯობესებლად, გაითვალისწინებს მის ფუნქციებს და გამგეობასთან დამოკიდდებულებას. წევრებად ამ კომისიისა არჩეულ იქმნენ პროფფ. ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. [.......] , ა. რაზმაძე.
4. განსახილველი საგანი: აუდიტორიებისა და ლაბორატორიების მოწყობა.
განაჩენი: ა) ეთხოვოს იმ პირთ, ვისაც დავალებული აქვთ ეს საქმე, შეუდგენ მუშაობას, რომ სეკტემბრისათვის ყოველივე მზად იყოს.
ბ) საჭირო ნივთებისა და იარაღების შეძენა ევროპაში ეთხოვოს დავით ღამბაშიძეს, რომელიც ამჟამად სტამბოლშია და მალე ევროპაში გაემგზავრება.
გ) გამოთხოვილ იქმნეს მთავრობისაგან სასანიტრო ინსტიტუტში სამხედრო სააფთიაქო საწყობის შენობა.

მოხსენებანი სიბრძნისმეტყვ. ფაკულტ.

5. განსახილველი საგანი: სიბრძნისმეტყველების სამეცნიერო დარგებისა და გამოცდების დებულებანი.
განაჩენი: ფაკულტეტის მიერ მიღებული დებულებანი დამტკიცებულ იქმნეს.
6. განსახილველი საგანი: შესაძლებლად სცნობს საბჭო თუ არა მიღებულ იქმნენ უნივერსიტეტში ქალთა გიმნაზიებში შვიდი კლასის კურსდამთავრებულნი, რომელთაც, მთავრობის განკარგულებით, მოწიფულობის მოწმობა მიუღიათ, თუმცა იმ საგნების კურსი, რომელთაც მერვე კლასში გადიან, არ მოუსმენიათ?
განაჩენი: მიღებულ იქმნენ (7 ხმით 4 წინააღმდეგ), მხოლოდ თვითეულმა ფაკულტეტმა გამოარკვიოს და გამოაცხადოს, რა საგნებში ჩააბარონ მათ დამატებითი გამოცდები.
7. განსახილველი საგანი: ფაკულტეტის გამოცემათა დებულებები.
განაჩენი: დებულებათა პრინციპები მიღებულ იქმნეს, დეტალების განხილვა მიენდოს გამგეობას.
8. განსახილველი საგანი: შუამდგომლობა მთავრობის წინაშე რუსეთის სამეცნიერო აკადემიის გამოგზავნილ შალვა ბერიძეს 6400 მანეთით დახმარების აღმოჩენის შესახებ.
განაჩენი: ა) წინადაედოს შ. ბერიძეს იმუშაოს მის მიერ არჩეულ დარგში ჩვენი უნივერსიტეტის სახელით და წარმოუდგინოს მას ანგარიში თავისი მუშაობისა.
ბ) ამ პირობით მიეცეს მას საჭირო სახსარი.
გ) მერე ეცნობოს რუსეთის სამეცნიერო აკადემიას, რომ უნივერსიტეტმა მის მიერ გამოგზავნილ ბერიძეს დახმარება აღმოუჩინა სესხის სახით.
9. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის ორგანოს გამოსაცემლად შეძენილია ქაღალდი, სტამბა ერთი ფორმის (16 გვ), აწყობადაბეჭდვაში ოთხოვს 1600 მანეთს. შეგვიძლია თუ არა _ დავიწყოთ მუშაობა?
განაჩენი: საჭირო თანხა გაღებულ იქმნეს, დეტალების გამორკვევა მიენდოს გამგეობას.

მოხსენებანი სამკურნალო ფაკულტეტისა.

10. განსახილველი საგანი: ექ. ნ. მელიქიშვილის საბებიო კათედრასთან ასისტენტის თანამდებობის აღმასრულებლად დამტკიცება.
განაჩენი: დამტკიცებულ იქმნეს 1 ივლისიდან.
11. განსახილველი საგანი: ფაკულტეტის გამოცემათა დებულებანი.
განაჩენი: გადაეცეს გამგეობას.
12. განსახილველი საგანი: საბებიო ინსტიტუტის შენობაში სამი სართულის დათმობის შესახებ შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, ფაკულტეტის მიერ უკვე აღძრული.
განაჩენი: მოხსენების ყველა მუხლები მომზადებულ იქმნეს და ფაკულტეტის მიერ მთავრობის წინაშე შესაფერი შუამდგომლობის აღძვრა ცნობად მიღებულ იქმნეს.
13. განსახილველი საგანი: მოხსენება სასანიტრო ინსტიტუტის შესახებ.
განაჩენი: მოხსენების ყველა მუხლები მიღებულ იქმნეს და აღიძრას მთავრობის წინაშე შესაფერი შუამდგომლობა.
14. განსახილველი საგანი: მოხსენება იმის შესახებ, რომ ფაკულტეტს შუამდგომლობა აღუძრავს განათლების მინისტრის წინაშე, რათა გაუქმებულ იქმნეს მიხეილის საავადმყოფში არსებული მართლმადიდებელთა თუ სომეხ გრიგორიანთა ეკლესიები.
განაჩენი: ცნობად მიღებულ იქმნეს.

მოხსენებანი სამათემატიკოსაბუნებისმეტ. ფაკ.

15. განსახილველი საგანი: მოხსენება ფაკულტეტის გამომცემლობის შესახებ.
განაჩენი: გადაეცეს გამგეობას.
16. განსახილველი საგანი: ტეხნიკურსამრეწველო კომისიაში უნივერსიტეტის მხრივ ფაკულტეტმა წარმომადგენლად აირჩია პროფ. პ. მელიქიშვილი.
განაჩენი: ეთხოვოს პროფ. პ. მელიქიშვილს იკისროს კომისიაში უნივერსიტეტის წარმომადგენლობა.
17. განსახილველი საგანი: შუამდგომლობა ფაკულტეტისა უნივერსიტეტის წასდების შედგენისას მიღებულ იქმნას შტატები დოცენტებისა და პრივატდოცენტებისა.
განაჩენი: შუამდგომლობა გადაეცეს უნივერსიტეტის წესდების შემდგენელ კომისიას.

პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე, ალ. ნათიშვილი, ვ. მოსეშვილი, ი. თიკანაძე, სპ. ვირსალაძე, ა. რაზმაძე, ა. ხარაძე

 

ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
შეერთებული სხდომა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტისა და სამათემატიკოსაბუნებისმეტყველოსი (რომელიც მიუძღოდა პროფესორთა საბჭოს სხდომას)

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი
#36ა
,,16,, სექტემბერს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7,, საათზე.

დაესწრენ: რექტორი, დამსახ. პროფ. პ. მელიქიშვილი;
დეკანები: სიბრძნისმეტყველებისა პროფ. ი. ჯავახიშვილი და სამათ.საბუნებისმეტყველოსი პროფ. ა. რაზმაძე.
პროფესორები: კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ა. შანიძე, ა. თვალჭრელიძე, ა. ბენაშვილი, ს. ქურდიანი და ა. ნათიშვილი.
მდივანი სამათ.საბუნ. ფაკულტეტისა ა. ხარაძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ა. შანიძე

განსახილველი საგანი: საპედაგოგიო ინსტიტუტის გამგის არჩევნები.
განაჩენი: საპედაგოგიო ინსტიტუტის გამგედ ერთხმად არჩეული იქმნა პროფ. დ. უზნაძე.

პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ა. რაზმაძე, ალ. ნათიშვილი, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, ა. შანიძე, კ. კეკელიძე, ს. ქურდიანი

 



ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

# 36ბ
,,16,, სექტემბერს 1919 წ.
სხდომა დაიწყო საღამოს ,,7,, საათზე.

დაესწრენ: რექტორი, დამსახურ. პროფ. პ. მელიქიშვილი. დეკანები:
სიბრძნისმეტყველებისა პროფ. ივ. ჯავახიშვილი, სამათ.საბუნებისმეტყველოსი პროფ. ა. რაზმაძე, და სამკურნალოსი ალ. ნათიშვილი, პროფესორები: კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ა. შანიძე; ა. თვალჭრელიძე, ა. ბენაშვილი, ს. ქურდიანი, ვარლ. მოსეშვილი, ა. ალადაშვილი, სპ. ვირსალაძე, ი. თიკანაძე, გ. მუხაძე. მდივნები: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა არჩ. ხარაძე და სამკურნალოსი ზ. მაისურაძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ა. შანიძე

0. კრების გახსნისას, რექტორმა დამსახურებულმა პროფესორმა პ. მელიქიშვილმა საბჭოს სიტყვით მიჰმართა და უსურვა მას ნაყოფიერი მუშაობა.
1. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი
განაჩენი: და დამტკიცდა.
2. განსახილველი საგანი: რ. ბლეÁკის დამტკიცება პროფესორის მოადგილედ ბიზანტიის ისტორიის კათედრაზე.
განაჩენი: ფილოსოფიის დოქტორი რობერტ პირპონტ ბლეÁკი (ღობერტ Pიერპონტ Bლაკე), თანახმად სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგმოლობისა, დამტკიცებულ იქმნა (თექვსმეტი თეთრი და არც ერთი შავი) პროფესორის მოადგილედ ბიზანტიის ისტორიის კათედრაზე.
3. განსახილველი საგანი: მოხსენება სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტისა, რომ ოსმალური ენის ლექტორის ადგილი, ჯელალ მემარნიშვილის დროზე გამოუცხადებლობის გამო თავისუფლად იქმნეს ცნობილი.
განაჩენი: ფაკულტეტის შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს და ოსმალური ენის ლექტორის ადგილი თავისუფლად ჩაითვალოს პირველი ენკენისთვიდან.
4. განსახილველი საგანი: კონსტანტინე ამირეჯიბის დამტკიცება.
განაჩენი: კონსტანტინე ამირეჯიბი, თანახმად სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დამტკიცებულ იქმნა დოცენტის მოვალეობის აღმასრულებლად სამკურნალო მექანიკის კათედრაზე.
5. განსახილველიო საგანი: საბებიო ინსტიტუტის უნივერსიტეტისადმი გადმოცემის პირობანი.
განაჩენი: ეთხოვოს სამკურნალო ფაკულტეტს, კვლავ განიხილოს საბებიო ინსტიტუტის გამგეობის წინადადება და თავისი დასაბუთებული აზრი ამ საგნის შესახებ წარმოუდგინოს პროფესორთა საბჭოს საბოლოო დადგენილების გამოსატანად.
6. განსახილველი საგანი: ლექციების დაწყება.
განაჩენი: ლექციების კითხვა ყველა ფაკულტეტზე ერთ დღეს დაიწყოს, სახელდობრ 29 სექტემბერს.
7. განსახილველიო საგანი: წიგნთსაცავის გამგის ა. შანიძის განცხადება, რომ წიგნთსაცავი გაიზარდა, იქ მუშაობა გართულდა და ამიტომ საჭიროა მისი განთავისუფლება წიგნთსაცავის გამგის თანამდებობიდან და მის ნაცვლად საგანგებო პირის მოწვევა ამ თანამდებობაზე.
განაჩენი: თხოვნა ა. შანიძისა შეწყნარებულ იქმნეს: მთხოვნელი
ა) განთავისუფლებულ იქმნეს წიგნთსაცავის გამგის თანამდებობისაგან.
ბ) წიგნთსაცავის გამგედ მოწვეულ იქმნეს საგანგებო პირი და
ც) წიგნთსაცავის გამგეს დაენიშნოს სარგოდ თვეში 1700 (ათას შვიდასი მანეთი) თავისი დამატებითურთ.
8. განსახილველი საგანი: წინადადება ბატ. რექტორისა, რომ საჭიროა უნივერსიტეტის გამგეობას ჰქონდეს პროფესორ – ლექტორ ასისტენტების ცურიცულუმ ვიტაე.
განაჩენი: ეთხოვოს პროფესორებს, ლექტორებს და ასისტენტებს, რომ გაგმეობას წარმოუდგინონ თავიანთი ცურიცულუმ ვიტაე.
9. განსახილველი საგანი: მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებულ სტატისტიკურ კომიტეტში უნივერსიტეტის წარმომადგენლის არჩევა.
განაჩენი: არჩე[ულ ი] ქმნა პროფ. ფილ. [გოგი] ჩაიშვილი.

პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ს. ქურდიანი, ა. რაზმაძე, გ. ახვლედიანი, ა. ხარაძე, ი. თიკანაძე, ალ. ნათიშვილი, ზაქ. მაისურაძე, ა. შანიძე

 


ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

# 37
,,8,, ოქტომბერს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7,, საათზე.

დაესწრენ: რექტორი, დამსახურებული პროფესორი პ. მელიქიშვილი.
დეკანები: სიბრძნისმეტყველებისა პროფ. ი. ჯავახიშვილი, სამათ.საბუნებისმეტყველოსი პროფ. ა. რაზმაძე, სამკურნალოსი პროფ. ალ ნათიშვილი. პროფესორები: ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ს. ავალიანი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე; ს. ქურდიანი, ი. ბერიტაშვილი, დიდებულიძე, იას. მოსეშვილი; ა. ალადაშვილი, ი. თიკანაძე, გ. მუხაძე. მდივნები სამათ.საბუნ. ფაკ. არჩ. ხარაძე, სამკურნალოსი ზ. მაისურაძე.

თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი მდივანი: ა. შანიძე

1. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი და
განაჩენი: დამტკიცდა
2. განსახილველი საგანი: აკადემიური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება.
განაჩენი: ა) ეთხოვოს პროფესორებს, რომ თუ დროზე ლექციების კითხვას ვერ ახერხებენ, აცნობონ დეკანს ამისი მიზეზი.
ბ) უკეთუ ვინმე ტფილისიდან სადმე წასვლას აპირებს, აცნობოს გამგეობას დეკანის პირით.
3. განსახილველი საგანი: ბორის უვაროვის დამტკიცება.
განაჩენი: საქართველოს მუზეუმის (ძველად კავკასიის მუზეუმის) ენტომოლოგი ბორის უვაროვი, თანახმად სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დამტკიცებულ ქმნა დოცენტის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად ზოოლოგიისა და ენტომოლოგიის საგნებისათვის 23 ენკენისთვიდან 1919 წ.
4. განსახილველი საგანი: ივ. ფიგუროვსკის დამტკიცება.
განაჩენი: ფიზიკური ობსერვატორიის მეტეოროლოგიურ სადგურთა ქსლის გამგე ივ. ფიგუროვსკი, თანახმად სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დამტკიცებულ იქმნა დოცენტის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად მეტეოროლოგიის საგნისათვის 23 ენკენისთვიდან 1919 წ.
5. განსახილველი საგანი: ვლადიმერ ცეცხლაძის დამტკიცება.
განაჩენი: ექიმი ვლად. ცეცხლაძე, თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დამტკიცებულ იქმნა ასისტენტად ნორმალური ანატომიის კათედრასთან 20 აგვისტოდან 1919 წ.
6. განსახილველი საგანი: რა დღიდან უნდა ითვლებოდენ სამსახურში პროფესორდოცენტასისტენტები საზოგადოდ.
განაჩენი: პროფესორდოცენტასისტენტები სამსახურში ითვლებიან და ჯამაგირს იღებენ:
ა) ჩვეულებრივ იმ დღიდან, როდესაც ფაკულტეტის მიერ არიან არჩეული თუ მოწვეული და საბჭოში წარმოდგენილი დასამტკიცებლად.
ბ) განსაკუთარებულ შემთხვევაში კი იმ დღიდან, რა დღიდანაც ფაკულტეტი შუამდგომლობს საბჭოს წინაშე.
7. განსახილველი საგანი: საბიბლიოთეკო კომისიის წესდება.
განაჩენი: ეთხოვოს ფაკულტეტებს, რათა მორიგ სხდომაზე თავისი წარმომადგენელი აირჩიონ საბიბლიოთეკო კომისიაში. ამ კომისიამ განიხილოს წესდება, წარმოდგენილი ა. შანიძის მიერ, და თავისი შესწორებითა და შენიშვნების დართვით წარმოუდგინოს პროფესორთა საბჭოს დასამტკიცებლად.
3. განსახილველი საგანი: პრაქტიკული იურიდიული კურსების გახსნა უნივერსიტეტთან.
განაჩენი: კურსების გახსნა უნივერსიტეტთან პრინციპიალურად მიღებულ იქმნეს.
არჩეულ იქმნა კომისია (პროფ. ივ. ჯავახიშვილი, ს. ავალიანი და ფ. გოგიჩაიშვილი), რომელმაც უნდა გამოარკვიოს დაწვრილებით დამოკიდებულება უნივერსიტეტსა და კურსებს შორის და ამასთან დაკავშირებული ტეხნიკური ხასიათის საკითხები და თავისი მოსაზრებანი წარმოუდგინოს პროფესორთა საბჭოს.

ივ. ჯავახიშვილი, ივ. თიკანაძე, ი. მოსეშვილი, ს. ქურდიანი, რ. ბლეÁკი, ა. ხარაძე, ა. ბენაშვილი

 

ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო საგანგებო
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი


# 38
,,12,, ოქტომბერს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,6,, საათზე.

დაესწრენ: პროფესორები: ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ე. თაყაიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, გ. ჩუბინაშვილი, ს. ავალიანი, ა. შანიძე; ა. ბენაშვილი, იასონ მოსეშვილი, ი. ბერიტაშვილი, ა. დიდებულიძე, ა. ნათიშვილი, ა. ალადაშვილი, ვარლამ მოსეშვილი, ი. თიკანაძე, ა. მაჭავარიანი, სპ. ვირსალაძე, ს. ქურდიანი.
თავმჯდომარეობდა: ჯერ ი. ჯავახიშვილი, მერმე ე. თაყაიშვილი
მდივანი: ა. შანიძე

კრება გახსნა უხუცესმა დეკანმა, პროფ. ივანე ჯავახიშვილმა. მან მოახსენა კრებას, რომ საბჭოს სასწრაფოდ მოწვევის მიზეზი არის ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა შაბათს, 11 ოქტომბერს, ნაშუადღევის პირველ საათზე პროფესორთა საბჭოს დარბაზში რექტორს, დამსახურებულ პროფესორს პეტრე მელიქიშვილსა და სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანს პროფესორს ანდრია რაზმაძეს შორის და კრებას სთხოვა, ამ სხდომისათვის თავმჯდომარე აერჩია საგანგებოდ.
თავმჯდომარედ არჩეულ იქმნა უხუცესი წევრი საბჭოსი პროფ. ე. თაყაიშვილი.
ინციდენტის გამორკვევა. პროფესორთა საბჭომ მოისმინა ჩვენება პროფესორების ალ. ნათიშვილისა, ვარლამ მოსეშვილისა, კორნ. კეკელიძისა, ა. დიდებულიძისა, ი. თიკანაძისა, ა. შანიძისა და ივ. ჯავახიშვილისა, რომელნიც მოწმენი იყვნენ პროფ. პ. მელიქიშვილისა და პროფ. ა. რაზმაძის მიერ ერთიმეორის გალანძღვისა და ამ საგანზე კამათისა და აზრთა გაცვლაგამოცვლის შემდეგ საბჭომ დაადგინა:
განაჩენი: 1. პროფესორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოსთქვამს ინციდენტის გამო, რომელიც მოხდა 11 ოქტომბერს რექტორ, დამსხაურებულ პროფესორს პეტრე მელიქიშვილსა და სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანს პროფ. ა. რაზმაძის შორის და ჰგმობს მათ საქციელს.
2. დამსახურებული პროფესორი პ. მელიქიშვილი
ა. განთავისუფლებულ იქმნეს, თანახმად შემოტანილი თხოვნისა, რექტორის თანამდებობიდან; ხოლო
ბ. უარი ეთქვას მას პროფესორის მოვალეობიდან განთავისუფლებაზე.
3. წინადადება მიეცეს პროფ. ა. რაზმაძეს, თხოვნა შემოიტანოს, რათა განთავისუფლებული იყოს დეკანის თანამდებობიდან.

ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე, ს. ამირეჯიბი, ა. შანიძე, ვ. მოსეშვილი, გ. ახვლედიანი, ი. მოსეშვილი, ი. თიკანაძე, ს. ქურდიანი

 



ქ ა რ თ უ ლ ი უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი

# 39
,,30,, ოქტომბერს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7,, საათზე.

დაესწრენ: რექტორის მოვალეობის აღმასრულებელი პროფ. ივ. ჯავახიშვილი, პროფესორები: გ. ჩუბინაშვილი, დ. უზნაძე, რ. ბლეÁკი, ა. შანიძე, ი. მოსეშვილი, ა. თვალჭრელიძე, ს. ქურდიანი, ა. ბენაშვილი, ი. ბერიტაშვილი, ი. თიკანაძე, ვ. მოსეშვილი, ს. ამირეჯიბი და ფაკულტეტის მდივნები: ზ. მაისურაძე და ა. ხარაძე.

თავმჯდომარეობდა: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ა. შანიძე

0. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა 8 ოქტომბრის ოქმი
განაჩენი: დამტკიცდა.
1. განსახილველი საგანი: ბნ ნოე ყიფიანის დამტკიცება.
განაჩენი: თანახმად სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, საქართველოს მუზეუმის დირექტორი ბნი ნოე ყიფიანი დამტკიცებულ იქმნა დოცენტის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად გეოლოგიის კათედრასთან (25 ოქტომბრიდან).
2. განსახილველი საგანი: ბნ არჩილ ხარაძის დამტკიცება.
განაჩენი: ასისტენტი არჩილ ხარაძე, თანახმად ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დამტკიცებულ იქმნა დოცენტის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად წმინდა მათემატიკის კათედრასთან (2 ოქტომბრიდან).
3. განსახილველი საგანი: ზაქ. ყანჩაველის დამტკიცება.
განაჩენი: ბოტანიკის ასისტენტი ზაქ. ყანჩაველი, თანახმად ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დამტკიცებულ იქმნა ასისტენტის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად მეტყეობის კათედრასთან (25 ოქტომბრიდან, დამატებითი სარგოს [დოცენტის ჯამაგირის ნახევარი] მიცემით).
4. განსახილველი საგანი: იაჰსონ ხიმშიაშვილის დამტკიცება.
განაჩენი: თანახმად სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობისა, ოსმალური ენის ლექტორად დამტკიცებულ იქმნა ბნი იაჰსონ ხიმშიაშვილი (პირველი ენკენისთვიდან).
5. განსახილველი საგანი: პროფ. სიმონ ამირეჯიბის დამტკიცება სასანიტრო ინსტიტუტის დირექტორად.
განაჩენი: პროფ. სიმონ ამირეჯიბი, თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის არჩევნებისა, დამტკიცებულ იქმნა სასანიტრო ინსტიტუტის დირექტორად (26 ენკენისთვიდან).
6. განსახილველი საგანი: ექიმის მ. წინამძღვრიშვილის დამტკიცება.
განაჩენი: ექიმი მ. წინამძღვრიშვილი, თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დამტკიცებულ იქმნა ასისტენტად დიაგნოსტიკის კათედრასთან (15 ოქტომბრიდან).
7. განსახილველი საგანი: ექ. მ. ცხაკაიას დამტკიცება.
განაჩენი: ექიმი მიხეილ ცხაკაია, თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დამტკიცებულ იქმნა ორდინატორად ქირურგიული პათოლოგიის კათედრასთან (15 ოქტომბრიდან).
8. განსახილველი საგანი: იური მარრის დამტკიცება.
განაჩენი: თანახმად სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობისა, იური (გიორგი) ნიკოს ძე მარრი დამტკიცებულ იქმნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ დატოვებულად სპარსული ლიტერატურის კათედრაზე პირველი ენკენისთვიდან 1919 წ. სტიპენდიით.
9. განსახილველი საგანი: მიხეილ შალამბერიძის დამტკიცება.
განაჩენი: ლეიპციგის უნივერსიტეტის დოქტორი მ. შალამბერიძე დამტიკცებულ იქმნა, თანახმად სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობისა დატოვებულად უნივერსიტეტში ქიმიის კათედრასთან სტიპენდიით, ოცდახუთი ოქტომბრიდან.
10. განსახილველი საგანი: საბებიო ინსტიტუტის უნივერსიტეტისადმი გადმოცემის პირობები, შემუშავებული სამკურნალო ფაკულტეტის მიერ.
განაჩენი: პირობები მიღებულ იქმნეს და გადაეცეს გამგეობას შესასრულებლად.
11. განსახილველი საგანი: როგორი მოწმობა უნდა მიეცეს მეაფთიაქის თანაშემწეებს.
განაჩენი: მოწმობა მიეცეს ქართულ ენაზე.*
12. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის ხარჯთაღრიცხვა.
განაჩენი: ეთხოვოს ფაკულტეტებს,
ა) შეადგინონ დამატებითი ხარჯთაღრიცხვა ყველა კათედრებისათვის.
ბ) შეადგინონ სიები წიგნებისა და იარაღებისა, რაც საზღვარგარეთიდან უნდა იყოს გამოწერილი.
ც) აღიძრეს მთავრობის წინაშე შუამდგომლობა, რათა დაკმაყოფილებულ იქმნეს უნივერსიტეტის აუცილებელი საჭიროებანი, რომელიც წინანდელი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული არ იყო.
13. განსახილველი საგანი: შუამდგომლობა სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა მოწვეულ იქმნეს ოდესიდან შუშის ოსტატი რობერტ სტაალი და ეთხოვოს გამგეობას, გადასდოს საგზაო ხარჯებისათვის საჭირო თანხა და რომ ჩამოვა, მისცეს ბინა (ორი ოთახი მაინც) და დაუნიშნოს ასისტენტის ჯამაგირი. ამას გარდა დაიდოს მასთან პირობა, რომ იგი დარჩება უნივერსიტეტში არა ნაკლებ სამი წლისა.
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს. ეთხოვოს გამგეობას გაუგზავნოს ბნ რ. სტაალს საგზაო ხარჯებისათვის განსაზღვრული თანხა.
14. განსახილველი საგანი: შუამდგომლობა იმავე ფაკულტეტისა.
1) გადიდებულ იქმნეს ასისტენტთა რიცხვი ფიზიოლოგიაში ოთხამდე.
განაჩენი: მომავალი სემესტრიდან შეტანილ იქმნეს სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ხარჯთაღრიცხვაში ორი ასისტენტის თანამდებობა ფიზიოლოგიის კათედრასთან, რომელიც ჯერჯერობით საერთოა საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტისათვის.
2) ფიზიოლოგიის ლაბორატორიისათვის მიწვეულ იქმნეს ერთი პრეპარატორი ახლავე.
განაჩენი: შეწყნარებულ იქმნეს.
15. განსახილველი საგანი: ხარბინის ქართული საზოგადოების მოსალოცი წერილი და ცნობა, რომ საზოგადოებას ამჟამად შეკრებილი აქვს უნივერსიტეტისათვის 15000 მან.
განაჩენი: უკეთუ ტეხნიკურად შესაძლებელი ქმნეს, გაეგზავნოს მადლობა.

ივ. ჯავახიშვილი, მუხაძე, ი. მოსეშვილი, ი. ბერიტაშვილი, ივ. თიკანაძე, ა. ბენაშვილი

 


# 40
,,13,, ნოემბერს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,8,, საათზე.

დაესწრენ: რექტორის მოადგილე, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი, პროფ. ექვ. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, ს. ამირეჯიბი, დ. უზნაძ,ე ივ. ბერიტაშვილი, ან. რაზმაძე, ალ. დიდებულიძე, ვარლ. მოსეშვილი, იას. მოსეშვილი, ანდ. ბენაშვილი, ალ. ალადაშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ალ. თვალჭრელიძე, სოლ. ქურდიანი, გრ. მუხაძე, ივ. თიკანაძე, რ. ბლეÁკი, ივ. ფიგუროვსკი, ბ. უვაროვი, ფაკულტეტის მდივნები: არ. ხარაძე, და ზაქ. მაისურაძე.

თავმჯდომარეობდა: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: კ. კეკელიძე

1. განსახილველი საგანი: საკითხი დამატებით ხარჯთაღრიცხვის შედგენის შესახებ.
ცნობა: ყველა ფაკულტეტისაგან საჭირო მასალა არ იქნა წარმოდგენილი, ვინაიდან გამგეობის შესაფერი წინადადება ყველას ერთნაირად არ გაეგო.
განაჩენი: ეთხოვოს თვითეულ ფაკულტეტს _ შეადგინოს დაწერილობითი ხარჯთაღრიცხვა დამატებითი საჭიროებათა აღნუსხვით და ერთი კვირის განმავლობაში წარმოუდგინოს ორ ცალად გამგეობას, რომელიც დაამუშავებს ამნაირად თავმოყრილ მასალას და გაგზავნის სადაც ჯერარს.
2. განსახილველი საგანი: ამ საკითხთან დაკავშირებული წინადადება პროფ. ექვთ. თაყაიშვილისა _ დამატებით ხარჯთაღრიცხვაში შეტანილი იქნეს გამოსათხოვად ის თანხაც, რაც უნივერსიტეტის შენობას ვალად ადევს.
განაჩენი: წინადადება ერთხმად მიღებულ იქნეს.
3. განსახილველი საგანი: მოხსენება საბიბლიოთეკო კომისიის წევრის აკ. შანიძისა, დამატებითი ხარჯთაღრიცხვის შედგენისას, წიგნთსაცავის შტატის გადიდების შესახებ და აგრეთვე თხოვნა მათი წიგნთსაცავის მოსაწყობად გამოთხოვილ იქნეს დამატებითი 125000 მ., ხოლო წიგნების შესაძენად 150000 მ.
განაჩენი: შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქნეს, მხოლოდ წიგნების შესაძენად გამოყოფილ იქნეს, თანახმად პროფესორთა მიერ შედგენილი და წარმოდგენილი სიებისა, ერთი მილიონი მანეთი. შესაძენ წიგნთა სიები გადაეცეს ბ. დავით ღამბაშიძეს, რომელიც საზღვარგარეთ მიემგზავრება.
4. განსახილველი საგანი: წერილობითი მიმართვა დამფუძნებელი კრების განათლების კომისიისა _ წარდგენილ იქნეს ხარჯთაღრიცხვა სტუდენტთათვის სახელმძღვანელო წიგნების გამოცემისა.
ცნობა: კამათის დროს გამოითქვა სურვილი, რომ გამოთხოვილ იქნეს საგანგებო თანხა არა მარტო სახელმძღვანელოთა გამოსაცემად, რასაც სავალდებულო ხასიათი არ შეიძლება მიეცეს უნივერსიტეტში, არამედ პროფესორთა სამეცნიერო შრომათა დასაბეჭდადაც.
განაჩენი: გამოთხოვილ იქნეს უნივერსიტეტის ყოველგვარ გამოცემათათვის 1 1/2 მილიონი, თვითოეული ფაკულტეტისათვის ნახევარი მილიონი.
5. განსახილველი საგანი: შუამდგომლობის აღძრვა მთავრობასა და დამფუძნებელ კრებაში კათედრებთან დატოვებულთათვის, რომელნიც საზღვარგარედ იგზავნებიან, საჭირო თანხის გაღების შესახებ.
განაჩენი: გამოთხოვილ იქნეს თვითეულ გასაგზავნისათვის გზის ფულად 30000 მანეთი, ხოლო შესანახად თვიურად 6000 მანეთი. ეთხოვოს ფაკულტეტებს _ გამოარკვიონ რიცხვი საზღვარგარეთ გასაგზავნთა.
6. განსახილველი საგანი: ამ საკითხთან დაკავშირებული წინადადება პროფ. გ. მუხაძისა _ გამოთხოვნილ იქნას საჭირო თანხა აგრეთვე პროფესორთა გასაგზავნად საზღვარგარეთ.
განაჩენი: პროფესორთა გაგზავნა საზღვარგარეთ, რამდენადაც ამის ნებას მოგვცემს უნივერსიტეტში მეცადინეობის პირობები, პრინციპიულად სასურველად იქნა მიჩნეული. დაევალოს ფაკულტეტებს გამოარკვიონ _ რიცხვი გასაგზავნ პროფესორთა, პირობები მათი გაგზავნისა და საჭირო თანხა.
7. განსახილველი საგანი: მოხსენება პირველი ლატარიის გათამაშების შედეგებისა და მეორე ლატარიის მოწყობის შესახებ.
განაჩენი: დაევალოს საგანგებო კომისიას, პროფ. ფ. გოგიჩაიშვილისა და ს. ავალიანისაგან შემდგარს, წარმოადგინოს მოსაზრება უნივერსიტეტის ხვედრი ფულის შენახვის შესახებ. რაც შეეხება მეორე ლატარიის მოწყობას, უნივერსიტეტის მონაწილეობა ამ ლატარიაში არც სასურველად, არც საჭიროდ მიჩნეული არ იქნა.
8. განსახილველი საგანი: ქართულ ლატარიის გამგეობის წინადადება მისდამი კუთვნილ ავტომობილის შეძენის შესახებ.
განაჩენი: საბჭომ სჭიროდა სცნო შეძენილ იქნეს რამე გამეგობის წევრთათვის უნივერსიტეტის საჭიროებათა გამო მიმოსასვლელად, ხოლო გამორკვევა იმისა, ავტომობილი იქნეს შეძენილი თუ ეტლი, მიენდოს საგანგებო კომისიას, რომელშიაც შევლენ პროფ. ექ. თაყაიშვილი, ალ. დიდებულიძე და ან. ბენაშვილი.
9. განსახილველი საგანი: საკითხი უნივერსიტეტთან პრაკტიკულ იურიდიულ კურსების გახსნის შესახებ.
განაჩენი: საკითხი გადაიდოს შემდეგ კრებისათვის, ვინაიდან მომხსენებელნი ამ საკითხისა, პროფ. ს. ავალიანი და ფ. გოგიჩაიშვილი კრებაზე ვერ გამოცხადდენ.
10. განსახილველი საგანი: მოხსენებანი საექიმო ფაკულტეტისა:
1) ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ალ. ნათიშვილმა, დეკანობას თავი დაანება და მის ადგილას დეკანად არჩეულ იქნა 3 გიორგობისთვის პროფ. ს. ამირეჯიბი.
განაჩენი: პროფ. ს. ამირეჯიბი დამტკიცებულ იქნეს 3 გიორგობისთვიდან საექიმო ფაკულტეტის დეკანად.
2) პროფ. ოდესის უნივერსიტეტისა ს. გოგიტიძე არჩეულ იქნა 10 გიორგობისთვის ბავშვთა კლინიკის კათედრის გამგედ.
განაჩენი: დახურულ კენჭისყრით პროფ. გოგიტიძე ერთხმად იქნა არჩეული ბავშვთა კლინიკის კათედრაზე.
3) არჩეულ იქნენ 1) ასისტენტებად 10 გიორგობისთვეს: ელენე ჩიჯავაძე ბაქტერიოლოგიის კათედრასთნ, ივანოვაამირეჯიბი ბაქტერიოლოგიის კათედრასთან; 2) ორდინატორებად _ 15 ოკტომბერს: იოსებ აბაკელია დიაგნოსტიკის კათედრასთან და ნიკოლოზ მახვილაძე იმავე კათედრასთან 10 გიორგობისთვეს.
განაჩენი: აღნიშნული პირნი დამტკიცებულ იქნენ და დაენიშნათ სარგო ნაჩვენებ რიცხვიდან.
11. განსახილველი საგანი: მოხსენებანი სამათემატიკო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა:
1) საკითხი სალაბორატორიო მუშაობისათვის საგანგებო გადასახადის დაწესების შესახებ.
განაჩენი: ეს საკითხი გადაიდოს სანამ საექიმო ფაკულტეტიც წარმოადგენდეს ამის შესახებ თავის მოსაზრებას.
2) საბიბლიოთეკო კომისიის წევრად ფაკულტეტის მხრივ დანიშნულია დოცენტის მოვალეობის აღმასრულებელი ნ. ყიფიანი.
განაჩენი: ცნობად მიღებულ იქნეს.
3) ენტომოლოგიის და ზოოლოგიის კათედრასთან ასისტენტად დროებით, ერთი წლით არჩეულია საქართველოს მუზეუმის ენტომოლოგიურ კაბინეტის გამგის მოვალეობის აღმასრულებელი ბნი ილინსკი.
განაჩენი: დამტკიცებულ იქნეს დღევანდელი რიცხვიდან ერთის წლის ვადით.
4) წინადადება დოცენტის მოვალეობის აღმასრულებლის ივ. ფიგუროვსკისა, თუ შესაძლებელი იქნეს, დაიბეჭდოს, სტუდენტთა სახელმძღვანელოდ, მისი კურსი მეტეოროლოგიის და კლიმატოლოგიისა.
განაჩენი: დაიბეჭდოს ქართულად, რისთვისაც წარდგენილ იქნეს ფაკულტეტის მხრივ გამგეობაში საჭირო ხარჯთაღრიცხვა.
5) თანახმად პროფ. იას. მოსეშვილის მოხსენებისა არაორგანული ქიმია ბუნებისმეტყველთათვის წაკითხულ იქნება მთელი წლის განმავლობაში.
განაჩენი: ცნობად მიღებულ იქნეს.

ივ. ჯავახიშვილი, ბერიტაშვილი, ა. ბენაშვილი, ი. მოსეშვილი, ა. რაზმაძე, ი. ფიგუროვსკი, ი. თიკანაძე, დ. უზნაძე, გ. მუხაძე, ე. თაყაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ზაქ. მაისურაძე

 

# 41
,,29,, ნოემბერს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7. 30,, საათზე.

დაესწრენ: რექტორის მოვალეობის აღმასრულებელი, პროფ. ი. ჯავახიშვილი. პროფესორები: ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, ს. ავალიანი, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, ა. ბენაშვილი, ი. მოსეშვილი, ი. ბერიტაშვილი, ა. რაზმაძე, ნ. ყიფიანი, ი. ფიგუროვსკი, ა. თვალჭრელიძე, ბ. უვაროვი, ა. ნათიშვილი, გ. მუხაძე, ა. ალადაშვილი, ი. თიკანაძე.
მდივნები: სამათ.საბუნებ. ფტისა ა. ხარაძე და სამკურნალოსი ზ. მაისურაძე

თავმჯდომარეობდა: ი. ჯავახიშვილი მდივანი: ა. შანიძე

0. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა ორი წინა კრების ოქმი და
განაჩენი: დამტკიცდა.
1. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტისათვის დამატებით გამოსათხოვარი ხარჯები.
განაჩენი: დამატებითი ხარჯთაღრიცხვის თანხების საბოლოოდ განსაზღვრა გადაიდოს რამოდენიმე დღით. წარმოდგენილი ციფრები და მასალები დაუბრუნდეთ ფაკულტეტებს, რათა საკითხი კვლავ განიხილონ, რამდენადაც შესაძლებელია, ხარჯები შეამოკლონ და ისე წარმოადგინონ საბჭოში დასადასტურებლად.
2. განსახილველი საგანი: პროფ. ა. ბენაშვილის წინადადება, გაუდიდდეს ჯამაგირი თანამდებობის პირთ (რექტორს, დეკანებს, საბჭოს, გამგეობისა და ფაკულტეტის მდივნებს).
განაჩენი: საბჭომ პრინციპიალურად სასურველად ცნო ჯამაგირების გადიდება, მაგრამ მისი განხორციელებისათვის რაიმე პრაქტიკული ზომების მიღება მომენტის შეუფერებლობის გამო უარყო.
4. განსახილველი საგანი: როდის წარმოებდეს უნივერსიტეტის კანცელარიაში მუშაობა, დილდილაობით, თუ საღამოობით (კანცელარიაში მოსამსახურე ქალების მიერ აღძრული საკითხის გამო).
განაჩენი: კანცელარიაში მუშაობა და საზოგადო საქმის წარმოება გადატანილ იქმნეს დილდილაობით.
5. განსახილველი საგანი: პროფ. ალ. მაჭავარიანის განცხადება, რომ მას ჰსურს თავი დაანებოს ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრას.
განაჩენი: საბჭომ დაამტკიცა ფაკულტეტის დადგენილება, რომლითაც ა. მაჭავარიანის თხოვნა შეწყნარებულია.
6. განსახილველი საგანი: პროფ. ნიკო კახიანის არჩევა ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრაზე.
განაჩენი: თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის წარმოდგენისა პროფ. ნიკო კახიანი არჩეულ იქმნა ერთხმად პროფესორად ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრაზე.
7. განსახილველი საგანი: პროფ. ნიკო კახიანის დამტკიცება სამკურნალო ფაკულტეტის მდივნად.
განაჩენი: სამკურნალო ფაკულტეტის მიერ მდივნად არჩეული პროფ. ნიკო კახიანი დამტკიცებულ იქმნა ამ თანამდებობაზე (24 ნოემბრიდან)
8. განსახილველი საგანი: ილია ყიფშიძის დამტკიცება ასისტენტად მინერალოგიის კათედრასთან.
განაჩენი: გერმანული ენის ლექტორი ილია ყიფშიძე, თანახმად სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დამტკიცებულ იქმნა დროებით ასისტენტად მინერალოგიის კათედრასთან (24 ნოემბრიდან)
9. განსახილველი საგანი: ექ. სიმონ ყიფშიძის დამტკიცება ასისტენტად ფიზიოლოგიის კათედრასთან.
განაჩენი: ექიმი სიმონ ყიფშიძე, თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობისა დამტკიცებულ იქმნა ასისტენტად ფიზიოლოგიის კათედრასთან.
10. განსახილველი საგანი: ექ. სიმონ საყვარელიძის დამტკიცება ასისტენტად ნორმალური ანატომიის კათედრასთან.
განაჩენი: ექ. სიმონ საყვარელიძე, თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, დამტკიცებულ იქმნა ასისტენტად ნორმალური ანატომიის კათედრასთან (ნაცვლად კლ. იოსელიანისა) 15 ნოემბრიდან.
11. განსახილველი საგანი: პროფ. სპ. ვირსალაძის თხოვნა განთავისუფლებულ იქმნეს იგი პროფესორის მოვალეობის აღსრულებიდან და ამასთან დაკავშირებული შუამდგომლობა სამკურნალო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებისა, სპ. ვირსალაძის თხოვნა გადადგომის შესახებ შეწყნარებულ არ იქმნეს.
განაჩენი: პროფესორთა საბჭომ კენჭისყრით დაამტკიცა სამკურნალო ფაკულტეტის დადგენილება, რომლის ძალითაც სპ. ვირსალაძის თხოვნა შეწყნარებულია და მთხოვნელი განთავისუფლებულია პროფესორის მოვალეობის აღსრულებიდან 13 ნოემბრიდან.

ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე, კ. ამირაჯიბი, ბერიტაშვილი, ა. დიდებულიძე, გ. ჩუბინაშვილი, ი. მოსეშვილი, გ. ახვლედიანი, გ. მუხაძე

 

# 42
,,10,, დეკემბერს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,7. 30,, საათზე.

დაესწრენ: რექტორის მოვალეობის აღმასრულებელი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი. პროფესორები: გ. ჩუბინაშვილი, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, ე. თაყაიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, ი. ბერიტაშვილი, ნ. ყიფიანი, ი. მოსეშვილი, ს. ქურდიანი, ა. დიდებულიძე, კ. ამირეჯიბი, ი. ფიგუროვსკი, ა. ბენაშვილი, ს. ამირეჯიბი, გ. მუხაძე

თავმჯდომარეობდა: ი. ჯავახიშვილი მდივანი: ა. შანიძე

1. განსახილველი საგანი: დამატებითი ხარჯთაღრიცხვა უნივერსიტეტისა და ახალი შტატები.
განაჩენი: პროფესორთა საბჭომ დაამტკიცა ფაკულტეტებისა, გამგეობისა და საბიბლიოთეკო კომისიის მიერ წარმოდგენილი ახალი შტატები და დამატებით გამოსათხოვარი ხარჯები, რაიცა სულ მთლად უდრის თოთხმეტ მილიონს სამას ოცდა ოთხ ათას ოთხასთხუთმეტ მანეთს (14.324.415 მან.).
2. განსახილველი საგანი: სწავლის ფულის რაოდენობის გადიდება.
განაჩენი: მომავალი სემესტრიდან სტუდენტთა და მსმენელთა სწავლის ფულის რაოდენობა გადიდებულ იქმნას ასი პროცენტით და ყველა ფაკულტეტზე დაწესდეს ორასი მანეთი სემესტრში.
3. განსახილველი საგანი: საბუნებისმეტყველოსამათემატიკო ფაკულტეტის შუამდგომლობა, დაწესდეს დამატებითი სარგო ლაბორატორიებისა და კაბინეტების გამგე პროფესორებისათვის. ა) ჯამაგირის 30% ფიზიკისა, ქიმიისა და ფიზიოლოგიის ლაბორატორიების გამგეებს. ბ) ჯამაგირის 15% დანარჩენი ლაბორატორიებისა და კაბინეტების გამგეებს.
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს.
4. განსახილველი საგანი: პროფ. ს. ავალიანის მოხსენება პრაქტიკული იურიდიული კურსების გახსნის შესახებ.
განაჩენი: მოხსენების დებულებანი მიღებულ იქმნა.
5. განსახილველი საგანი: პროფ. ი. ბერიტაშვილის განცხადება წესდების შემუშავებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების მოწესრიგების შესახებ.
განაჩენი: გადაიდოს შემდეგისათვის.
6. განსახილველი საგანი: ვაჭრობამრეწველობის სამინისტროსთან არსებულის ტეხნიკური კომიტეტის მომართვა არჩეულ იქმნეს კომიტეტში უნივერსიტეტის წარმომადგენლის მოადგილე.
განაჩენი: უნივერსიტეტის წარმომადგენლის მოადგილედ არჩეულ იქმნა დოცენტი კონსტ. ამირეჯიბი.
7. განსახილველი საგანი: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მოხსენება, რომ საფოტოგრაფიო კაბინეტის ხელმძღვანელად არჩეულია პროფ. გ. ჩუბინაშვილი.
განაჩენი: პროფ. გ. ჩუბინაშვილი დამტკიცებულ იქმნა საფოტოგრაფიო კაბინეტის ხელმძღვანელად.
8. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის ორგანოს გამოცემის გამო.
განაჩენი: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა, ჟურნალი გამოცემული იქმნეს ცალკცალკე, ფაკულტეტების მიხედვით, შეწყნარებული არ იქმნა. მაგრამ საბჭომ შესაძლებლად ცნო უკვე დაბეჭდილი გვერდები ეხლავე გამოშვებულ იქმნეს ბაზარზე გასასყიდად მხოლოდ რამოდენიმე ცალი.
9. განსახილველი საგანი: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება, აღძრულ იქმნეს მთავრობის წინაშე საგანგებო შუამდგომლობა, რომ გადადებულ იქმნეს 200 000 მანეთი კუნდუროვის ძვირფასი მინერალოგიური კოლექციის შესაძენად.
განაჩენი: შესაფერისი შუამდგომლობა აღიძრეს.
10. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის მოხსენება:
ა) აღიძრეს შუამდგომლობა სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე, რათა უნივერსიტეტის წარმომადგენელ სპეციალისტებს ნება დაჰრთონ დაათვალიერონ საშუალო სასწავლებლების ფიზიკური კაბინეტები.
განაჩენი: შუამდგომლობა აღიძრეს.
ბ) აღიძრეს შუამდგომლობა სამხედროსამინისტროს წინაშე, რათა უნივერსიტეტს დაეთმოს რადიოტელეგრაფიის სკოლიდან ზოგი რამ იარაღები.
განაჩენი: შუამდგომლობა აღიძრეს.
11. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, რომ უნივერსიტეტის მიერ საზღვარგარეთ გასაგზავნ პირთა სიაში შეტანილ იქმნეს ფიზიკის კათედრასთან პროფესორობისათვის მოსამზადებლად დატოვებული რაჟდენ ხუციშვილი.
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს.

ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, კ. კეკელიძე, ს. ამირეჯიბი, ექ. თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, ი. ფიგუროვსკი, ი. მოსეშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე

 

# 43
,,17,, დეკემბერს 1919 წ.

სხდომა დაიწყო საღამოს ,,8,, საათზე.

დაესწრენ: რექტორის მოვალეობის აღმასრულებელი, პროფ. ი. ჯავახიშვილი. პროფესორები: დ. უზნაძე, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, შ. ნუცუბიძე, ს. ავალიანი, გ. ჩუბინაშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, ა. რაზმაძე, ი. მოსეშვილი, ი. ბერიტაშვილი, კ. ამირეჯიბი, გედევანიშვილი, ს. ქურდიანი, ა. ბენაშვილი, ა. დიდებულიძე, ა. თვალჭრელიძე, ი. ფიგუროვსკი, ვ. მოსეშვილი, ი. თიკანაძე, ა. ალადაშვილი, ა. ნათიშვილი, ს. ამირეჯიბი

თავმჯდომარეობდა: ჯერ ივ. ჯავახიშვილი და შემდეგ ა. ბენაშვილი
მდივანი: ა. შანიძე

A. თავმჯდომარეობს ივ. ჯავახიშვილი
1. განსახილველი საგანი: პროფ. ივ. ჯავახიშვილის მიერ შედგენილი განმარტებითი ბარათი დამატებითი ხარჯთაღრიცხვისა, რომელიც წარდგენილ იქმნა მთავრობაში.
განაჩენი: დამტკიცებულ იქმნა.
2. განსახილველი საგანი: ლექციების შეწყვეტისა და განახლების დრო.
განაჩენი: ლექციები შეწყდეს 20 დეკემბერს, განახლდეს 20 იანვარს.
გამოცდები წარმოებდეს 2530 დეკემბერს და 1520 იანვარს.
3. განსახილველი საგანი: პროფ. ი. ბერიტაშვილის მოხსენება უნივერსიტეტის საქმეების მოწესრიგების გამო.
განაჩენი: პროფ. ი. ბერიტაშვილის მოხსენების წაკითხვის შემდეგ რექტორის მოადგილემ პროფესორმა ივ. ჯავახიშვილმა კრებას განუმარტა რეალური ვითარება და ნამდვილი მიზეზები საუნივერსიტეტო ცხოვრების ზოგიერთი მხრის მოუწყობლობისა, რის შემდეგაც პროფესორთა საბჭომ საჭიროდ არა ცნო მსჯელობა გამართულიყო პროფ. ი. ბერიტაშვილის მოხსენების გამო.

B. თავმჯდომარეობს სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ა. ბენაშვილი.
4. განსახილველი საგანი: პროფ. ი. ჯავახიშვილის წერილი სხდომის თავმჯდომარის სახელზე, რომ თუ ვინიცობაა რექტორის თანამდებობაზე არჩევნების დროს მისი კანდიდატურა დასახელებულ იქმნა, იგი მოხსნილ იქმნეს.
განაჩენი: შუამდგომლობა პროფესორთა საბჭოს მიერ შეწყნარებული არ იქმნა.
5. განსახილველი საგანი: რექტორის არჩევნები.
განაჩენი: რექტორად ერთხმად არჩეულ იქმნა პროფ. ივანე ჯავახიშვილი.
6. განსახილველი საგანი: საქართველოს მუზეუმის სამეცნიერო საბჭოში უნივერსიტეტიდან ხუთი წარმომადგენლის არჩევა.
განაჩენი: უნივერსიტეტის წარმომადგენლებად არჩეულ იქმნენ პროფესორები:
ა) ექვთიმე თაყაიშვილი,
ბ) გიორგი ჩუბინაშვილი,
ც) ალექს. თვალჭრელიძე,
დ) სოლ. ქურდიანი და
ე) ალექს. ნათიშვილი.
7. განსახილველი საგანი: პროფ. დ. უზნაძის დამტკიცება საპედაგოგიო ინსტიტუტის დირექტორად.
განაჩენი: სიბრძნისმეტყველებისა და სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შეერთებული სხდომის მიერ ინსტიტუტის გამგედ არჩეული პროფ. დიმიტრი უზნაძე დამტკიცებულ იქმნა ამ თანამდებობაზე.

ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, კ. კეკელიძე, ს. ამირეჯიბი, გიორგი ჩუბინაშვილი, დ. გედევანიშვილი, ი. ფიგუროვსკი, ა. დიდებულიძე, ი. მოსეშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე

 

 წყარო:  "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორთა საბჭოს ოქმები", გამოსაცემად მოამზადეს მანანა ლილუაშვილმა და ზურაბ გაიპარაშვილმა, თბ., უნივერსალი, 2006

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates