• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

„საქართველოს რესპუბლიკა“(1918 – 1921, თბილისი)

საქართველოს რესპუბლიკა“(1918 – 1921, თბილისი) - ყოველდღიური სამთავრობო გამოცემა. „საქართველოს რესპუბლიკის“ არსებობის სამწლიანი პერიოდი თანხვდება ქვეყნის დამოუკიდებლობის წლებს და დოკუმენტურად ასახავს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოწვევებით სავსე, მღელვარე ცხოვრებას. გაზეთს თავდაპირველად რედაქტორობდა გრ. მაჭავარიანი, ხოლო შემდგომ – პ. საყვარელიძე. იბეჭდებოდა მთავრობის მიერ დაარსებულ სტამბაში.

„სამთავრობო მოამბე“ მიზნად ისახავდა მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ მიმართულ საქმიანობას, რაც ქვეყნისთვის საჭირბოროტო პრობლემატიკის ირგვლივ მოსახლეობის კონსოლიდირებას,  სახელმწიფოებრივი აზროვნების ამაღლებას გულისხმობდა. პირველივე ნომერში გაზეთი არღვევს ქართულ პრესაში დამკვიდრებულ ტრადიციას და საპროგრამო გამოსვლის ნაცვლად, აქვეყნებს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“, აგრეთვე ქვეყნის აღმშენებლობისთვის აუცილებელ სასტარტო კანონებს, რასაც, ცხადია, სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა. ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებასთან დაკავშირებითსარედაქციო თვალთახედვა და მაშინდელი სოციალ–დემოკრატების პოზიცია ნათლად ჩანს ამ ნომერშივე დაბეჭდილ მოკლე ინფორმაციული შენიშვნაში  „დამოუკიდებლობა“, რომელიც ხელმოწერილია ფსევდონიმით  „ს–ს“ („მართალია, ეს აქტი იყო იძულებითი, ესე იგი, იგი ისტორიამ დაგვაკისრა წინააღმდეგ ჩვენი წინასწარი მისწრაფებისა, მარა მით უფრო მეტი სიძლიერით ვგრძნობთ ჩვენ მის აუცილებლობას და მის გადამწყვეტ მნიშვნელობას“). გაზეთის პოლიტიკა სამთავრობო კურსთან თანხვედრით იქმნებოდა და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით სახელისუფლებო თვალსაზრისს გამოხატავდა. გაზეთს ჰქონდა ოფიციალური და არაოფიციალური  განყოფილებები. ოფიციალურ ნაწილში იბეჭდებოდა სამთავრობო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო აქტები, განცხადებები, ბრძანებები, ქრონიკები, სხდომათა ანგარიშები და ა.შ. არაოფიციალური განყოფილება მოიცავდაჟურნალისტურ მასალას, რომელიც ეხებოდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებას, მიმდინარე მოვლენებს,  ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ვითარებას.მიუხედავად თემატური მრავალფეროვნებისა, წამყვანი ადგილი მაინც პოლიტიკას ენიჭებოდა. გაზეთი  ინტერესდებოდა საერთაშორისო საკითხებით, სამეზობლო პოლიტიკით. მისი ყურადღების ცენტრში მოექცა როგორც რეგიონით დაინტერესებული დიდი სახელმწიფოები, ასევე მეზობელი პატარა ქვეყნები – სომხეთი და აზერბაიჯანი.საგაზეთო პუბლიკაციებით დასტურდება, რომ მთავრობის მიზანი  კავკასიაში რეგიონული  მშვიდობისა და ეთნიკური სოლიდარობის მიღწევა იყო. აღსანიშნავია, რომ გაზეთი სხვა გამოცემებსაც უთმობდა თავი სფურცლებს. რა თქმა უნდა, თუკი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე, თემააქტუალური იყო და მთავრობის პოზიციასაც ესადაგებოდა. ეს მასალა თავს იყრიდა რუბრიკაში „პრესის მიმოხილვა“. მაგალითად,  აქდაიბეჭდა გაზეთ ,,განახლებული მესხეთის” მეთაური წერილი ,,სამუსლიმანო საქართველოში”, რითაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრატეგიასა და მასში განათლების თემის მნიშვნელობას გაესვა ხაზი (,,სკოლები, სამკითხველოები, საკვირაო მეცადინეობა, ბნელეთიდან ხალხის გამოყვანა, ახალი ცხოვრების ემბაზით მათი პკურება - აი, ეს შეაერთებს ახალციხე-ახალქალაქს მთლიანად საქართველოსთან” (#10, 1919)). უნდა ითქვას, რომ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქცია თავად ჩაუდგა სათავეში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გაჭირვებული თანამემამულეებისათვის შემოწირულობების შეგროვებას და მათი დახმარებისკენ მოუწოდა მოქალაქეებს. გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობდა ეკონომიკის საკითხებს. ხშირად ბეჭდავდაწერილებს, რომლებშიც ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის გზები იყო დასახული. მაგალითად, როგორ უნდა მოეწყოთ სწავლა–აღზრდის, სოფლის მეურნეობის, მძიმე მრეწველობის, წიაღისეულის ამოღების, მოხმარების საქმე და სხვ. ამ მხრივ აღსანიშნავია „დ“–ს (დავით ჩუბინაშვილი)  ინიციალით გამოქვეყნებული მეტად საინტერესო პუბლიკაციები საერთო სათაურით „საამდროვო წერილები“(1918, 3 აგვისტო), ალ. მარალაშვილის „როგორ უნდა იყოს მოწყობილი მკურნალობა და სანიტარული საქმე მომავალ ერობაში“ (1918, 13, 14 სექტემბერი), ვ. კაკაბაძის „სწავლა–განათლების მოწყობის საქმე“ (1919, 16 იანვარი) და სხვ.1920 წლის 7 და 10 იანვარის პუბლიკაციაში „მილიონიანი ფონდი სათესლე მასალის შესაძენათ“ გაზეთი აშუქებდა იმ რთულ პრობლემებს, რომლებიც მაშინდელი სტიქიური უბედურების, ბოლშევიკური საბოტაჟისა და შანტაჟის ფონზე შეექმნა სოფლის მეურნეობას. გაზეთის ინტერესის სფეროში შედიოდა ასევე განათლების, სწავლა–აღზრდისა და კულტურის საკითხები. არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა ქართული თეატრის, მწერლობის პრობლემებს. მათგან აღსანიშნავია წერილები: ,„სიტყვა–კაზმული მწერლობა თავისუფალ საქართველოში“ (1918, 28 აგვისტო),„ქართული თეატრი“ (1918, 29 აგვისტო, 1 სექტემბერი)და სხვა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates