• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

შეიარაღებული ძალების არტილერია

შეიარაღებული ძალების არტილერია - პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს რუსული არმიისაგან მემკვიდრეობით ძირითადათ ერგოთ: 1900 და 1902 წწ-ის ნიმუშის 3-დიუმიანი (76,2მმ) საველე ქვემეხები, 1904 და 1909 წწ-ის ნიმუშის 3-დიუმიანი (76,2მმ) სამთო ქვემეხები, 1904,1905 და 1909 წწ-ის ნიმუშის 48-ხაზიანი (122მმ) ჰაუბიცები, 45-ხაზიანი (114მმ) ბრიტანული ჰაუბიცები. აღნიშნული საარტილერიო საშუალებების კალიბრი 76,2 დან 122 მმ-მდე მერყეობდა, საველე ქვემეხების სროლის მანძილი კი 7,5-8,5 კმ-ს აღწევდა, სამთო ქვემეხების კი 4,1-8,4 კმ-ს.  დამოუკიდებლობის პერიოდში შეიარაღებული ძალები განიცდიდა საარტილერიო დანადგარებისა  და ჭურვების დიდ ნაკლებობას. კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1920 წ-ის 7 იანვარს წერდა, რომ  სანდო თანამდებობის პირისგან გაიგო, რომ ქართველებს ბოლშევიკებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად 60 000-იანი არმიისთვის, რომელიც სამომავლოდ 100 000 კაცამდე შეიძლება გაზრდილიყო, სჭირდებოდათ 44 საარტილერიო დანადგარი, თითო სამთო არტილერიის დანადგარზე 2000 ჭურვი, ხოლო დანარჩენზე 1000, რაც მთლიანობაში გამოდიოდა 56 000 ჭურვი. 1920 წ-ის დეკემბერში საქართველოს გენერალური შტაბმა შეადგინა დეტალური ჩამონათვალი  იმისა, თუ რა სჭირდებოდა  ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჯარის პირველი ნაწილის საჭიროების შესავსებად  და  75 000 კაცის მობილიზაციის მოსახდენად. ამ ანგარიშიდან ჩანს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მობილიზაციის ჩასატარებლად სჭირდებოდა 126 სხვადასხვა დანიშნულებისა და კალიბრის ქვემეხი 342 500 ჭურვით.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates