სამხედრო ფლოტი - საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰყავდა თავისი პატარა საზღვაო ფლოტი, რომელიც სტრუქტურულად, რეგულარული არმიის სანაპირო ჯარის (მესაზღვრეთა ნაწილები) შემადგენლობაში შედიოდა. საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში იყო, რამდენიმე პატარა ,,გრინპორის" ტიპის საპატრულო გამანადგურებელი კატარღა: ,,პატარა კახი”, ,,ტარიელი”, ,,ფრიდონი” და ,,ავთანდილი”, ასევე რამდენიმე ბარჟა და სასწავლო გემი.