• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ნათიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე

ნათიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე  (1878,თბილისი - 1959,თბილისი) - ანატომი, საქართველოში მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი და უმაღლესი სამედიცინო განათლების ორგანიზატორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1917), პროფესორი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1905 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, მუშაობდა ექიმად ხარკოვში და შემდეგ იმავე უნივერსიტეტში ანატომიის კათედრაზე.

1918 პ. მელიქიშვილის მოწვევით ჩამოვიდა თბილისში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა ადამიანის ანატომიის კათედრა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1919 დროებით ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტს.

1921-1930 წწ-ში ხელმძღვანელობდა თსუ-ის ჰისტოლოგიის კათედრას და 1926-1928 წწ-ში - ტოპოგრაფიული ანატომიის დოცენტურას, ხოლო  1919-1920 წწ-ში - სამედიცინო ფაკულტეტს. იყო თსუ-ის პრორექტორი (1923-1925), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი (1930-1932). 1946 დააარსა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1952-1955 წწ-ში ხელმძღვანელობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტს. შექმნა ქართულ ენაზე პირველი სახელმძღვანელოები: ადამიანის  ნორმალური ანატომია (1921),  შინაურ ცხოველთა ანატომია 2 ტომად (1931-1953), პლასტიკური ანატომია (თანაავტორია. ა. მალაევი).  მისივე ხელმძღვანელობით დამზადდა ნერვიული სისტემების მოდელები და დაიწყო მათი სერიული წარმოება (1951). მას ეკუთვნის არაერთი შრომა,  კერძოდ, ადამიანის საღეჭი აპარატი, თბ., 1937; გადანერგილი ნაწლავის ვასკულარიზაცია და პლასტიკურობა, ,,ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, 1949, ტ 2 და ა.შ. დაჯილდოებულია  ორდენებითა და მედლებით

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates