• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ორლანდო ვიტორიო ემანუელ

ორლანდო ვიტორიო ემანუელ  (19.V.1860, პალერმო - 1.XII.1952, რომი), იტალიელი პოლიტიკოსი. იტალიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი. იტალიის ლიბერალური პარტიის ლიდერი. იურიდიული განათლება პალერმოს უნივერსიტეტში მიიღო. ადრეული ასაკიდან ჩაერთო პოლიტიკაში. 1897-ს არჩეული იქნა იტალიის პარლამენტის წევრად. სხვადასხვა წლებში იყო იტალიის ლიბერალური მთავრობის წევრი, იკავებდა განათლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტებს. 1915-ს ლონდონის პაქტის შემდეგ იტალია პირველ მსოფლიო ომში ჩაება ანტანტის მხარეს. 1917-ს როდესაც იტალიის არმიამ სამხედრო კატასტროფა განიცადა  ავსტრია-უნგრეთთან, ლიბერალი პრემიერ მინისტრი პაოლო ბოსელი პოსტზე ვიტორიო ორლანდომ შეცვალა. საბოლოოდ მოკავშირეებთან ერთად იტალიამ მსოფლიო ოში გაიმარჯვა ხოლო  ორლანდოს ზედმეტსახელად „გამარჯვების პრემიერი“ შეარქვეს.

            იტალიამ მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში ნომინალური გამარჯვება მოიპოვა მოკავშირეებთან ერთად, რეალურად ომის შედეგებით, პოლიტიკურ-ეკონომიკური ნადავლის გაყოფისას ყველაზე ნაკლები სარგებელი ნახა. პრემიერმა ორლანდომ 1919 წელს მოკავშირეთა ლიდერებთან ლოიდ ჯორჯთან, კლემანსოსა და უილსონთან ერთად გახსნა პარიზის სამშვიდობო მოლაპარაკებები. ორლანდო ცდილობდა მანდატის მიღებას ადრიატიკისა და ხმელთაშუა ზღვაზე, თუმცა უშედეგოდ. 1919-ს დასაწყისში მაშინ როდესაც ბრიტანეთს ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი ჰქონდა ამიერკავკასიის დატოვება პრემიერ-მინისტრმა ლოიდ ჯორჯმა ამიერკავკასიის მანდატი იტალიას შესთავაზა. იტალიისათვის ამიერკავკასია მიმზიდველი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგის გამო. გარდა ამის მისთვის სხვა ალტერნატივა ახალ სივრცეზე მანდატის მოპოვებისა  არ ჩანდა. მიუხედავად ბრიტანეთისა და იტალიის მთავრობის წევრების წინააღმდეგობისა პრემიერ-მინისტრების დონეზე ამიერკავკასიის მანდატის იტალიაზე მინიჭების საკითხი თითქმის  გადაწყდა. საბოლოოდ იტალიის  სამხედრო ძალების მეთაურმა გენ. დიასმა  კავკასიის შესასწავლად 18 კაციანი ექსპედიცია გამოგზავნა პოლკოვნიკი გაბბას მეთაურობით.  მისიის ექსპედიციის დასრულების შემდეგ გაბბა მხარს უჭერდა იტალიის მხრიდან კავკასიაზე მანდატის აღებას. ეს ფაქტორი აძლიერებდა ორლანდოს  და უფრო მყარად იცავდა მანდატის აღების აუცილებლობის პოზიციას. თუმცა, ეკონომიკური კრიზისის გამო 1919-ის ივნისში პარლამენტმა ორლანდოს მთავრობა გადააყენა. ახალ პრემიერ-მინისტრად ნიტი აირჩიეს, რომელმაც უარყო კავკასიაზე სამხედრო-პოლიტიკური მანდატის აღება და მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით დაინტერესდა. 1919-ის დეკემბერში იტალიის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.

            იტალიის ხელისუფლებაში ბენიტო მუსოლინის მოსვლის შემდეგ  მხარს უჭერდა მის პოლიტიკას, 1925-დან პოლიტიკურ აქტივობას თავი დაანება. 30-იან წლებში გახდა ნაციონალისტის მხარს უჭერდა მუსოლინის მარშს ეთიოპიაში. 1944-ს დაბრუნდა პოლიტიკაში. გახდა ეროვნულ დემოკრატიული კავშირის ლიდერი, არჩეული იქნა  პარლამენტის, საკონსტიტუციო ანსამბლეისა და სენატის წევრად (სიცოცხლის ბოლომდე).

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates