• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჰიმნი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

ჰიმნი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, 1918-1921 წლებში არსებული ქართული სახელმ­წი­ფოებრივი სიმბოლიკის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი, რო­­­­მელიც ცნობილია სახელწოდებით „დიდება“. მისი ტექსტისა და მუსიკის ავტორია კომ­პო­ზიტორი კონსტანტინე ფოცხვერაშვილი (1880-1959). ამ ჰიმნის სრული ტექსტი ასეთია:

„დიდება ზეცით კურთხეულს!

დიდება ქვეყნად სამოთხეს!

 ტურფა ივერსა,

დიდება ძმობას, ერთობას!

დიდება თავისუფლებას!

დიდება სამარადისო

ქართველ მხნე ერსა!  

დიდება ჩვენსა სამშობლოს!

დიდება ჩვენი სიცოცხლის მიზანს დიადსა!

„ვაშა!“ ტრფობასა,  სიყვარულს, 

„ვაშა!“ შვებასა, სიხარულს,

„სალამი!“ ჭეშმარიტების შუქ-განთიადსა“.

არსებობს მოსაზრება, რომ „დიდების“ მუსიკა ძალიან წააგავს გერმანიის იმპერიის სახელმწიფო ჰიმნის „დო­იჩლანდლიდის“ მუსიკას (ავტორი - იოზეფ ჰაიდნი). სა­ქა­რთ­ველოს დე­მოკ­რა­­ტიული რესპუბ­ლი­კის სახელმ­წი­ფო ჰიმნი უცვლელი სახით აღა­დგინა 1990 წ. შემოდგო­მა­ზე საქარ­თ­ველოში გა­მართული მრავალ­პა­რ­ტიული არჩევ­ნე­ბის შედეგად არჩეულმა სა­კა­ნონ­მ­დებლო ორ­განომ - საქართველოს რესპუბლიკის უზ­ე­ნაესმა საბ­ჭომ. ეს ჰიმნი შემ­დ­გომი თითქმის 14 წლის განმავლობაში გამოი­ყე­ნე­ბო­და, როგორც საქარ­თ­ველოს სახელმწიფო ჰიმნი. 2004 წ. აპრილში დამტკიცდა სა­ქა­რთველოს ახალი სახელმ­წი­ფო ჰიმნი „თავი­სუ­ფ­ლება“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates