• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

მიკირტუმოვი ბაგრატ ბადალის ძე

მიკირტუმოვი ბაგრატ ბადალის ძე (1869, სოფ. შინიხი, ბორჩალოს მაზრ. - ?)  - სოციალ-დემოკრატი ინტერნაციონალისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ეროვნებით სომეხი. დაიბადა გლეხის ოჯახში. განათლება ოჯახში მიიღო.  1903-1916 წწ-ში მუშაობდა ქართულ გამომცემლობათა ამხანაგობის სტამბაში, სადაც ისწავლა ქართული წერა-კითხვა, აქედანვე ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ. მისივე აღნიშვნით, სტამბაში მუშაობამ მის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა.  1907-1917 წწ-ში მუშაობდა პარტიის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის სამეურნეო სექციაში და სხვადასხვა პარტიულ კომისიებში. 1912 მონაწილეობდა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში თბილისის გუბერნიის მუშების ამომრჩევლად.  არჩევნებში მუშათა ხმა მისცა კარლო ჩხეიძეს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. 1918 იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. შედიოდა ეროვნული საბჭოს სოციალ-დემოკრატთა ფრაქციაში. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates