სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმი. ჯავშანმატარებელთა რაზმი ირიცხებოდა სახალხო გვარდიის რეგულარულ შენაერთებში და წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე შენაერთს. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რაოდენობის ჯავშნოსანი მატარებელი ირიცხებოდა შენაერთის შემადგენლობაში. ცნობილია 4 ჯავშნოსანი მატარებლის სახელი: ჯავშანმატარებელი №1 - რესპუბლიკელი ; №2 - მუშა; №3 - სიკვდილი ან გამარჯვება და №4 - თავისუფლების სიმაგრე. შტატის მიხედვით თითოეულ მატარებელზე დაყენებული იყო 2 76,2მმ-იანი 1904 წლის მოდელის სამთო ქვემეხი (სროლის რადიუსი 4 – 4,2 კმ.) და 12 ტყვიამფრქვევი. გვარდიელებმა მატარებლების საბრძოლო შესაძლებლობები გაზარდეს და არტილერიის რაოდენობა 3-4 ქვემეხამდე, ტყვიამფრქვევების რაოდენობა კი 12 დან 14-25-მდე აიყვანეს. თითოეულ ჯავანმატარებელზე. რაზმმა საბრძოლო მოქმედებებებში თავი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე გამოიჩინა, რუსული არმიის მიერ კავკასიის ფრონტიდან გაცილებისას და ოსმალურ არმიასთან ბრძოლაში, 1918-ის აპრილში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რაზმი აქტიურ საბრძოლო მონაწილეობას იღებდა და მრავალი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა: სომხეთ-საქართველოს, საბჭოთა რუსეთ-საქართველოს 1920 და 1921 წლის ომებში. რაზმს მეთაურობდა პირველი რესპუბლიკის პერიოდის ლეგენდარული მებრძოლი და სამხედრო მეთაური ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე.