• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ახვლედიანი გიორგი

ახვლედიანი გიორგი სარიდანის ძე (1887, სოფ. დერჩი - 1973,  ქ. თბილისი) -  ენათმეცნიერი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი.   სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939),  საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების წევრი (1940),  ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (1949-1950).  გ. ახვლედიანის ინიციატივით შეიქმნა ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია და ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენასა და საქართველოში ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების - ლოგოპედიის დამკვიდრება-განვითარებაში. იგი, ფაქტობრივად, გამოყენების - ლოგოპედიის მამამთავარია საქართველოში. ქართულ საენათმეცნიერო  ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა გ. ახვლედიანის შემოღებული არაერთი ტერმინი.  გ. ახვლედიანი  სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალს, ბერძნულს, ოსურს, სანსკრიტს, რუსული ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, სომხურს. მის გამოკვლევას ,,ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების  ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში“ ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნივერსიტეტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტულ ფონეტიკაში.

გ. ახვლედიანი   1917 წ-ის  26 ნოემბრიდან შედიოდა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა  პირველ კოლეგიაში. გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები: ,,ენათმეცნიერების შესავალი“ (1918-1919), ,,სანსკრიტი“ (1920). ხელმძღვანელობდა დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საშუალო განათლების მიმართულებას.

          გ. ახვლედიანის  შრომები: ,,ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები“ (ტ. I, 1938),  ,,ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ (1949), ,,ზოგადი ფონეტიკის შესავალი (1956),  გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებური გაშუქებით. ასევე მისი რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემიური გრამატიკის 2 ტომი.  ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით, მან მრავალი ახალი დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას.  გამოკვლევები მიუძღვნა ქართულ ენაზე მხატვრული თარგმნის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. თარგმნიდა და გამოაქვეყნა ძველი ინდურიდან ,,დასაბამი ნივთთა“ (ჰიმნი რიგვერდადან, ავესტურიდან ,,ავესტა“ (17 გათა);   თანამშრომლობდა ,,ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიასთან.  დაჯილდოებულია სხვასახვა ორდენებითა და მედლებით.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates