• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები

1920

უკან

 

# (44)1 
,,4,, იანვარს 1920 წ.
 
სხდომა დაიწყო შუადღის ,,12,, საათზე 
 
დაესწრენ: რექტორი, პროფ. ივანე ჯავახიშვილი,  
დეკანები: პროფ. ა. ბენაშვილი, კ. კეკელიძე და ს. ამირეჯიბი. 
პროფესორები: ე. თაყაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ს. ავალიანი, ფ. გოგიჩაიშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე. ი. მოსეშვილი, ბ. უვაროვი, ი. ფიგუროვსკი, დ. გედევანიშვილი, ვ. მოსეშვილი, ა. ალადაშვილი, ა. ნათიშვილი, ი. თიკანაძე. 
 
თავმჯდომარეობდა: ი. ჯავახიშვილი           მდივანი: ა. შანიძე 
 
0. ჯერ წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა ორი კრების ოქმი და შემდეგ რექტორმა პროფ. ივანე ჯავახიშვილმა სამადლობელი სიტყვით მიჰმართა პროფესორთა საბჭოს მისი რექტორად არჩევისათვის და აღნიშნა თუ რა მიმართულება უნდა ჰქონდეს სააკადემიო ცხოვრებას. 
1. განსახილველი საგანი: პროფ. იასონ მოსეშვილის მოხსენება იმის შესახებ,  თუ  რა  დამოკიდებულება  უნდა  იყოს სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტსა და სამკურნალო ფაკულტეტს შორის განსაკუთრებით ხარჯთაღრიცხვის მხრით. 
განაჩენი: მიეცეს წინადადება სამათემატიკოსაბუნებისმეტყველოსა და სამკურნალო ფაკულტეტს, აირჩიონ შეერთებული კომისია, რომელიც გამოარკვევს ამ საკითხს და რომლის დადგენილებაც უნდა მოჰხსენდეს პროფესორთა საბჭოს. 
2. განსახილველი საგანი: დოქტორის სამეცნიერო ხარისხის  მოპოვების შესახებ (სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მიერ აღძრული საკითხის გამო). 
განაჩენი: ეთხოვოს სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და სამკურნალო ფაკულტეტის დეკანებს, რომ ფაკულტეტის მორიგ სხდომაზე შეიტანონ საკითხი უნივერსიტეტში დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შესახებ და პროფესორთა საბჭოს წარმოუდგინონ ფაკულტეტის გადაწყვეტილება ამ საგნის შესახებ.  
3. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის დაარსების ორი წლის თავის აღნიშვნა. 
განაჩენი: მიღებულ იქმნა საზოგადოდ, რომ უნივერსიტეტის დღედ ოცდა ექვსი იანვარი იყოს მიჩნეული, მაგრამ ვინაიდან წელს დღესასწაულის გამართვა ამ რიცხვისათვის არ მოესწრება, ამიტომ იგი  გადადებული იქმნეს მაისისათვის. 
4. განსახილველი საგანი: პროფესორ ჟიროს არჩევა გეოლოგიის კათედრაზე. 
განაჩენი: კლერმონის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან ლუი ჟირო (Gირაუდ ჟეან Lოუის) არჩეულ იქმნა ერთხმად გეოლოგიის კათედრაზე. არჩევნები ჯერჯერობით პრინციპიალური ხასიათისაა. 
აღიძრეს მთავრობის წინაშე შუამდგომლობა, რათა საგზაო ხარჯები მან გაიღოს და უკეთუ ეს გადაწყდება, პროფესორი ჟირო მოწვეულ იქმნეს და მოუხერხდეს მას პროფესორის ერთნახევარი ჯამაგირი. 
5. განსახილველი საგანი: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს მ. ბექაია ასისტენტად ქიმიის კათედრასთან. 
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და მ. ბექაია დამტკიცებულ იქმნა ასისტენტად ქიმიის კათედრასთან 1920 წლის პირველი იანვრიდან. 
6. განსახილველი საგანი: სტუდენტთა საკონკურსო თხზულებათა გამო. 
განაჩენი: ეთხოვოს ფაკულტეტებს, რომ გამოარკვიონ ეს საკითხი და თავისი აზრი წარმოუდგინონ საბჭოს. 
7. განსახილველი საგანი: განსვენებული პროფესორის იოსებ ყიფშიძის ობლების უზრუნველყოფისათვის. 
განაჩენი: აღიძრეს შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა განსვენებული პროფესორის მიერ უნივერსიტეტის დაარსების საქმეში დიდი ღვაწლის გაწევის გამო მის ობლებს დაენიშნოს სტიპენდია ანუ აღმოეჩინოს დახმარება. 
8. განსახილველი საგანი: მოხსენება სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტისა, რომ ფაკულტეტის დეკანად არჩეულია პროფესორი კორ. კეკელიძე ნაცვლად პროფ. ივანე ჯავახიშვილისა, რომლის თხოვნა დეკანობიდან განთავისუფლების შესახებ მიღებულია ფაკულტეტის მიერ. 
განაჩენი: დეკანად დამტკიცებულ იქმნა პროფ. კორნელი კეკელიძე (პირველი იანვრიდან 1920 წ.). 
9. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის მოხსენება, რომ მან შეიწყნარა ა. შანიძის თხოვნა ფაკულტეტის მდივნის მოვალეობიდან განთავისუფლების შესახებ და რომ ამ თანამდებობაზე არჩეულია პროფ. გ. ახვლედიანი. 
განაჩენი: საბჭომ დაამტკიცა პროფ. გ. ახვლედიანი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მდივნად (პირველი იანვრიდან). 
10. განსახილველი საგანი: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება, რომ დეკანის თავისუფალ ადგილზე არჩეულია პროფ. ანდრია ბენაშვილი. 
განაჩენი: პროფესორი ანდრია ბენაშვილი დამტკიცებულ იქმნა სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანად (პირველი იანვრიდან). 
11. განსახილველი საგანი: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება, რომ იანვრიდან ლექციების კიხთვა კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრაზე მინდობილი აქვს პროფ. ალ. ალადაშვილს. 
განაჩენი: ცნობად. 
12. განსახილველი საგანი: პროფ. იასონ მოსეშვილის მოხსენება საღამოობით ლექციების კითხვის შესახებ. 
განაჩენი: საბჭო საჭიროდ სცნობს, რომ ისეთი ლექციები, სადაც დემონსტრაციებისა და ცდების ჩვენება ხდება, დღისით იკითხებოდეს და არა საღამოობით. 
13. განსახილველი საგანი: გამგეობის მოხსენება, რომ უნივერსიტეტის გამგეობის მდივნის თანამდებობაზე მოწვეულ იქმნეს კერძო პირი. 
განაჩენი: მოხსენება დამტკიცებულ იქმნა. 
14. განსახილველი საგანი: საბიბლიოთეკო კომისიის მოხსენება, რომ წიგნთსაცავის გამგის თანამდებობის შესრულება დროებით დავალებული აქვს საბიბლიოთეკო კომისიის თავმჯდომარეს ა. შანიძეს (ათი დეკემბრიდან 1919წ.). 
განაჩენი: ცნობად. 
15. განსახილველი საგანი: სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტთა კავშირის მომართვა, დაშვებულ იქმნეს პროფესორთა საბჭოს სხდომებზე სათათბირო ხმით სტუდენტთა წარმომადგენელნი. 
განაჩენი: ფაკულტეტისა და საბჭოს სხდომებს გარეშე პირები ვერ დაესწრება. 
სტუდენტებს შეუძლიანთ კავშირი ჰქონდეთ პროფესორთა საბჭოსთან და სათანადო დეკანების საშუალებით.  
16. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის მსახურთა მუშაობის გამო (სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და გამგეობის მიერ აღძრული საკითხი). 
განაჩენი: შედგა კომისია, რომელსაც დაევალა გამოარკვიოს შრომის სამინისტროსთან შეთანხმებით, თუ რა პირობებში უნდა იყვნენ ჩაყენებულნი უნივერსიტეტის მსხაურნი თავისი  მოვალეობის შესრულებისათვის. 
კომისიაში შედიოდენ: პროფ. იასონ მოსეშვილი, ვარლამ მოსეშვილი, ალ. ნათიშვილი და დოცენტი დიმ. გედევანიშვილი.
 
  ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, კ. კეკელიძე, ე. თაყაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ივ. თიკანაძე, ვ. მოსეშვილი ფ. გოგიჩაიშვილი, ს. ამირეჯიბი, ალ. ნათიშვილი, ა. დიდებულიძე 
 

 

 

 

ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა  საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი
 
# (45)2 
,,24,, იანვარს 1920 წ.
 
 სხდომა დაიწყო.....................,,.....,, საათზე
 
დაესწრენ: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი, დეკანები: კ. კეკელიძე, ა.ბენაშვილი. 
         პროფესორები: ა) ფ. გოგიჩაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ს. ავალიანი, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე. 
                  ბ) ა. რაზმაძე, იასონ მოსეშვილი, ალ. დიდებულიძე, დოცენტები ნოე ყიფიანი და არჩ. ხარაძე 
                  ც) ა. ნათიშვილი, ვარლამ მოსეშვილი, ი. თიკანაძე, გ. მუხაძე 
 
თავმჯდომარეობდა: ი. ჯავახიშვილი          მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განსახილველი საგანი: წაკიხთულ იქმნა წინა კრების ოქმი 
განაჩენი: დამტკიცდა. 
1. განსახილველი საგანი: წაკითხულ იქმნა საბჭოს სახელზე გამოგზავნილი მოწვევის ბარათი გუმბრში (ალექსანდრპოლში) ერევნის უნივერსიტეტის გახსნის დღესასწაულზე დასასწრებლად. 
განაჩენი: გაეგზავნოს მისასალმებელი დეპეშა. 
2. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის ნოტიფიკაცია. 
განაჩენი: მიენდოს გაგმოებას შეიმუშაოს ნოტიფიკაციის ტექსტი და პროფესორთა საბჭოს დასტურის შემდეგ გაეგზავნოს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებს. 
3. განსახილველი საგანი: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა, დატოვებულ იქმნეს უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრასთან სარგის კაკაბაძე, სტიპენდიით, ერთის წლით, პირველი იანვრიდან 1920 წ. 
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა. 
4. განსახილველი საგანი: უნივერსიტეტის გამოცემათა განაწილებისა და შენახვის შესახებ. 
განაჩენი: უნივერსიტეტის გამოცემა იბეჭდება ჩვეულებრივ ექვსას ცალად. ამათგან ორი მესამედი ავტორს ეძლევა და ერთი მესამედი უნივერსიტეტს რჩება სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების გამოცემებზე გასაცვლელად. 
    წიგნს ფასად უნდა დაედოს იმდენი, რამდენიც დაჯდა და მისი ნახევარი (1.1/2). 
5. განსახილველი საგანი: ,,უნივერსიტეტის მოამბე~ ვის დაურიგდეს. 
განაჩენი: ,,უნივერსიტეტის მოამბე~ დაურიგდეს პროფესორთა საბჭოს წევრებს (პროფესორებსა და დოცენტებს). 
6. განსახილველი საგანი: ქალთა გიმნაზიებში შვიდი კლასის კურსდამთავრებულთათვის დამატებით სავალდებულო გამოცდების შესახებ. 
განაჩენი: მიღებულ იქმნა კომისიის მოხსენების დებულებანი, რომლებიც უნდა გავრცელდეს ახალ შემოსულებზე. 
7. განსახილველი საგანი: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა, დაენიშნოს პროფ. კ. კეკელიძეს დამატებით სარგოდ დოცენტის ჯამაგირი, ვინაიდან მას მინდობილი აქვს ლექციების კითხვა ქართული ლიტერატურის ისტორიიდან.  
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა. 
8. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, შეძენილ იქმნეს განსვენებული პროფ. იოს. ყიფშიძის მიერ  გამოსაცემად  დამზადებული საბასულხან ორბელიანის ლექსიკონი და აგრეთვე მეგრულჭანური ლექსიკონის სარჩევი და გაღებულ იქმნეს ამისათვის 18000 მანეთი (თვრამეტი ათასი მანეთი). 
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს.  
9. განსახილველი საგანი: გამგეობის მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს გამოანგარიშებული დამატებითი სარგო იმ პირთათვის, რომელნიც ფაკულტეტის დავალებით ზედმეტ საგნებს ჰკითხულობენ ან რაიმე თანამდებობას ასრულებენ. 
განაჩენი: დაევალოს გამგეობას, გამოიანგარიშოს ასეთს შემთხვევაში სარგოს რაოდენობა თანახმად სახალხო განათლების სამინისტროსა და სახელმწიფო კონტროლის განმარტებისა იმ პირთა შესახებ, რომელნიც ერთსა და იმავე დროს სხვა და სხვა დაწესებულებაში მსახურებენ. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, ვ. მოსეშვილი, კ. კეკელიძე, ი. მოსეშვილი, ი. თიკანაძე, ა. დიდებულიძე, გ. ჩუბინაშვილი, დ. უზნაძე, ა. ბენაშვილი, ა. შანიძე, ს. ამირეჯიბი  
 
ქ ა რ თ უ ლ ი  უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
პროფესორთა  საბჭო.
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი
 
# (46)3                ,,7,, თებერვალს 1920 წ.
სხდომა დაიწყო საღამოს ,,8,, საათზე
დაესწრენ: რექტორი პროფ. ი. ჯავახიშვილი, დეკანები, პროფ. კ. კეკელიძე, სიმონ ამირეჯიბი და ა. ბენაშვილი. 
პროფესორები: ა) ე. თაყაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, დ.უზნაძე, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე 
 ბ) ვ. მოსეშვილი, ი. თიკანაძ,ე ა. ნათიშვილი. 
ც) ს. ქურდიანი, ა. თვალჭრელიძე, ი. მოსეშვილი, ა. დიდებულიძე, 
         დოცენტები: კ. ამირეჯიბი, ა. ხარაძე, დ. გედევანიშვილი 
 თავმჯდომარეობდა: ი. ჯავახიშვილი           მდივანი: ა. შანიძე 
 0. განსახილველი საგანი წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი და დამტკიცდა. 
1. განსახილველი საგანი უნივერსიტეტის 1920/21 სამოსწავლო წლის ხარჯთაღრიცხვის შემუშავება ფაკულტეტების მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით. 
განაჩენი: მასალები დაუბრუნდეს ფაკულტეტებს გადასაშინჯად, შესამოწმებლად და შესასწორებლად და საბოლოოდ შემუშავებული სახით საბჭოში წარმოსადგენად დამტკიცებისათვის. 
2. განსახილველი საგანი: პროფ. ვას. მალენიუკის მოწვევა დროებით ფიზიოლოგიური ქიმიის ლექციების წასაკითხავად.  
განაჩენი: მოწვეულ იქმნეს ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პროფ. ვასილ დიომიდეს ძე მალენიუკი დროებით, მიმდინარე სემესტრის განმალვობაში, ფიზიოლოგიური ქიმიის ლექციების წასაკითხავად და პრაქტიკული ვარჯიშების დროს ხელმძღვანელობის გასაწევად ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. 
     დაენიშნოს მას პროფესორის ჯამაგირი და პრაქტიკული ვარჯიშობისათვის დაწესებული სარგო პირველი თებერვლიდან.  
3. განსახილველი საგანი: სამათემატიკო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს დროებითი ასისტენტის თანამდებობაზე, თვისებითი ანალიზის ლაბორატორიაში, ალექსანდრე ცაგარელი, პირველი თებერვლიდან, და დაენიშნოს მას, _ ვინაიდან იგი მხოლოდ საღამოობით იმუშავებს, _ ასისტენტის ჯამაგირის ნახევარი. 
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა. 
4. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნენ, პირველი თებერვლიდან, ფიზიკის კათედრასთან დროებით ასისტენტებად: 
ა) მიხეილ ნოდია და 
ბ) ერეკლე ლუკაშვილი 
განაჩენი: შუამდგმოლობა შეწყნარებულ იქმნა. 
5. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს ფიზიოლოგიის კათედრასთან დროებით ასისტენტად, ერთის წლით, პირველი თებერვლიდან, შალვა მატათაშვილი. 
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა. 
6. განსახილველი საგანი: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს ორდინატორად საბებიო კათედრასთან ექიმი ევგენი შალამბერიძე, პირველი იანვრიდან. 
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა. 
7. განსახილველი საგანი: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს ორდინატორად საბებიო კათედრასთან ექიმი  ფანიაშვილი, პირველი თებერვლიდან. 
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა. 
8. განსახილველი საგანი: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა დაენიშნოს პროფ. ივ. ჯავახიშვილს დამატებით სარგოდ დოცენტის ჯამაგირი, ვინაიდან იგი ფაკულტეტის დავალებით ზედმეტ საგნებს ჰკითხულობს. 
განაჩენი: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა. 
9. განსახილველი საგანი: პროფ. ივ. ჯავახიშვილის განცხადება, რომ მას სთხოვენ მონაწილეობა მიიღოს იმ სასწავლო კომიტეტის მუშაობაში, რომელიც არსდება სახალხო განათლების სამინისტროსთან სახელმძღვანეოების შესაფასებლად და სატერმინოლოგიო საქმის მოსაგვარებლად. 
განაჩენი: პროფესორთა საბჭო ფრიად საჭიროდ სცნობს კომიტეტის დაარსებას და თავის მხრითაც სთხოვს პროფ. ივ. ჯავახიშვილს, მონაწილეობა მიიღოს ამ კომიტეტის მუშაობაში. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ვ. მოსეშვილი, ი. თიკანაძე, ე. თაყაიშვილი,  ა. რაზმაძე, გ. ჩუბინაშვილი, რ. პ. ბლეიკი, ა. დიდებულიძე, დ. გედევანიშვილი, გ. ახვლედიანი, ი. მოსეშვილი, ა. ბენაშვილი, ს. ქურდიანი, ა. შანიძე  
 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს

 

 

 

 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 4          
,,14,, თებერვალს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი, 
დეკანები: პროფ. კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ს. ამირეჯიბი. 
პროფესორები: ე. თაყაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, გ. ახვლედიანი, რ. ბლეÁკი, ა. შანიძე
       ს. ქურდიანი, იას. მოსეშვილი, ალ. დიდებულიძე, ა. რაზმაძე, ალ. თვალჭრელიძე. 
       ი. თიკანაძე, ალ. ალადაშვილი, ვარლ. მოსეშვილი. 
დოცენტები: დ. გედევანიშვილი,ი. ფიგუროვსკი, ა. ხარაძე, ნ. ყიფიანი. 
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი                 მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი და 
დაადგინეს: დამტკიცდა. 
1. განიხილეს: უნივერსიტეტის მონაწილეობა დავით კლდიაშვილის იუბილეუმში. 
დაადგინეს: გაეგზავნოს მისასალმებელი დეპეშა. 
2. განიხილეს: მოხხენება რექტორისა დამატებითი ხარჯთაღრიცხვის შესახებ. 
დაადგინეს: მიღებულ იქმნა ცნობად.  
3. განიხილეს: მომავალი 1920/1921 სასწავლო წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცება. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა ფაკულტეტებისა, საბიბლიოთეკო კომისიისა და გამგეობის მიერ გადაშინჯული და ხელმეორედ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და აგრეთვე სასანიტრო და საპედაგოგიო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევი ხარჯები, სახელდობრ: 
1. უნივერსიტეტისა საერთოდ 41. 446. 033. 20 (ორმოცდა ერთი მილიონი, ოთხასორმოცდა ერთი ათას ოცდა ცამეტი მანეთი და ერთი აბაზი) 
2. სასანიტრო ინსტიტუტისა  3. 943. 560 (სამი მილიონი, ცხრა ას ორმოცდასამი ათას, ხუთას სამოცი მანეთი). 
3. საპედაგოგიო ინსტიტუტისა 695. 904 (ექვსას ოთხმოცდა თუხთმეტი ათას, ცხრაას ოთხი მანეთი). 
სულ ერთიანად 46. 085. 497. 20 (ორმოცდაექვსი მილიონი, ოთხმოცდახუთი ათას, ოთხას ოთხმოცდაჩვიდმეტი მანეთი და ერთი აბაზი). 
4. განიხილეს: ხარჯთაღრიცხვის განხილვამ გამოიწვია საკითხი საბებიო კათედრის მოწყობის შესახებ. 
დაადგინეს: პროფესორთა საბჭომ აღუდგინა და დაუმტკიცა საბებიო კათედრას წინედ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა რომელიც შეეხებოდა მესამე კურსის შეტატებს (პირად შემადგენლობას), მაგრამ ამასთანავე დაადგინა: დაევალოს ფაკულტეტს განიხილოს პრინციპიალური საკითხი კათედრისა და მისი კლინიკების მოწყობის შესახებ და წარმოუდგინოს პროფესორთა საბჭოს ვრცელი დასაბუთებული მოხსენება როგორც საბებიო კათედრის მოწყობისა, ისე მთელი ფაკულტეტის ჩამოყლიბების შესახებაც საზოგადოდ. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, ა. რაზმაძე, მ. წერეთელი, ალ. ნათიშვილი, ა. ბენაშვილი, ა. ხარაძე, ს. ქურდიანი, თაყაიშვილი,  ვ. მოსეშვილი, ა. დიდებულიძე, ა. შანიძე  

 

 

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 5
,,28,, თებერვალს 1920 წ. 
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი. 
დეკანები: პროფ: კ. კეკელიძე, ს. ამირეჯიბი, ა. ბენაშვილი. 
პროფესორები: ე. თაყაიშვილი, რ. ბლეÁკი, გ. ჩუბინაშვილი, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ა. შანიძე 
ა. დიდებულიძე, ს. ნავაშინი, ს. ქურდიანი, ა. ნათიშვილი, ალ. ალადაშვილი, ვ. მოსეშვილი, ი. თიკანაძე.
დოცენტები: ა. ხარაძე, დ. გედევანიშვილი, ი. ფიგუროვსკი. 
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი                მდივანი: ა. შანიძე 
 
1. განიხილეს: ქართლში მიწის ძვრისაგან დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენა. 
დაადგინეს: გადაიდოს 30% თებერვლის ჯამაგირისა ერთდროულად დახხარების აღმოსაჩენად. ეს დადგენილება გავრცელდეს საბჭოს წევრებზე (პროფესორებსა და დოცენტებზე). რაიცა შეეხება ლექტორასისტენტებს, ეთხოვოს დეკანებს, რომ ფაკულტეტების მორიგ სხდომებზე შეიტანონ განსახილველად საკითხი, თუ რამდენი პროცენტის გაღება ჰსურთ ასისტენტებსა და ლექტორებს და ფაკულტეტის დადგენილებანი ამ საგნის შესახებ პირდაპირ აცნობონ გამგეობას, რათა დაზარალებულთ სწრაფად აღმოეჩინოს დახმარება.  
2. განიხილეს: სიტყვიერი მოხსენება რექტორისა უნივერსიტეტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 
   მოხსენებაში აღნიშნულ იყო, რომ დამატებითი ხარჯთაღრიცხვა ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, რის გამოც უნივერსიტეტი დიდ გასაჭირს განიცდის: შეჩერებულია გამომცემლობა, საზღვარგარეთიდან წიგნებისა და იარაღების გამოწერა და სხვა. 
დაადგინეს: ეთხოვოს რექტორსა, დეკანებსა და აგრეთვე პროფ. ე. თაყაიშვილს, რათა წარუდგენ სახალხო განათლების მინისტრთა და მთავრობის თავმჯდომარეს და აუხსნან უნივერსიტეტის ქონებრივი გასაჭირი და ამისი შედეგები. 
3. განიხილეს: თავისუფალ კათედრებზე კონკურსის გამოცხადება (სამკურნალო ფაკულტეტის მიერ აღძრული შუამდგომლობის გამო). 
დაადგინეს: ეთხოვოს ყველა ფაკულტეტს, რათა შემდეგი კრებისათვის წარმოადგინონ თავისი მოსაზრება თავისუფალი კათედრების დაჭერის შესახებ. 
4. განიხილეს: დოქტორ დირრის მოწვევა. 
დაადგინეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგმოლობის თანახმად, დაღესტნის ენების კათედრაზე მოწვეულ იქმნა (არჩეულ იქმნა ერთხმად) დოქტორი დირრი, სარგოს დანიშვნით იმგვარად, როგორც საფრანგეთიდან მოწვეულ პროფესორ Gირაუდ'ს. 
5. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა, მოწვეულ იქმნეს ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრაზე ფარმაციის მაგისტრი ივ. ტყეშელაშვილი. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დაუბრუნდეს ფაკულტეტს ფორმალური წესის შეუსრულებლობის გამო.  
6. განიხილეს: სტუდენტთა კავშირის გამგეობის მომართვა, მიეცესთ სტუდენტთა წარმომადგენლებს ნება, მონაწილეობა მიიღონ პროფესორთა საბჭოსა და ფაკულტეტების სხდომებში სათათბირო ხმით. 
დაადგინეს: ეცნობოს სტუდენტთა კავშირის გამგეობას, რომ პროფესორთა საბჭოს სასურველად მიაჩნია სტუდენტთა გამგეობასთან კავშირის დაჭერა, რადგანაც ეს საშუალებას მისცემს მას ადვილად გადაწყვიტოს ზოგიერთი ტექხნიკური ხასიათის საკითხები, მაგრამ ეს კავშირი უნდა იყოს უნივერსიტეტის გამგეობისა და ფაკულტეტების დეკანების საშუალებით. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ე. თაყაიშვილი, ი. თიკანაძე, გ. ახვლედიანი, ს. ამირეჯიბი, ა. ბენაშვილი, ა. შანიძე  
 

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 6
,,6,, მარტს 1920 წ. 
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი. 
დეკანები: პროფ. კ. კეკელიძე, ს. ამირეჯიბი, ა. ბენაშვილი 
პროფესორები: ე. თაყაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, გ. ახვლედიანი,   
             ა. შანიძე, ა. რაზმაძე, ი. მოსეშვილი, ი. ბერიტაშვი   
             ლი, ა. თვალჭრელიძე, ა. ნათიშვილი, ა. ალადაშვი 
             ლი, ი. თიკანაძე, გ. მუხაძე, ვ. მოსეშვილი 
დოცენტები: კ. ამირეჯიბი, ნ. ყიფიანი, ა. ხარაძე 
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი                მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების (#5) ოქმი. 
დაადგინეს: დამტკიცდა. 
1. განიხილეს: მომავალი  (1920/1921)  სასწავლო წლის ხარჯთაღრიცხვის განმარტებითი მოხსენება, დაწერილი და წაკითხული რექტორის, პროფ. ივ. ჯავახიშვილის მიერ. 
დაადგინეს: მადლობა გამოეცხადოს რექტორს მოხსენების შედგენისათვის. მოხსენება დამტკიცებულ იქმნეს და დაევალოს გამგეობას, რომ იგი დაიბეჭდოს რამოდენიმე ცალად. 
2. განიხილეს: ფაკულტეტების მოხსენება თავისუფალი კათედრების დაჭერის შესახებ. 
ცნობა.  წაკიხთულ  იქმნა  სიბრძნისმეტყველებისა  და სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება ამ საკითხის შესახებ. სამკურნალო ფაკულტეტის მიერ კი წინა კრებაზედ იყო წარმოდგენილი. 
დაადგინეს: ყოველ კერძო შემთხვევაში საკითხი გადაწყვეტილ იქმნეს ცალკე და გამოყენებულ იქმნეს როგორც კონკურსი, ისე მოწვევის წესი. 
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა, გამოცხადებულ იქმნეს კონკურსი ფაკულტეტის თავისუფალი კათედრების დაჭერისათვის და დამტკიცებულ იქმნეს ფაკულტეტის მიერ შემუშავებული პირობები ამ კონკურსისა. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა, მაგრამ კონკურსის პირობებში შემდეგი ცვლილება იქმნა შეტანილი: 
ა) ვადა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებისა პირველი თიბათვიდან განგრძობილ იქმნა თხუთმეტ თიბათვემდე. 
ბ) ამოშლილ იქმნა შენიშვნა, რომ სამი წლის შემდეგ შეიძლება მოწვეული პირი დატოვებულ იქმნეს როგორც მასწავლებელი. 
ამას გარდა, ფაკულტეტს დაევალა, რომ ცალკე წარმოადგინოს დასაბუთებული მოხსენება ფიზიოლოგიის კათედრის შესახებ. 
4. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა: 
ა) დამტკიცებულ იქმნეს დროებითი ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებლად, თვისებითი ანალიზის ლაბორატორიაში, საქართ. მუზეუმის ორნითოლოგიური განყოფილების გამგე ივანე ჩხიკვიშვილი, პირველი მარტიდან და სარგოდ დაენიშნოს ასისტენტის ჯამაგირის ნახევარი. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა. 
ბ) დამტკიცებულ იქმნეს დროებით ასისტენტად მეტეოროლოგიის კათედრასთან ობსერვატორიის ფიზიკოსი აკაკი ნაფეტვარიძე, პირველი მარტიდან და სარგოდ დაენიშნოს ასისტენტის ნახევარი ჯამაგირი. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა. 
5. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა, რომ დამტკიცებულ იქმნეს პროფ. ვარლამ მოსეშვილი ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ, რომელსაც ევალება მოიწვიოს დროებითი ასისტენტი და მისი დახმარებით ეხლავე შეუდგეს კოლექციების შედგენას და ლაბორატორიის მოწყობას. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა.  
6. განიხილეს: პროფ. იასონ მოსეშვილის მოხსენება სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სამკურნალო დარგის ვითარების შესახებ. 
დაადგინეს: ეთხოვოს სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტს, რომ ამ საკითხის შესახებ დასაბუთებული მოხსენება წარმოუდგინოს პროფესორთა საბჭოს და იქონიოს მხედველობაში, რომ უნივერსიტეტი სამეცნიერო ტაძარია  და არა პრაქტიკული ცოდნის შემძენი დაწესებულება. 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ვ. მოსეშვილი, ა. რაზმაძე, რ. პ. ბლეÁკი, ი. მოსეშვილი, ე. თაყაიშვილი, კ. ამირაჯიბი,  გ. ჩუბინაშვილი, ა. ალადაშვილი, გ. ახვლედიანი, ს. ამირეჯიბი, ბერიტაშვილი, ა. შანიძე  
 
 

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 7
,,20,, მარტს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი პროფ. ივ. ჯავახიშვილი, 
დეკანები, პროფ. კ. კეკელიძე, სიმ. ამირეჯიბი. 
პროფესორები: შ. ნუცუბიძე, ე. თაყაიშვილი, დ. უზნაძე,   
            რ. ბლეÁკი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, გ. ჩუ 
            ბინაშვილი, იასონ მოსეშვილი, ი. ბერიტაშ 
            ვილი, ს. ქურდიანი, ა. რაზმაძე. 
 ვარლ. მოსეშვილი, ალ. ალადაშვილი, ივ.  თიკანაძე, გრ. მუხაძე 
დოცენტები: ნოე ყიფიანი, ა. ხარაძე, კონსტ. ამირეჯიბი. 
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი               მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი (#6) 
დაადგინეს: და დამტკიცდა. 
1. განიხილეს: საზოგადო მსჯელობა უნივერსიტეტის მიზნებისა და გეგმების შესახებ და კერძოდ თვითეული ფაკულტეტისა ცალკცალკე. განსაკუთრებით კი სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სააგრონომიო განყოფილების შესახებ. 
დაადგინეს: წინადადება მიეცეს სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტს, წარმოუდგინოს საბჭოს დასაბუთებული მოხსენება აგრონომიული დარგის საბოლოო ჩამოყალიბების შესახებ.  
2. განიხილეს: ფაკულტეტის მოხსენებანი თავისუფალ მსმენელთათვის განათლების ცენზის დაწესების შესახებ. 
დაადგინეს: თავისუფალ მსმენელებად, ისე როგორც ნამდვილ სტუდენტებად, მიიღებიან მხოლოდ საშუალო განათლების მქონე პირები. 
 
  ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ე. თაყაიშვილი, ი. თიკანაძე, ა. რაზმაძე, ს. ამირეჯიბი, ი. მოსეშვილი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე 
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 8
,,3,, აპრილს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი ივანე ჯავახიშვილი. 
დეკანები: კ. კეკელიძე, ს. ამირეჯიბი. 
პროფესორები: ე. თაყაიშვილი, გ. ახვლედიანი, შ. ნუცუ 
 ბიძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, 
ს. ნავაშინი, ა. რაზმაძე, იასონ მოსეშვილი, ალ. თვალჭრელიძე, ვ. მოსეშვილი, ი. თიკანაძე, ალ. ნათიშვილი, ალ. ალადაშვილი, გ. მუხაძე. 
დოცენტები: ა. ხარაძე, ნ. ყიფიანი.
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი                მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი და 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
1. განიხილეს: მსჯელობა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოპოების წესის შესახებ. 
ცნობა. წაკითხულ იქმნა ფაკულტეტების მოხსენებანი ამ საგნის შესახებ. 
დაადგინეს: ფაკულტეტების მიერ წარმოდგენილი დებულებანი, მათი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, მიღებულ იქმნა, მაგრამ შეტანილ იქმნა შემდეგი შესწორებანი: 
1. ხარისხის მოპოების ვადა, უნივერსიტეტის გათავების შემდეგ, უდრის ორს წელიწადს. 
2. შენიშვნაში იქმნეს შეტანილი, რომ ვისაც სწავლა დამთავრებული აქვს უმაღლეს სპეციალურ სასწავლებელში შეიძლება დაშვებულ იქმნას გამოცდებზე განსაკუთრებულ შემთხვევაში. 
3. მედიცინის დოქტორის ხარისხი, როგორც ერთად ერთი, მოსპობილ იქმნეს და მის ნაცვლად შემოღებულ იქმნეს ხარისხის მინიჭება სამეცნიერო დარგების მიხედვით, როგორც ეს არის სხვა ფაკულტეტებზე. 
4. სამეცნიერო ხარისხის მოპოებისათვის სავალდებულოა ზეპირი გამოცდების ჩაბარება. 
5. დისერტაციის დაწერის ვადად მიღებულ იქმნა ხუთი (5) წელი. 
6. დისერტაციის დაცვა საჯაროა. 
7. დისერტაციის დაცვისას ფაკულტეტი ორს ოფიციალურ ოპონენტს ჰნიშნავს. 
8. დისერტანტს არ ეძლევა მოწინააღმდეგე ოპონენტთა კრიტიკა წინასწარ განსახილველად. 
     დასასრულ ამორჩეულ იქმნა სარედაქციო კომისია, რომელსაც დაევალა შემდეგი კრებისათვის წარმოუდგინოს საბჭოს საბოლოო ტექსტი დებულებისა. 
    კომისიაში შევიდენ: პროფ. ი. ჯავახიშვილი, ა. რაზმაძე და ალ. ნათიშვილი. 
2. განიხილეს: პროფ. ი. ა. ანფიმოვის დამტკიცება დროებით მასწავლებლად ფსიქიატრიისა და ნერვიულ კათედრაზე.  
დაადგინეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა დაკმაყოფილებულ იქმნეს და პროფ. ი. ა. ანფიმოვი დამტკიცებულ იქმნეს დროებით მასწავლებლად ფსიქიატრიისა და ნერვიულ კათედრაზე პირველი მაისიდან.  
3. განიხილეს: ფარმაციის მაგისტრის ი. ტყეშელაშვილის დამტკიცება დროებით  ასისტენტის  მოვალეობის   აღმასრულებლად ფარმაციაფარმაკოგნოზიის კათედრაზე. 
დაადგინეს: თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, ფარმაციის მაგისტრი ი. ტყეშელაშვილი დამტკიცებულ იქმნა დროებით ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებლად ფარმაციაფარმაკოგნოზიის კათედრაზე, პირველი მარტიდან. 
4. განიხილეს: პროფესორების ალ. ნათიშვილისა და ნიკო კახიანის დამტკიცება ჰისტოლოგიის კათედრის გამგეებად. 
დაადგინეს: თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, პროფესორები ალექსანდრე ნათიშვილი და ნიკო კახიანი დამტკიცებულ იქმნენ ჰისტოლოგიის კათედრის გამგეებად პირველი მარტიდან. 
5. განიხილეს: ექიმების ზაიცევისა და ვალ. როსტომბეგოვის დამტკიცება დროებით ასისტენტებად ჰისტოლოგიის კათედრაზე. 
დაადგინეს: თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, ექიმები ზაიცევი და ვალ. როსტომბეგოვი დამტკიცებულნი იქმნენ დროებით ასისტენტებად ჰისტოლოგიის კათედრაზე, პირველი მარტიდან. 
6. განიხილეს: ექიმ ვ. კაკაბაძის დამტკიცება დიაგნოსტიკის კლინიკის ლაბორანტად. 
დაადგინეს: შუამდგომლობა სამკურნალო ფაკულტეტისა დაკმაყოფილებულ იქმნეს და ექიმი ვ. კაკაბაძე დამტკიცებულ იქმნეს დიაგნოსტიკის კლინიკის ლაბორანტად, პირველი აპრილიდან. 
7. განიხილეს: ექიმ მ. არჯევანიძის დამტკიცება ორდინატორად საბებიო კათედრასთან. 
დაადგინეს: თანახმად სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობისა, ექიმი მ. არჯევანიძე დამტკიცებულ იქმნეს ორდინატორად საბებიო კათედრასთან, ნაცვლად ექ. ფანიაშვილისა, (რომელიც სამსახურში გამოუცხადებლობის გამო დათხოვნილად ითვლება), თექვსმეტი მარტიდან. 
8. განიხილეს: პროფ. შ. ნუცუბიძისათვის დამატებითი სარგოს დანიშვნა. 
დაადგინეს: თანახმად  სიბრძნისმეტყველების  ფაკულტეტის შუამდგომლობისა პროფ. შალვა ნუცუბიძეს დაენიშნა დამატებით სარგოდ დოცენტის ჯამაგირი ზედმეტი საგნის კითხვისათვის, პირველი მარტიდან. 
9. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება, რომ სარედაქციო კომისიაში ფაკულტეტის მხრით არჩეულია პროფ. ვარლამ მოსეშვილი. 
დაადგინეს: ცნობად. 
 
  ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ვ. მოსეშვილი, ა. ბენაშვილი, ი. მოსეშვილი, ა. რაზმაძე, შ. ნუცუბიძე, ა. შანიძე  
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 9
,,8,, მაისს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი პროფ. ივ. ჯავახიშვილი. 
 დეკანები: პროფ. ვ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ს. ამირეჯიბი. 
     პროფესორები: ე. თაყაიშვილი, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედი   
                  ანი, დ. უზნაძე, რ. ბლეÁკი, ა. შანიძე, ი. მო 
                  სეშვილი, ა. რაზმაძე, ალ. დიდებულიძე,  
სოლ. ქურდიანი, ი. ბერიტაშვილი, ალ. ნათიშვილი, ვარლ. მოსეშვილი, გ. მუხაძე. 
         დოცენტები: ნოე ყიფიანი, ა. ხარაძე, კონსტ. ამირეჯიბი,   
         დიმ.  გედევანიშვილი 
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი              მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი. 
დაადგინეს: დამტკიცდა. 
1. განიხილეს: საბოლოო რედაქცია სამეცნიერო ხარისხის მოპოების წესის დებულებისა. 
დაადგინეს: მიღებულ იქმნა და დაადგინეს დაიბეჭდოს. 
2. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა, არჩეულ იქმნეს პეტერბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი ტფილისის უნივერსიტეტის დამსახურებულ პროფესორად პირველი მაისიდან. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და პროფ. ალ. ცაგარელი ერთხმად არჩეულ იქმნა ტფილისის უნივერსიტეტის დამსხაურებულ პროფესორად, პირველი მაისიდან 1920 წ.  
3. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა არჩეულ იქმნეს ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრაზე პროფესორად ბ. მიხეილ წერეთელი პირველი აპრილიდან. 
დაადგინეს: ფაკულტეტის შუამდგომლობის თანახმად არჩეულ იქმნა ერთხმად პროფესორად ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრაზე პირველი აპრილიდან. 
4. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს საზოგადო მიწათმოქმედების ასისტენტად არჩეული აგრონომი გიორგი ტარასის ძე რცხილაძე. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და აგრონომი გიორგი რცხილაძე დამტკიდებულ იქმნა საზოგადო მიწათმოქმედების ასისტენტად პირველი მაისიდან 1920 წ. 
5. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტთა გაფიცვის ხელმძღვანელი ბიუროს განცხადება, წარდგენილი ფაკულტეტის საბჭოში, გამოცდების მინიმუმის შესახებ. (სამკურნალო ფაკულტეტის მიერ პროფესორთა საბჭოში გადმოტანილი). 
დაადგინეს: ბიუროს განცხადება უყურადღებოდ იქმნეს დატოვებული, მხოლოდ, ვინაიდან პროფ. ალ. დიდებულიძემ განაცხადა, რომ მას არ გაუთავებია კურსი ფიზიკაში, ამიტომ ფიზიკა გამოტოვებულ იქმნეს მინიმუმის პროგრამიდან.  
6. განიხილეს: აგრონომბუნებისმეტყველ სტუდენტთა კავშირის გამგეობის განცხადება აგრონომიული განყოფილების მდგომარეობის შესახებ. 
დაადგინეს: გადაიდოს შემდეგისათვის.  
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, გ. მუხაძე, ა. რაზმაძე, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, ი. ფიგუროვსკი, დ. გედევანიშვილი, ა. დიდებულიძე, ვ. მოსეშვილი, ა. ხარაძე, კ. ამირაჯიბი, ი. მოსეშვილი, ს. ამირეჯიბი, ს. ქურდიანი, ა. შანიძე  
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 10
,,15,, მაისს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი 
დეკანები: პროფ. სიმ. ამირეჯიბი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი 
პროფესორები: გ. ახვლედიანი, შ. ნუცუბიძე, გ. ჩუბინაშვილი, დ. უზნაძე, ა. შანიძე, იას. მოსეშვილი, ა. რაზმაძე, ალ. დიდებულიძე, სოლ. ქურდიანი, ვარლამ მოსეშვილი, გრ. მუხაძე, ალ. ალადაშვილი, ივ. თიკანაძე 
დოცენტები: ნ. ყიფიანი, არჩ. ხარაძე, ივ. ფიგუროვსკი, დიმ. გედევანიშვილი, კონსტ. ამირეჯიბი.  
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი                მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი. 
დაადგინეს: დამტკიცდა. 
1. განიხილეს: დამფუძნებელი კრების წევრის აკაკი ჩხენკელის მისალოცი დეპეშა უნივერსიტეტში პირველი სადისერტაციო დისპუტის გამო. 
    ცნობა. რექტორმა, პროფესორმა ივ. ჯავახიშვილმა კრებას მოახსენა, რომ მან უკვე გაუგზავნა საპასუხო დეპეშა. 
დაადგინეს: ბ. რექტორის პასუხი საკმარისად იქმნა ცნობილი.  
2. განიხილეს: საკითხი სხვადასხვა თანამდებობათა შეუთავსებლობის შესახებ.  
დაადგინეს: პროფესორთა საბჭო აუცილებელ საჭიროდ სცნობს, რომ მის წევრთა მთელი ძალღონე ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებისა და ქართული მეცნიერების აღორძინებააყვავების საქმეს მოჰხმარდეს და ამიტომ შეუწყნარებლად სთვლის თავის წევრთათვის საპედაგოგიო მოღვაწეობის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არამც თუ ხელს არ უწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას, არამედ მეტოქეობასაც უწევს მას. 
3. განიხილეს:  პროფესორლექტორასისტენტთა  ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. 
დაადგინეს: არჩეულ იქმნა კომისია (ალ. ალადაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ანდრია რაზმაძე), რომელთაც დაევალა ლექტორასისტენტთა წარმომადგენლებთან ერთად გამოარკვიონ საკითხი ყოველმხრივ და თავისი მოხსენება საბჭოს წარმოუდგინონ. 
4. განიხილეს: აგრონომბუნებისმეტყველ სტუდენტთა კავშირის გამგეობის განცხადება აგრონომიული განყოფილების მდგომარეობის შესახებ. 
დაადგინეს: დაევალა სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტს წარმოუდგინოს პროფ. საბჭოს გეგმა აგრონომიული განყოფილების მოწყობის შესახებ. 
5. განიხილეს: პროფ. იასონ მოსეშვილის მოხსენება, უნივერსიტეტს ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები საშუალო სკოლის სარეორგანიზაციო კომისიაში. 
დაადგინეს: არჩეულ იქმნა კომისა (იასონ მოსეშვილი, ალ. ნათიშვილი, ა. რაზმაძე, ა. შანიძე), რომელსაც დაევალა შემდეგი სხდომისათვის წარმოუდგინოს პროფესორთა საბჭოს მოსაზრება საშუალო სკოლისა და უნივერსიტეტის ურთიერთობის შესახებ. 
6. განიხილეს: პროფ. ივ. ბერიტაშვილის განცხადება ,,უნივერსიტეტის მოამბის~ გამოცემისა და სარედაქციო კოლეგიის შესახებ. 
დაადგინეს: მიენდო ფაკულტეტებს გამოარკვიონ ,,მოამბის~ გამოცემის საქმე თუ როგორ იქმნეს დაყენებული მომავალში.  
7. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მოხსენება მიენიჭოს პროფ. ა. შანიძეს ენათმეცნიერების დოქტორის ხარისხი  ფაკულტეტის საჯარო სხდომის (9 მაისს) დადგენილების თანახმად. 
დაადგინეს: პროფ. აკ. შანიძეს მიენიჭოს ენათმეცნიერების დოქტორის ხარისხი მოხსენების თანახმად. 
8. განიხილეს: უნივერსიტეტის მონაწილეობა 26 მაისის დღესასწაულში. 
დაადგინეს: ამ საკითხის შესახებ საგანგებო მსჯელობა იქონიოს საბჭომ შემდეგ სხდომაზე. 
9. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა, მოწვეულ იქმნეს დროებით ლექციების წასაკითხად მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი ა. ა. მანუილოვი და მიეცეს მას მუდმივი  შტატის პროფესორის თანასწორი სარგო. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და პროფ. ა. ა. მანუილოვი მოწვეულ იქმნა დროებითი ლექციების წასაკითხად და დაენიშნა სარგოდ შტატის პროფესორის ჯამაგირი. 
10. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება, რომ ფაკულტეტის ყველა დარგისა და განყოფილების სტუდენტებს ახალი ენების (ფრანგულისა ან გერმანულის) შესწავლა ევალებათ პირველისა და მეორე წლის განმავლობაში. 
დაადგინეს: ცნობად. 
11. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა, განთავისუფლებულ იქმნეს ზოოლოგიისა და ენტომოლოგიის დოცენტი ბატ. ბ. უვაროვი პირველი ივნისიდან პირველ სექტემბრამდე. 
დაადგინეს: უარი ეთქვას. 
12. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა, რათა ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის კათედრის მოსაწყობად დროებით მოწვეულ პროფესორ ანფიმოვს ნება მიეცეს წარუდგინოს ფაკულტეტს დროებითი ასისტენტები და დაენიშნოს მას პროფესორის სარგო პირველი მაისიდან. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა.  
13. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, მიენდოს თავისუფალი კათედრების მოწყობისათვის ზრუნვა და საჭირო ხარჯების გაწევა: 
       ა) პათოლოგიური ანატომიისა პროფ. გრ. მუხაძეს. 
       ბ) საზოგადო პათოლოგიისა პროფ. ს. ამირეჯიბს. 
       ც) თერაპიული კლინიკისა პროფ. ალ. ალადაშვილს. 
       დ) ქირურგიული კლინიკისა პროფ. გრ. მუხაძეს 
და ე) საბებიო კლინიკისა პროფ. ივ. თიკანაძეს. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა.
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, ე. თაყაიშვილი, ა. რაზმაძე, მ. წერეთელი, დ. უზნაძე, ალ. ნათიშვილი, ა. ბენაშვილი, ვ. მოსეშვილი, ს. ქურდიანი, ნ. ყიფიანი, ა. ხარაძე, ა. დიდებულიძე, ა. შანიძე  
 
 
 

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 11
,,29,, მაისს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი. 
დეკანები: პროფ. კორნ. კეკელიძე, ს. ამირეჯიბი. 
პროფესორები: ე. თაყაიშვილი, შ. ნუცუბიძე, გ. ჩუბინაშვილი, გ. ახვლედიანი, მ. წერეთელი, დ. უზნაძე, ა. შანიძე, იასონ მოსეშვილი, ა. რაზმაძე, ალ. დიდებულიძე, ივ. ბერიტაშვილი, ს. ქურდიანი. გ. მუხაძე, ვარლ. მოსეშვილი, ალ. ალადაშვილი, ივ. თიკანაძე, ალ. ნათიშვილი. 
დოცენტები: ნოე ყიფიანი, კონსტ. ამირეჯიბი, დიმ. გედევანიშვილი, არჩ. ხარაძე. 
 
თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი                 მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინაკრების ოქმი და 
დაადგინეს: დამტკიცდა. 
1. განიხილეს: რექტორმა, პროფ. ივ. ჯავახიშვილმა მოახსენა საბჭოს, რომ გარდაიცვალა უნივერსიტეტის მთავარი შენობის ამგები ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი. 
დაადგინეს: პროფესორთა საბჭომ ფეხზე ადგომით პატივი სცა განსვენებულის ხსოვნას და დაადგინა:  
გადადებულ იქმნეს ოც ათას მანეთამდე (20. 000 მან.) დაკრძალვის ხარჯებისათვის. 
ეს ფული გამოღებულ იქმნეს უნივერსიტეტის მოულოდნელი ხარჯების თანხიდან ან სპეციალური თანხებიდან.  
2. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება ფაკულტეტის ჩამოყალიბებისა საზოგადოდ და კერძოდ სამეურნეო განყოფილების მოწყობის შესახებ. 
დაადგინეს:  სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო  ფაკულტეტთან დაარსდეს ცალკე ინსტიტუტი, რომლის მიზანია თეორიული კვლევაძიება სამეურნეო საკითხებისა და სწავლულ აგრონომთა მომზადება. 
   ეთხოვოს სამეურნეო განყოფილების წარმომადგენელთ შეიმუშაონ ინსტიტუტის წესდება და წარმოუდგინონ დასამტკიცებლად ჯერ სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტსა და შემდეგ პროფესორთა საბჭოს. 
3. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა გამოცხადდეს კონკურსი თავისუფალი კათედრების დასაჭერად. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს და კონკურსი გამოცხადდეს სამკურნალო ფაკულტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის მსგავსი პირობებით. 
  ეთხოვოს პროფ. ს. ქურდიანს, წარმოუდგინოს გამგეობას, თუ რა ცენზი მოეთხოვება მასწავლებლებს. 
4.   განიხილეს:   გამგეობის   განსაჩივრება სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დადგენილებისა, მიეცეს პრაქტიკული ვარჯიშობისათვის დაწესებული სარგო ისეთ პირთ, რომელთაც ვარჯიშობა ჯერ არ დაუწყიათ, მაგრამ კათედრებისა და კაბინეტების მოწყობაში არიან. 
დაადგინეს: გამგეობის მიერ ფაკულტეტის დადგენილების განსაჩივრება საფუძვლიანად იქმნა ცნობილი და დაადგინეს: 
  პრაქტიკული ვარჯიშობისათვის დაწესებული სარგო მხოლოდ იმ დღიდან მიეცესთ, როდესაც ვარჯიშობა ფაქტიურად დაიწყება. 
  ეთხოვოს დეკანებს, წარმოუდგინოს გამგეობას ცნობები იმის შესახებ, თუ რომელი პროფესორი რა დღიდან აწარმოებს პრაქტიკულ ვარჯიშობას. 
5. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება სამეცნიერო ხარისხების დარგებისა და გამოცდების გეგმის შესახებ. 
დაადგინეს: გამოცდების გეგმა დამტკიცებულ იქმნა და დაევალა ფაკულტეტს დამატებით წარმოადგინოს დამატებითი სამეცნიერო ხარისხის მისაღებ გამოცდების განაწილება.  
6. განიხილეს: კაბინეტებთან და კათედრებთან წიგნთსაცავის არსებობა: 
ცნობა. საკითხი აღიძრა იმის გამო, რომ გამგეოებამ შეუძლებლად დაინახა დაემტკიცებინა პროფ. ვარლამ მოსეშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 150.000 ასორმოცდაათი ათასი მანეთისა, რა თანხითაც მას ფარმაკოლოგიის კათედრის საჭიროებისათვის თამარ გრიგოლის ასულის  ბეგთაბეგოვისაგან შეეძინა სამკურნალო წიგნები. რექტორმა განუმარტა საბჭოს, რომ გამგეობამ იმიტომ ვერ დაუმტკიცა პროფ. ვარლამ მოსეშვილს მისი ანგარიში, რომ 
  1. ზედმეტად დანახარჯი თანხა (115.000 მანეთი) ბევრად აღემატებოდა კათედრის მოსაწყობად აღებული ავანსის რაოდენობას. 
  2. წიგნები მეტის მეტად ძვირად იყო ნაყიდი (მაგალითად, ბროკჰაუზეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი ოცდაათ ათას მანეთად). 
  3. კათედრისათვის შეძენილი წიგნები ფარმაკოლოგიის საკითხებს კი არ ეხებოდა სპეციალურად, არამედ წარმოდგენილი იყო საზოგადოდ სამკურნალო მეცნიერების სხვადასხვა დარგი. და ბოლოს 
  4. კათედრის მოსაწყობად აღებული თანხა ჰხმარდებოდა თავის პირდაპირ დანიშნულებას კი არა, არამედ უმთავრესად წიგნების შეძენის საქმეს. 
დაადგინეს: წიგნების შეძენა საზოგადოდ წიგნთსაცავის საქმეა. 
   კაბინეტებთან და კათედრებთან კი შეიძლება მხოლოდ ისეთი სპეციალური გამოცემების შეძენა (ისიც მხოლოდ ზოგიერთებისა), რომელნიც საჭირონი არიან ყოველ წუთს. 
   პროფ. ვარლამ მოსეშვილის მიერ ფარმაკოლოგიის კათედრისათვის შეძენილი წიგნები მის კერძო საკუთრებად დარჩეს. 
7. განიხილეს: მოხსენება კომისიისა საშუალო სასწავლებელთა სარეორგანიზაციო საბჭოსთვის უნივერსიტეტის  მოთხოვნილებათა გასაცნობად. 
დაადგინეს: არსებითი განხილვა მოხსენებისა, რომელიც სხდომაზე წაკითხული იყო, შემდეგისათვის გადაიდო.  
8. განიხილეს: დასასრულ საბჭოს მოჰხსენდა, რომ წიგნთსაცავმა მიიღო განსვენებული კიტა აბაშიძის მიერ უნივერსიტეტისადმი ნაანდერძევი ძვირფასი ბიბლიოთეკა. 
დაადგინეს: ა) გამოეცხადოს უღრმესი მადლობა განსვენებულის მეუღლეს. 
            ბ) კიტა აბაშიძის შვილები (ახლა რომ სწავლობს უნივერსიტეტში, ისიც და ისინიც, ვინც შემდეგში შემოვლენ) განთავისუფლებულ იქმნენ სწავლის ფულის გადახდისაგან.
 
 ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, შ. ნუცუბიძე, ექ. თაყაიშვილი, ა. რაზმაძე, ივ. თიკანაძე, ა. დიდებულიძე, ი. მოსეშვილი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე  
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 12
,,12,, ივნისს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი. 
დეკანები: პროფ. კორნ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ს. ამირეჯიბი.  
პროფესორები: ე. თაყაიშვილი, შ. ნუცუბიძე, მ. წერე  თელი, გ. ახვლედიანი, ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი, ალ. დიდებულიძე,  იას. მოსეშვილი, ს. ქურდიანი, ივ. ბერიტაშვილი. ნ. კახიანი,     ვარლამ მოსეშვილი, ივ. თიკანაძე.
დოცენტები: არჩილ ხარაძე. 
 
თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი              მდივანი: ა. შანიძე  
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი და 
დაადგინეს: დამტკიცდა. 
1. განიხილეს: მუხლობრივი განხილვა საშუალო სკოლის სარეორგანიზაციო კომისიაში არჩეულ უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მოხსენებისა (მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა უნდა მოსთხოვოს უნივერსიტეტმა საშუალო სასწავლებლებში კურსდამთავრებულთ). 
დაადგინეს: პირველი მუხლი (უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ საშუალო სკოლის დამთავრებისას გამოცდების კონტროლის შესახებ) უარყოფილ იქმნა, მაგრამ ამის გამო დაადგინა: 
    ეთხოვოს ფაკულტეტებს გამოარკვიონ, თუ რადარა საგნებში მოეთხოვოს დამატებითი გამოცდები უნივერსიტეტში შემომსვლელთ. 
    ამ დადგენილების ძალით სხვა მუხლების განხილვა ზედმეტად იქმნა მიჩნეული.  
2. განიხილეს: საზოგადო დებულება უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის შესახებ 
დაადგინეს: შედგა კომისია, რომელსაც დაევალა შემდეგი კრებისათვის წარმოადგინოს პროექტი დებულებისა. 
კომისიაში შევიდა ორორი წარმომადგენელი ფაკულტეტებიდან: 
1. სიბრძნისმეტყველების ფაკდან: კ. კეკელიძე და შ. ნუცუბიძე. 
2. სამათემატიკოსაბუნ. ფაკდან: ანდრია რაზმაძე და იასონ მოსეშვილი 
3. სამკურნალო ფაკულტეტიდან: ს. ამირეჯიბი და ალ. ნათიშვილი. 
თავმჯდომარედ კომისიისა საბჭოს მიერ არჩეულ იქმნა რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი. 
3. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა არჩეულ იქმნეს პროფესორად წმ. მათემატიკის კათედრაზე დოქტორი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე სალტიკოვი. 
დაადგინეს: წმიდა მათემატიკის დოქტორი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე სალტიკოვი არჩეულ იქმნა (ერთხმად), პროფესორად წმიდა მათემატიკის კათედრაზე 21 მაისიდან 1920 წ. 
4. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილი სასწავლო გეგმა და შტატები. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა, იმ განსხვავებით მხოლოდ, რომ კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრასთან კლინიკის არსებობა ჩვენს პირობებში არ იქმნა მიზანშეწონილად ცნობილი. ხოლო რაც შეეხება შტატებს, ისიც დამტკიცებულ იქმნა, კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კლინიკის პირადი შემადგენლობის გამორიცხვით. 
5. განიხილეს: საბიბლიოთეკო კომისიის თავმჯდომარის ა. შანიძის მოხსენება, რომ 1920/1921 აკადემიური წლის ხარჯთაღრიცხვაში გამოტოვებულია ერთი მუხლი, რომელიც შეეხება ბიბლიოთეკის მოწყობას და რომლისთვისაც გამოთხოვილი იყო 650.000 მანეთი.  
დაადგინეს: აღიძრეს შესაფერისი შუამდგომლობა სათანადო დაწესებულების წინაშე, რათა ბიბლიოთეკის მოსაწყობად ნავარაუდევი თანხა 650.000 მანეთი დამატებით იქმნეს გამოთხოვილი.  
6. განიხილეს: საბიბლიოთეკო კომისიის მოხსენება, რომ მან შეიწყნარა კომისიის წევრის ა. შანიძის თხოვნა, განთავისუფლებულ იქმნეს წიგნთსაცავის გამგის თანამდებობისაგან ოცი ივნისიდან 1920 წ. 
დაადგინეს: პროფესორთა საბჭომ დაამტკიცა კომისიის დადგენილება და თავის მხრით დაადგინა, მადლობა გამოეცხადოს საბიბლიოთეკო კომისიის თავმჯდომარეს ა. შანიძეს წიგნთსაცავის გამგის  თანამდებობის შესრულებისათვის აქამომდე. 
7. განიხილეს: იმავე კომისიის მოხსენება, გამოცხადდეს კონკურსი წიგნთსაცავის გამგის თავისუფალი ადგილის დასაჭერად. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა. დაევალა საბიბლიოთეკო კომისიას, კონკურსის პირობები  წარუდგინოს უნივერსიტეტის გამგეობას. 
8. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა, გამოყოფილ იქმნეს სათანადო თანხა საერთო საბიბლიოთეკო  ჯამიდან, რათა შესაძლებელი იყოს ფაკულტეტისათვის უსაჭიროესი ჟურნალებისა და წიგნების შეძენა. 
დაადგინეს: დაევალოს საბიბლიოთეკო კომისიას, რათა აღძრული შუამდგომლობა დაკმაყოფილებული იყოს შეძლებისდა გვარად. 
9. განიხილეს: ტფილისის უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის შუამდგომლობა, გადადებულ იქმნეს გამოცდების უკანასნკელი ვადა 30 ივნისამდის. 
დაადგინეს: ძალაში დარჩეს ძველი დადგენილება. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, ა. რაზმაძე, ექ. თაყაიშვილი, ალ. ნათიშვილი, ს. ქურდიანი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე  
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 13
,,19,, ივნისს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი. 
დეკანები: კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი.  
პროფესორები: ე. თაყაიშვილი, შ. ნუცუბიძე, გ. ჩუბინაშვილი, გ. ახვლედიანი, მ. წერეთელი, ა. შანიძე, ა. რაზმაძე, იასონ მოსეშვილი, სოლ. ქურდიანი, ივ. ბერიტაშვილი, ალ. დიდებულიძე, ალ. თვალჭრელიძე, ალ. ნათიშვილი, ვარლამ მოსეშვილი, ალ. ალადაშვილი, ი. თიკანაძე, გ. მუხაძე. 
დოცენტები: ნ. ყიფიანი, ა. ხარაძე. 
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი                მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი და 
დაადგინეს: დამტკიცდა 
1. განიხილეს: კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვა უნივერსიტეტის წესდების სამეცნიეროსასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის შესახებ. 
დაადგინეს: პროექტი დამტკიცებულ და მიღებულ იქმნა, შემდეგ ცვლილებათა შეტანით: 
ა) მეხუთე მუხლში ამოიშალა შენიშვნა, რომ ხუთი წლის შემდეგ არჩეულ პროფესორს უხუცესი ეწოდება. 
ბ) მერვე მუხლში: ორი სანიმუშო ლექციის ნაცვლად ერთი იქმნა ცნობილი, სახელდობრ ფაკულტეტის მიერ დანიშნული. 
ც) მეთერთმეტე მუხლს ასეთი აზრი მიეცა: პრივატდოცენტს შეუძლია ყოველგვარი ლექცია წაიკითხოს, მაგრამ მისი  ლექციები სავალდებულო ლექციების ნუსხაში არ უნდა შედიოდეს. 
დ) დაევალოს საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტს, წარმოადგინოს თავისი აზრი პროზექტორისა და ასისტენტის უფლებრივი მდგომარეობისა და მოვალეობის შესახებ. დასასრულს
ე) ,,მასწავლებლის~ მაგიერ შემოღებულ იქმნეს სახელწოდება ,,ლექტორი~. 
2. განიხილეს: როგორ უნდა შეუფარდდეს უკვე მიღებულ წესდებას აწინდელ პროფესორლექტორასისტენტთა მდგომარეობა. 
        შენიშვნა. საკითხი წამოიჭრა უნივერსიტეტის წესდების განხილვის გამო. 
დაადგინეს: დაევალოს იმავე კომისიას, რომ დამტკიცებულსა და საბოლოოდ მიღებულ წესდებას შეუფარდოს აწინდელი მდგომარეობა უნივერსიტეტის სასწავლოსამეცნიერო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრებისა და შეიმუშაოს დროებითი წესები, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაში გადასვლის საშუალებას მოგვცემს.  
3. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა: 
ა) არჩეულ იქმნეს პროფესორად საზოგადო გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრაზე ალექსანდრე ჯავახიშვილი. 
დაადგინეს: გადაიდოს შემდეგი სხდომისათვის. 
ბ) დამტიკცებულ იქმნეს ასისტენტად ფიზიოლოგიის კათედრასთან ექიმიბეითალი ლეონ ლეონიძე, პირველი ივნისიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.  
ც) დამტკიცებულ იქმნეს ასისტენტად სოფლის მეურნეობის მექანიკის კათედრასთან აგრონომი იულონ ლომოური, პირველი ივნისიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.  
დ) გადარიცხულ იქმნეს ფიზიოლოგიის ასისტენტი შალვა მატათაშვილი თვისებითი ანალიზის ლაბორატორიის ასისტენტად. 
დაადგინეს: გადარიცხულ იქმნა.  
 
  ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ი. თიკანაძე, ა. რაზმაძე, გ. ახვლედიანი, ს. ამირეჯიბი, ი. მოსეშვილი, ა. ბენაშვილი, კ. კეკელიძე  
 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს საგანგებო 
 
 

 

ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 14
,,19,, ივნისს 1920 წ.
 (ჩვეულებრივი სხდომის დასრულების შემდეგ) 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი 
პროფესორები: გ. მუხაძე, ა. რაზმაძე, კ. კეკელიძე, ს. ქურდიანი,  შ. ნუცუბიძე, ალ. ნათიშვილი, გ. ახვლედიანი, ს. ამირეჯიბი, ი. თიკანაძე, ა. ბენაშვილი, ა. ალადაშვილი, ე. თაყაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ი. ბერიტაშვილი, მ. წერეთელი, ალ. დიდებულიძე, ა. შანიძე. 
 
თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი              მდივანი: ა. შანიძე 
 
1. განიხილეს: ფარმაკოლოგიის პროფესორის ვარლამ მოსეშვილისა და მისი ასისტენტის აპოლონ ტყემალაძის საქმე (პროფ. ვარლამ მოსეშვილის მიერ წარმოდგენილი წიგნების ანგარიშის გამო). 
დაადგინეს: პროფესორთა საბჭომ მოისმინა კერძო თათბირზე საგანგებოდ არჩეული კომისიის მოხსენება პროფესორ ვარლამ მოსეშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესახებ (იხ. ოქმი #11, პროფ. საბჭოს სხდომისა 29 მაისს 1920 წ.) და დარწმუნდა, რომ აქ იყო შემცდელობა ბოროტმოქმედების ჩადენისა, რომელშიაც მონაწილეობა უნდა მიეღო მისს ასისტენტს აპოლონ ტყემალაძესაც. ამიტომ საქმის განხილვის შემდეგ პროფესორთა საბჭომ დაადგინა: 
1. წინადადება მიეცეს პროფესორ ვარლამ მოსეშვილს შემოიტანოს თხოვნა პროფესორის თანამდებობის განთავისუფლების შესახებ. 
2. დათხოვნილ იქმნეს სამსახურიდან ასისტენტი აპოლონ ტყემალაძე. 
შენიშვნა: გამოთქმულიყო კერძო აზრი (პროფ. გიორგი ახვლედიანის მიერ), რომ მითქმამოთქმისა და ყოველგვარი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ეს ამბავი ეცნობოს მთავრობის თავმჯდომარეს საიდუმლოდ. 
 
   ივ. ჯავახიშვილი, გ. მუხაძე, ა. რაზმაძე, კ. კეკელიძე, ს. ქურდიანი, შ. ნუცუბიძე, ალ. ნათიშვილი, გ. ახვლედიანი, ს. ამირეჯიბი, ი. თიკანაძე, ა. ბენაშვილი, ალადაშვილი, ე. თაყაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, მ. წერეთელი, ა. დიდებულიძე, ა. შანიძე 
 
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 15
,,30,, ივნისს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი. 
        დეკანები: ა. ბენაშვილი, კ. კეკელიძე, ს. ამირეჯიბი. 
პროფესორები: ე. თაყაიშვილი, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ს. ავალიანი, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. რაზმაძე, ი. ბერიტაშვილი, ალ. თვალჭრელიძე, ს. ქურდიანი, იასონ მოსეშვილი, ალ. ნათიშვილი, ი. თიკანაძე, ალ. ალადაშვილი, გ. მუხაძე 
       დოცენტები: არჩ. ხარაძე, ნ. ყიფიანი. 
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი               მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა ოქმი #13 
1. განიხილეს: კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი დროებითი წესებისა, რომელთაც საშუალება უნდა მოგვცეს უკვე მიღებული წესდებით გათვალისწინებულ ნორმალურ მდგომარეობაში გადავიდეთ. 
დაადგინეს: მიღებულ იქმნა. 
2. განიხილეს: უნივერსიტეტის წესდების განხილვა (მართვაგამგეობის ორგანოები). 
დაადგინეს: მიღებულ იქმნა ის მუხლები, რომლებიც რექტორს შეეხება.  
3. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა, არჩეულ იქმნეს საზოგადო გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრაზე ალექსანდრე ჯავახიშვილი. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი არჩეულ იქმნა (ერთხმად, ერთმა თავი შეიკავა) პროფესორად საზოგადო გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრაზე, პირველი ივნისიდან. 
4. განიხილეს: საფარმაცევტო განყოფილების სასწავლო გეგმა, წარმოდგენილი სამკურნალო ფაკულტეტის მიერ. დროებით დასამტკიცებლად. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
5. განიხილეს: სააგრონომო ინსტიტუტის პროექტი. 
დაადგინეს:  დაევალოს  სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო  ფაკულტეტს, შეიკრიბოს ხვალ, 1 ივნისს, და საჩქაროდ წარმოუდგინოს საბჭოს თავისი დასკვნა პროექტის შესახებ. 
6. განიხილეს: სწავლისა და გამოცდების დაწყება შემოდგომის სემესტრში და მისი დასრულება (ფაკულტეტების მოხსენების გამო). 
დაადგინეს: გამოცდები წყება პირველ ენკენისთვეს, თავდება ოცს; 
  ლექციების კითხვა იწყება პირველ ოქტომბერს; 
  ოციდან ენკენისთვის ბოლომდე სწარმოებს სტუდენტთა ჩაწერა ლექციებზე. 
  პირველი სემესტრი დასრულდეს 30 (ოცდაათ) დეკემბერს. 
7. განიხილეს: სახალხო განათლების სამინისტროს მოწერილობა, არჩეულ იქმნეს კომისია პოლიტეხნიკური ინსტიტუტის მდგომარეობის გამოსარკვევად. 
დაადგინეს: კომისიაში არჩეულ იქმნენ: პროფ. ა. რაზმაძე და ნ. ყიფიანი. 
8. განიხილეს: უნივერსიტეტის უმცროს მასწავლებელთა კავშირის გამგეობის მომართვა ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. 
დაადგინეს: პროფესორთა საბჭო ჰფიქრობს, რომ მის განკარგულებაში მყოფ ცნობათა მიხედვით, საგანგებო შუამდგომლობის აღძრვა სათანადო დაწესებულების წინაშე ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ამ ჟამად ნაყოფს ვერ გამოიღებს.  
9. განიხილეს: სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა, მხარი დაუჭიროს პროფესორთა საბჭომ მათ თხოვნას სამინისტროს წინაშე, რომ დაარსდეს სტიპენდიები სტუდენტებისათვის. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნეს. 
10.  განიხილეს:   სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ დარგების მიხედვით. 
დაადგინეს: დამტკიცდა იმ განსხვავებთ, რომ ფაკულტეტის მიერ ორ დარგად წარმოდგენილი წმ. ქიმიისა და ქიმიური ტეხნოლოგიის საგნები ერთ დარგში იქმნა მოქცეული (,,ქიმია~). 
11. განიხილეს:   სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება, რომ მომავალ სასწავლო წელს საშუალო სკოლაში კურსს დამთავრებულნი ჩარიცხულ იქმნენ საერთო წესების მიხედვით და დამატებითი გამოცდები კი არ მოეთხოვოს. 
დაადგინეს: დადასტურებულ იქმნა. 
12. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი სამათემატიკო განყოფილების მესამე კურსის სასწავლო გეგმისა. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა 
13. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა, დაენიშნოს პროფ. მ. წერეთელს შემოდგომის სემესტრიდან დამატებითი სარგო, რადგანაც მას დავალებული აქვს ფაკულტეტის მიერ ლექციების კითხვა ასურულ ენაში.  
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა.  
14. განიხილეს: საბჭოს მდივნის ა. შანიძის თხოვნა, განთავისუფლებულ იქმნეს მდივნის მოვალეობის  ასრულებისაგან ზაფხულში, ვინაიდან იგი სვანეთში მიემგზავრება სამეცნიერო მიზნით. 
დაადგინეს: განთავისუფლებულ იქმნეს პირველ სექტემბრამდე. 
14. განიხილეს: უნივერსიტეტის მოამბის გამოცემის საქმე. 
დაადგინეს: თანახმად  სიბრძნისმეტყველების  ფაკულტეტის მოხსენებისა, პროფესორთა საბჭომ დაადგინა: 
ა) უნივერსიტეტის ორგანოს გამოცემის ხელმძღვანელად და პასუხისმგებლად უნდა იყოს ერთი პირი; 
ბ) სარედაქციო კოლეგია უნდა შედგებოდეს ფაკულტეტების წარმომადგენელთაგან; 
გ) მოწვეულ იქმნეს საგანგებო კორექტორი, და უკანასკნელ, 
დ) სასურველია, რომ ხელმძღვანელ რედაქტორად სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის წარმომადგენელი იყოს. 
 
  ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, კ. კეკელიძე, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, ექ. თაყაიშვილი, ა. რაზმაძე, ალადაშვილი, ა. შანიძე, ს. ამირეჯიბი  
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 16
,,1,, ივლისს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ი. ჯავახიშვილი.  
        დეკანები: პროფ. კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ს. ამირეჯიბი 
 პროფესორები: ე. თაყაიშვილი, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, ა. შანიძე, ი. ბერიტაშვილი, იასონ მოსეშვილი, ალ. თვალჭრელიძე, ა. რაზმაძე, ალ. ალადაშვილი, გ. მუხაძე 
        დოცენტები: ნ. ყიფიანი, ა. ხარაძე 
 
თავჯდომარე: ი. ჯავახიშვილი                 მდივანი: ა. შანიძე 
 
წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი (#16)  
 
1. განიხილეს: სააგრონომიო ინსტიტუტის პროექტი, წარმოდგენილი სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მიერ. 
დაადგინეს: პროექტი მიღებულ იქმნა. 
2. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება, რომ კონკურსმა სასურველი შედეგი არ მოიტანა და ამიტომ სასურველია, უცხოეთიდან მოწვეულ იქმნენ პროფესორები თავისუფალ კათედრებზე. 
დაადგინეს: გაეგზავნოს მიმართვა პროფესორთა კავშირებს ევროპაში, დაასახელონ სასურველი კანდიდატები თავისუფალ კათედრებზე და პასუხის შემდეგ უკეთუ საჭირო იქმნეს, გაიგზავნოს საგანგებოდ კაცი.  
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტთა გამოცდა ფიზიოლოგიაში (სამკურნალო ფაკულტეტის მიერ აღძრული საკითხი). 
დაადგინეს: დაევალოს სამკურნალო ფაკულტეტს გამონახოს საშუალება სტუდენტთა გამოცდისათვის: უკეთუ, მაგალითად, პროფ. ი. ბერიტაშვილს შეუძლებლად მიაჩნია გამოცდების მოხდენა, მაშინ გამოცდები მოახდინონ მოსამზღვრე დარგების სპეციალისტებმა. 
4. განიხილეს: ვარლამ პავლეს ძის მოსეშვილის თხოვნა განთავისუფლებულ იქმნეს პროფესორის თანამდებობისაგან. 
დაადგინეს: თხოვნა შეწყნარებულ იქმნა. 
 
  კ. კეკელიძე, ა. რაზმაძე, ა. ბენაშვილი, ა. ხარაძე, ალადაშვილი, ი. ბერიტაშვილი, დ. უზნაძე, ს. ამირეჯიბი, ა. შანიძე  
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 17
,,7,, ენკენისთვეს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორის მოადგილე, პროფ. კ. კეკელიძე, 
        დეკანები: სიმონ ამირეჯიბი და ა. ბენაშვილი. 
 პროფესორები: გ. ახვლედიანი, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, დ. უზნაძე, ს. ქურდიანი, ა. დიდებულიძე, ი. ბერიტაშვილი, ა. რაზმაძე, ნ. სალტიკოვი, ა. ნათიშვილი, ნ. კახიანი, ა. ალადაშვილი. 
დოცენტები: ა. ხარაძე, ნ. ყიფიანი, კ. ამირეჯიბი, ი. ფიგუროვსკი. 
 
თავმჯდომარე: კ. კეკელიძე                     მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი (#16) 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
1. განიხილეს: მთავრობის წინადადება, მოეწყოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარალელური კურსები რუსულ ენაზე იმ სტუდენტთათვის, რომელნიც სწავლობდენ ყოფილს ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტში. 
დაადგინეს: 1) იმ სტუდენტთათვის, რომელნიც სწავლობდენ ყოფილს ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტში, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მეორესა და მესამე კურსებზე მოეწყოს პარალელური განყოფილებანი რუსულს ენაზე. რაიცა შეეხება მეოთხე კურსს, რომელიც ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტში არც არსებობდა ფაკტიურად,  საკითხი ამის შესახებ ღია დარჩეს ამ კურსის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაციის დაბოლოვებამდე. 
2) საექიმო ფაკულტეტის პარალელურ განყოფილებაში მეცადინეობა როგორც თეორიული ისე პრაქტიკული სწარმოებდეს ცალკე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამა თუ იმ საგანში, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის რუსულად იკითხება ლექციები; ხოლო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე _ იმის მიხედვით, თუ რამდენი სტუდენტი შემოვა პარალელურ განყოფილებაში. 
3) ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტის პარალელურ განყოფილებაში მიიღებიან თანახმად იმ მოთხოვნილებათა,  რომელნიც  დაკანონებულია  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის. 
4) ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტის მასწავლებელთა და მსახურთაგან მოწვეულ იქმნენ სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთო წესით, ის  პირნი,  რომელნიც  საჭირო  აღმოჩნდებიან უნივერსიტეტისათვის, განსაკუთრებით პარალელურ განყოფილებათა გახსნის შემდეგ და რომელნიც ამასთანავე აკმაყოფილებენ ყველა იმ მოთხოვნილებათ, რომელთაც სახელმწიფო უნივერსიტეტი უყენებს თავის მასწავლებელთა და მსახურთ. 
5) პარალელურ კურსებზე სწავლის სათანადოდ მოსაწყობად სასურველია მთელი ინვენტარი ყოფილის ამიერკავკასიის უნივერსიტეტისა სახელმწიფო უნივერსიტეტს გადმოეცეს. 
6) ვინაიდან პარალელურ განყოფილებათა მოწყობა რესპუბლიკის მთავრობისაგან მოითხოვს ზედმეტ ხარჯებს, სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმორიცხულ ამიერკავკასიის უნივერსიტეტის მსმენელთათვის სწავლის ფულის ნორმის გამორკვევა მიენდოს უნივერსიტეტის გამგეობას სახალხო  განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით. 
7) პარალელური განყოფილებიდან ძირითადში სტუდენტთა გადმორიცხვა შეიძლება, ხოლო ძირითადიდან პარალელურში გადარიცხვა კი არა. 
8) დაევალოს უნივერსიტეტის გამგეობას პარალელურ განყოფილებაზე ჩარიცხვის მსურველთა თხოვნების მიღება ამა სექტემბრის ოცდახუთამდე  აწარმოვოს. 
2. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა: 
ა) ექიმი ნ. ფალიაშვილი დამტკიცებულ იქმნეს სასანიტრო ინსტიტუტის ასისტენტად პირველი აგვისტოდან. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა 
ბ) ექიმი ზაქ. ბაქრაძე დამტკიცებულ იქმნეს ჰიგიენის კათედრის  ასისტენტად თხუთმეტი სექტემბრიდან. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა.  
ც) დამტკიცებულ იქმნეს შტატს გარეშე ლაბორანტად ფარმაციის მაგისტრი კუფცისი ჰიგიენის კათედრასთან. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა. 
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა, დამტკიცებულ იქმნეს პროფ. ნ. კახიანი საფერშლო სკოლის გამგედ (დროებით, ვიდრე სკოლის ლიკვიდაცია დასრულდებოდეს), და დაევალოს მას სკოლის შენობისა და ინვენტარის ჩაბარება და სასწავლო გეგმის შემუშავება და სხვა ამგვარი საკითხების გადაწყვეტა. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა.  
4. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება, რომ დეკანმა პროფ. ს. ამირეჯიბმა თხოვნა შეიტანა ფაკულტეტში, განთავისუფლებულ იქმნეს იგი დეკანის მოვალეობის შესრულებისაგან ავათმყოფობის გამო. 
დაადგინეს: მიღებულ იქმნა ცნობად. 
 
  კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, ს. ამირეჯიბი, ნ. კახიანი, ი. ბერიტაშვილი, დ. უზნაძე, გ. მუხაძე, ა. ხარაძე, ა. შანიძე  
 
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 18
,,14,, ენკენისთვეს 1920 წ. 
 
დაესწრო: რექტორის მოადგილე, პროფ. კ. კეკელიძე,  
        დეკანები: ა. ბენაშვილი და ს. ამირეჯიბი. 
პროფესორები: შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ა. შანიძე, ი. ბერიტაშვილი, ა. თვალჭრელიძე, ნ. კახიანი, გ. მუხაძე, ი. თიკანაძე 
        დოცენტები: ნ. ყიფიანი, ა. ხარაძე 
 
თავმჯდომარე:                                       მდივანი: 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი. 
დაადგინეს: დამტკიცდა. 
1. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა არჩეულ იქმნეს პროფესორი იაკობ ათანასეს ძე ანფიმოვი ნერვებისა და ფსიქიატრიის კათედრაზე სამის წლით. 
დაადგინეს: იაკობ ათანასეს ძე ანფიმოვი არჩეულ იქმნა პროფესორად ერთის წლით (1920/21 სააკადემიო წლის განმავლობაში) ნერვებისა და ფსიქიატრიის კათედრაზე (ცხრა თეთრი და ორი შავი, ერთმა თავი შეიკავა).  
2. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატთაგან (ალექსანდრე გიორგის ძე მაჭავარიანი და ალექსანდრე ვლადიმერის ძე ტიხონოვიჩი) არჩევა გამგისა ქირურგიული  კლინიკისათვის. 
       შენიშვნა. წაკითხულ იქნა ორთავე კანდიდატის ცურიცულუმ ვიტაე და დასკვნები რეცენზენტებისა მათი შრომების შესახებ. 
დაადგინეს: ალექსანდრე მაჭავარიანმა მიიღო თერთმეტი თეთრი, და ერთმა თავი შეიკავა; 
    ხოლო ალექსანდრე ტიხონოვიჩმა მიიღო ოთხი თეთრი, ექვსი შავი და ორმა თავი შეიკავა. 
    ამგვარად, ქირურგიული კლინიკის გამგედ არჩეულ იქმნა ალექსანდრე გიორგის ძე მაჭავარიანი.   
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა არჩეულ იქმნეს ვასილ დიომიდეს ძე მალენიუკი პროფესორად ფიზიოლოგიური ქიმიის კათედრაზე ერთის წლით. 
დაადგინეს: არჩეულ იქმნა ერთხმად ერთის წლით (1920/21 წლის განმავლობაში). 
4. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის  შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს პროფ. ალექსანდრე ალადაშვილი ფაკულტეტის დეკანად, ნაცვლად ს. ამირეჯიბისა. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა. 
5. განიხილეს: ამავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, დამტკიცებულ იქმნეს 
ა) პროფ. სიმ. ამირეჯიბი ჰიგიენის კათედრის დროებით გამგედ 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა. 
ბ) პროფ. ალ. ალადაშვილი ფაკულტეტის თერაპიული კლინიკის დროებით გამგედ. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა.  
6. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა: 
ა) გადარიცხულ იქმნეს ექიმი შალვა მიქელაძე თერაპიული კლინიკის ასისტენტად. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა 
ბ) დამტკიცებულ იქმნეს ექიმი მ. მუჯირი ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად პირველი ივლისიდან. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა. 
ც) დამტკიცებულ იქმნეს ექიმი ს. ყიფშიძე ნერვების კლინიკის ასისტენტად. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა 
7. განიხილეს: ,,უნივერსიტეტის მოამბის~ პასუხისმგებელი რედაქტორის არჩევა. 
დაადგინეს: თანახმად  სიბრძნისმეტყველების  ფაკულტეტის წინადადებისა, უნივერსიტეტის მოამბის პასუხისმგებელ რედაქტორად აირჩია პროფ. ა. შანიძე. 
8. განიხილეს: პროფ. კ. კეკელიძის მოხსენება, რომ სახალხო განათლების სამინისტროს ესაჭიროება მასწავლებლები საშუალო სკოლისათვის და ეთხოვოს უნივერსიტეტს დახმარება აღმოუჩინოს რაიმე სახით. 
დაადგინეს: უნივერსიტეტის საბჭო იზიარებს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის აზრს, რომ ეს დახმარება განხორციელდეს საპედაგოგიო ფაკულტეტის საშუალებით. 
  საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ მოეწყოს ეს ტეხნიკურად, მიენდოს კომისიას, რომელშიაც შედიან: პროფ. დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი და შალვა ნუცუბიძე. 
9. განიხილეს: საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ მოვეპყრათ იმ სტუდენტებს, რომელთაც გამოცდები არ ჩაუბარებიათ აქამომდე სავალდებულო საგნებში. 
დაადგინეს: სავალდებულო საგნებში გამოცდების ჩაბარების უფლება მიეცესთ შემოდგომის სემესტრის ბოლოს. დაევალოს ფაკულტეტებს გამოურკვიონ სტუდენტებს სავალდეუბლო საგნები და გამოცდები.  
10. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება, რომ სამეურნეო განყოფილების სასწავლო გეგმაში, გარდა უკვე აღნუსხული საგნებისა უნდა შეტანილ იქმნეს: მეორე კურსზე ფიტოპათოლოგია 
მესამეზე _ ჰიდროტეხნიკა 
მეოთხეზე _ მეღვინეობა 
დაადგინეს: ცნობად. 
11. განიხილეს: რექტორის მოადგილემ პროფ. კორნ. კეკელიძემ მოახსენა საბჭოს, რომ ქალაქის გამგეობის გადაწყვეტილებით ყოფილის ამიერკავკასიის  კერძო უნივერსიტეტის ქონება უნდა გადმოეცეს სახელმწიფო უნივერსიტეტს. 
დაადგინეს: დაევალა გამგეობას, ჩაიბაროს ქონება სხვადასხვა კათედრების წარმომადგენელთა დახმარებით. 
 
  კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, დ. უზნაძე, ი. თიკანაძე, მუხაძე, ი. ბერიტაშვილი, შ. ნუცუბიძე, ა. შანიძე  
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი.
 
# 19
,,15,, ოქტომბერს 1920 წ.
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი 
დეკანები: პროფ. კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ა. ალადაშვილი 
პროფესორები: ე. თაყაიშვილი, გ. ახვლედიანი, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე, გ. ჩუბინაშვლი, ა. შანიძე, ა. რაზმაძე, ნ. სალტიკოვი, ი. მოსეშვილი, ი. ბერიტაშვილი, ალ.  ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ს. ქურდიანი. ალ. ნათიშვილი, გ. მუხაძე, ი. თიკანაძე, ს. ამირეჯიბი 
დოცენტი: ა. ხარაძე. 
    
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი                მდივანი: ა. შანიძე 
 
0. წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი (#18) 
1. განიხილეს: პროექტი დებულებისა ტფილისის საპედაგოგიო ინსტიტუტთან ერთწლიანი კურსების დაარსებისათვის, რათა საშუალო სასწავლებელთათვის მასწავლებლების მომზადება დაჩქარებულ იქმნეს. 
დაადგინეს: პროექტი დამტკიცებულ იქმნა. 
2. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა გაუმჯობესებულ იქმნეს სამეცნიერო პერსონალის (განსაკუთრებით კი უმცროს მასწავლებელთა)  ქონებრივი მდგომარეობა. 
დაადგინეს: ა) აღიძრეს შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის მდგომარეობა გაუმჯობესებულ იქმნეს. 
   ამისთვის ამორჩეულ იქმნა კომისია, შემდგარი სამი პირისაგან (პროფ. კ. კეკელიძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი და შ. ნუცუბიძე) და მას უნდა შეუერთდეს სამი წარმომადგენელი უმცროს მასწავლებელთა კავშირისა. ეს დელეგაცია წარუდგეს მთავრობას და აუხსნას პროფესორასისტენტთა გაჭივრებული მდგომარეობა. 
    ბ) გამოყოფილ იქმნეს პროფესორთა საბჭოსაგან რამოდენიმე პირი (პროფ. შ. ნუცუბიძე, კ. კეკელიძე და გ. ახვლედიანი), რათა მათ დაევალოს, გამონახონ საშუალება შინაურულის გზით (მაგალ. სურსათსანოვაგისა, შეშისა თუ სხვა რამის დროზე შეძენით) უმწეო მდგომარეობის შესამსუბუქებლად. 
3. განიხილეს: პროექტი უმცროს მასწავლებელთა კავშირის წესდებისა. 
დაადგინეს: წესდების პროექტი დამტკიცებულ იქმნა მეორე პარაგრაფის პირველისა (ა) და მეორე (ბ) მუხლის გამოტოვებით. 
    წინადადება მიეცეს კავშირს, რომ შემოიტანოს საბჭოში თავისი აზრი, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს მათი წარმომადგენლობა ფაკულტეტებსა, პროფესორთა საბჭოსა და გამგეობაში.  
4. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა, არჩეულ იქმნეს პროფესორი მ. ვ. დოვნარზაპოლსკი სტატისტიკის კათედრაზე. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და პროფ. მ. ვ. დოვნარზაპოლსკი არჩეულ იქმნა სტატისტიკის კათედრაზე (17 თეთრი და 2 შავი) სამის წლით, დღიდან მოვალეობის ასრულების დაწყებისა. 
5. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, არჩეულ იქმნეს მიხეილ ალექსანდრეს ძე პოლიევქტოვი პროფესორად მსოფლიო ისტორიის კათედრაზე. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და ბ. მიხეილ ა. პოლიევქტოვი არჩეულ იქმნა პროფესორად (16 თეთრი და 3 შავი) მსოფლიო ისტორიის კათედრაზე სამის წლით, პირველი ოქტომბრიდან. 
6. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა, არჩეულ იქმნეს თეორიული მექანიკის კათედრაზე პროფესორის მოადგილედ ბ. ნიკო მუსხელიშვილი. 
    შენიშვნა: რადგანაც უნივერსიტეტის წესდების ძალით არ შეიძლება ვისიმე პროფესორად არჩევა, თუ ხარისხი არა აქვს, ამიტომ კენჭი ეყარა დოცენტობაზე. 
დაადგინეს: არჩეულ იქმნა ბნი ნიკო მუსხელიშვილი დოცენტად (17 თეთრი და 1 შავი; ერთმა თავი შეიკავა) პირველი სექტემბრიდან. 
    წინადადება მიეცა ფაკულტეტს აღძრას შუამდგომლობა საბჭოს წინაშე, რათა დოცენტ ნიკო მუხსელიშვილს, როგორც კათედრის გამგეს, დაენიშნოს პროფესორის ჯამაგირი. 
7. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა, არჩეულ იქმნეს თეორიული ფიზიკის კათედრაზე ბნი ლეონიდე სამუელის ძე ლეიბენზონი. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დაუბრუნდეს ფაკულტეტს და ეთხოვოს, ჯერ წარმოადგინოს საბჭოში, დასამტკიცებლად პრინციპიალური საკითხი: დაარსდეს მეორე პროფესურა ფიზიკის კათედრაზე და მხოლოდ შემდეგ იქმნეს წარმოდგენილი ესა თუ ის კანდიდატურა. 
8. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრაზე კონკურსის შედეგებისა და მედიცინის დოქტორის სპირიდონ ვირსალაძის არჩევნების შესახებ. 
დაადგინეს: საკითხის განხილვა გადაიდო შემდეგი სხდომისათვის, რადგანაც საბჭოში არ იყო წარმოდგენილი მეორე რეცენზია. 
9. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეწყოს გინეკოლოგიისა და მეანობის კათედრა.  
დაადგინეს: საბჭომ დაადასტურა ფაკულტეტის გადაწყვეტილება, რომ მოეწყოს ორი კლინიკა: ერთი სპეციალურად გინეკოლოგიისა და მეორე  მეანობისა. 
10. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამგომლობა, არჩეულ იქმნეს მეანობის კლინიკის გამგე პროფესორად მედიცინის დოქტორი ივანე თიკანაძე. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა და ბნი ივანე თიკანაძე არჩეულ იქმნა (14 თეთრი და 3 შავი; ერთმა თავი შეიკავა) მეანობის კლინიკის გამგე პროფესორად. 
11. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, არჩეულ იქმნეს მედიცინის დოქტორი გაბრიელ გრიგოლის ძე ღამბარაშვილი გინეკოლოგიის კლინიკის გამგე პროფესორად. 
დაადგინეს: შუამდგომლობის თანახმად, ბ. გაბრიელ ღამბარაშვილი არჩეულ იქმნა (16 თეთრი და 1 შავი) გინეკოლოგიური კლინიკის გამგე პროფესორად პირველი სექტემბრიდან.  
12. განიხილეს: დამტკიცებულ იქმნეს დროებით ასისტენტად ფიზიკის კათედრასთან ბნი ალექსანდრე გრიგოლის ძე ალფიმოვი, პირველი ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა.  
13. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენება, რომ ლექციების კითხვა კერძო მიწათმოქმედების საგანში მინდობილი აქვს სამეურნეო მექანიკის ასისტენტს იულონ ლომოურს. 
დაადგინეს: დადასტურებულ იქმნა. 
14. განიხილეს: რექტორის, პროფ. ივანე ჯავახიშვილის მოხსენება, რომ გამგეობას მოუვიდა განსვენებულის პროფ. იოსებ ყიფშიძის ქვრივის განცხადება ქონებრივი გაჭირების შესახებ და გამგეობის აზრია მიეცეს მას მთლად ის თანხა, რომელიც განსვენებულის პროფესორის სახელობის ფონდს შეადგენს. 
დაადგინეს: საბჭომ დაადასტურა გამგეობის აზრი და დაადგინა, მიეცეს განსვენებული პროფესორის ქვრივს ქნ ევგენია ყიფშიძისას მთელი თანხა, რომელიც პროფ. იოსებ ყიფშიძის ფონდს წარმოადგენს. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ა. დიდებულიძე, ალ. ჯავახიშვილი, ა. ხარაძე, ს. ქურდიანი, ა. ალადაშვილი 
 
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი. 
 
# 20
,,29,, ოქტომბერს 1920 წ. 
 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ივ. ჯავახიშვილი. 
დეკანები: პროფ. კ. კეკელიძე, ალ. ალადაშვილი 
პროფესორები: გ. ჩუბინაშვილი, შ. ნუცუბიძე, გრიგ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, დ. უზნაძე, ა. მანუილოვი, ე. თაყაიშვილი, ა. შანიძე, პ. მელიქიშვილი, ი. ბერიტაშვილი, ი. მოსეშვილი, ს. ქურდიანი, ალ. ჯავახიშვილი, ალ. დიდებულიძე, ა. რაზმაძე, ა. ნათიშვილი, გ. მუხაძე, ნ. კახიანი, ს. ამირეჯიბი, ი. თიკანაძე, გ. ღამბარაშვილი. 
დოცენტები: ა. ხარაძე, ა. მაჭავარიანი, დ. გედევანიშვილი. 
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი                მდივანი: ა. შანიძე 
 
0. წაკითხულ და დამტკიცებულ იქმნა წინა კრების ოქმი (#19) 
1. განიხილეს: ბნ დავით ღამბაშიძის მიერ რექტორის ი. ჯავახიშვილის სახელზე გამოგზავნილი წერილი (დაწერილი რომს, 25 აგვისტოს 1920 წ.), სადაც იგი აღნიშნავს, რომ მის მიერ დაკვეთილია უნივერსიტეტისათვის სხვადასხვა სალაბორატორიო ნივთები საზღვარგარეთ და ამიტომ საჭიროა შეტანილ იქმნეს ოსმალეთის ეროვნულ ბანკში სათანადო თანხა, რომელიც უდრის ერთ მილიონს, სამას სამოცდა რვა ათას შვიდას ორმოცდა ჩვიდმეტ მარკას. 
დაადგინეს: ეთხოვოს სათანადო ფაკულტეტების დეკანებსა და იმ კათედრების წარმომადგენელთ, რომელთაც საზღვარგარეთიდან ბ. დავით ღამბაშიძის საშუალებით სალაბორატორიო ნივთები დაიბარეს, წარუდგენ მთავრობას და აუხსნან საქმის ვითარება, რათა გამონახულ იქმნეს საშუალება შენაკვეთი ნივთების ვალის გასასტუმრებლად.  
2. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და სამკურნალო ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა პარალელური კურსებისათვის მიმდინარე სააკადემიო წლის განმავლობაში. 
დაადგინეს:  სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო  ფაკულტეტის ხარჯთაღრიცხვა დამტკიცდა, ხოლო სამკურნალო ფაკულტეტს ეთხოვა, აირჩიოს კომისია, რომელმაც უნდა შეამოკლოს, რამდენადაც შეიძლება, ხარჯები, და რადგანაც საქმე დაჩქარებას ითხოვს, ამიტომ ხარჯთაღრიცხვა, შემოკლებული სახით, გამგეობაში იყოს პირდაპირ წარდგენილი. 
3. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა, დაწესდეს ორი პროფესურა ფიზიკის კათედრაზე. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქნა. 
4. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, არჩეულ იქმნეს მეორე პროფესორად ფიზიკის კათედრაზე ლეონიდე სამუელის ძე ლეიბენზონი. 
დაადგინეს: თანახმად შუამდგომლობისა, ბნი ლეონიდე ლეიბენზონი არჩეულ იქმნა (20 თეთრი და 3 შავი), სამი წლის ვადით, მეორე პროფესორად ფიზიკის კათედრაზე, პირველი ნოემბრიდან. 
5. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის საგანში ლექციების კითხვა დროებით, ერთის წლის ვადით, მიენდოს პოლიტეხნიკური ინსტიტუტის ექსტრაორდინარ პროფესორს იოაკიმე ბედელიანს, როგორც კერძოდ დაქირავებულ პირს. 
დაადგინეს: ეთხოვოს ფაკულტეტს, კვლავ იქონიოს მსჯელობა მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის საგნის უზრუნველსაყოფელად.  
6. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა, ზოოლოგიის საგანში ლექციების კითხვა და აგრეთვე პრაქტიკული მუშაობის ხელმძღვანელობა და ლაბორატორიის მოწყობა დროებით, ერთის წლით, მიენდოს პოლიტეხნიკური ინსტიტუტის დოცენტს სიმონ იუზბაშიანს, რგორც კერძოდ დაქირავებულ პირს. 
დაადგინეს: შუამდგომლობა არ იქნა შეწყნარებული. 
7. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, გათანასწორებულ იქმნეს ასისტენტის მიხეილ შალამბერიძის მიერ ლეიპციგის უნივერსიტეტში მოპოებული დოქტორის ხარისხი ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის სამეცნიერო ხარისხთან. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა (კენჭის ყრის დროს თეთრი მიიღო 19, შავი არცერთი, ხოლო თავი შეიკავა ორმა). 
8. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრაზე კონკურსის შედეგებისა და მედიცინის დოქტორის სპირიდონ ვირსალაძის არჩევის შესახებ. 
დაადგინეს: მედიცინის დოქტორი სპირიდონ ვირსალაძე არჩეულ იქნა (თოთხმეტი თეთრი და რვა შავი) დოცენტად კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრაზე პირველი ნოემბრიდან. 
9. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა, დამტკიცებულ იქმნეს ბნი ალ. პარონსარქისოვი ბუხჰალტერიის ლექტორად პირველი ნოემბრიდან. 
დაადგინეს: შუამდგომლობა შეწყნარებულ იქმნა.  
10. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა: 
ა) დაენიშნოს პროფესორს  ნ. სალტიკოვს დამატებითი სარგო ზედმეტი საგნის (,,ანალიტიკურ ფუნქციათა თეორია~) წაკითხვისათვის, პირველი ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქნა. 
ბ) განეგრძოს დამატებითი სარგოს ძლევა პროფ. ა. რაზმაძეს ზედმეტი საგნის (,,რიცხვთა თეორია~) წაკითხვისათვის. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქნა 
გ) დაენიშნოს დოცენტს ნიკო მუსხელიშვილს, ვითარცა კათედრის გამგეს, პროფესორის ჯამაგირი. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქნა 
11. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა: 
ა) ზედმეტი საგნის წაკითხვისათვის დამატებითი სარგოს დანიშვნის დროს მხედველობაში მიღებული იქმნეს სალექციო საათების რიცხვი. 
დაადგინეს: ეთხოვოს ფაკულტეტებს აირჩიონ წარმომადგენლები კომისიაში, რომელსაც ევალება გამოარკვიოს და შეიმუშაოს წესები, რომლითაც უნდა  ხელმძღვანელობდეს  სამერმისოდ  გამგეობა დამატებითი სარგოების გაცემის დროს.  
ბ) დამტკიცებულ იქმნეს ნუსხა ჩასაბარებელი გამოცდების მინიმუმისა, წარმოდგენილი სამისავე განყოფილებისათვის.  
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
12. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა: 
ა) დამტკიცებულ იქმნეს ინჟ. სილიბისტრო ფილატოვი დროებით ლექტორად მეღვინეობის საგანში, პირველი ნოემბრიდან.  
დაადგინეს: დამტკიცებულ იქნა 
ბ) დამტკიცებულ იქმნეს დროებით ლექტორად ბეითლობის საგანში ბნი მიხეილ ფარცვანიძე, პირველი ნოემბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა 
გ) დამტკიცებულ იქმნეს დროებით ლექტორად ჰიდროტეხნიკისა და საინჟინრო ხელოვნებათა საგანში ინჟ. გრიგოლ ქურდიანი, პირველი ნოემბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა 
დ) დამტკიცებულ იქმნეს დროებით ლექტორად ფიტოპათოლოგიის საგანში ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ვორონიხინი, პირველი ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.  
13. განიხილეს: საგამომცემლო თანხის გარშემო. 
რექტორმა, პროფ. ივ. ჯავახიშვილმა მოახსენა პროფესორთა საბჭოს, რომ საგამომცემლო თანხა უკვე დაილია და, თუ არ აღმოჩენილ იქმნა რაიმე წყარო, წიგნების ბეჭდვა შეჩერდებაო. 
დაადგინეს: აღიძრეს მთავრობის წინაშე შუამდგომლობა, რათა უნივერსიტეტის გამოცემებისთვის გადადებულ იქმნეს კიდევ ხუთი მილიონი მანეთი. 
 
  ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, მ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, ა. ხარაძე, ს. ამირეჯიბი, გ. ღამბარაშვილი, ა. მაჭავარიანი, ა. ალადაშვილი, შ. ნუცუბიძე, ი. თიკანაძე, გ. მუხაძე, ა. შანიძე   
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი. 
 
# 21
,,12,, ნოემბერს 1920 წ. 
დაესწრო: რექტორი, პროფ. ი. ჯავახიშვილი 
       დეკანები: კ. კეკელიძე, ა. ალადაშვილი. 
       პროფესორები: გ. ჩუბინაშვილი, გრიგოლ წერეთელი, მიხ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, შ. ნუცუბიძე, ა. შანიძე, ი. ბერიტაშვილი, გ. მუხაძე, ი. თიკანაძე, ს. ამირეჯიბი, გ. ღამბარაშვილი 
დოცენტები: ა. ხარაძე, ნ. ყიფიანი, ა. მაჭავარიანი, ნ. მუსხელიშვილი 
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი                მდივანი: ა. შანიძე 
 
0. განიხილეს:  წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი (# 20) 
დაადგინეს: დამტკიცდა. 
1. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა, არჩეულ იქმნეს ფსიქიატრიული კათედრის დოცენტად და ამავე კლინიკის გამგედ ექიმი მიხეილ ასათიანი და დაენიშნოს მას პროფესორის სრული სარგო. 
დაადგინეს: ექ. მიხეილ ასათიანი არჩეულ იქმნა (თერთმეტი თეთრი და სამი შავი, ერთმა თავი შეიკავა) დოცენტის მოვალეობის აღმასრულებლად ფსიქიატრიულ კათედრაზე და ამავე კლინიკის გამგედ. 
სარგოდ თანახმად შუამდგომლობისა, დაენიშნა პროფესორის ჯამაგირი. 
2. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა, დამტკიცებულ იქმნეს ექიმი მიხეილ მზარეულიშვილი ვენერიულის და კანის სნეულებათა კათედრის ლექტორად და დაენიშნოს მას დოცენტის ჯამაგირი, პირველი ნოემბრიდან.  
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა, პირველი ნოემბრიდან, დროებით ლექტორად.  
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა: 
ა) დამტკიცებულ იქმნეს ექ. სერგო ხუნდაძე ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკის ასისტენტად 18 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
ბ) დამტკიცებულ იქმნეს ექ. ვალერიან კაკოიშვილი ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტად 25 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
გ) დამტკიცებულ იქმნეს პროვიზორი ნიკოლოზ მასხულია ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრაზე ასისტენტად 25 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა 
დ) დამტკიცებულ იქმნეს ექ. მიხეილ მგალობლიშვილი გინეკოლოგიური კლინიკის ასისტენტად 25 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
ე) დამტკიცებულ იქმნეს ექ. თამარ აბაშიძე ფაკულტეტის თერაპიული კლინიკის ლაბორანტად პირველი ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
ვ) გადარიცხულ იქმნეს სამკურნალო დიაგნოსტიკის კლინიკის ორდინატორი ექ. ნიკო მახვილაძე ამავე კლინიკის ლაბორანტის თანამდებობაზე. 
დაადგინეს: გადარიცხულ (დამტკიცებულ) იქმნა 
ზ) გადარიცხულ იქმნეს სამეანო კლინიკის ორდინატორი ევგენი  შალამბერიძე ამავე კლინიკის ლაბორანტის თანამდებობაზე. 
დაადგინეს: გადარიცხულ იქმნა. 
À) დამტკიცებულ იქმნეს ექ. სერგო ზედგინიძე ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკის ორდინატორად 18 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
თ) დამტკიცებულ იქმნეს ექ. ივანე ალადაშვილი ფაკულტეტის თერაპიული კლინიკის ორდინატორად 18 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
ი) დამტკიცებულ იქმნეს ექ. ნიკოლოზ ყიფშიძე ფაკულტეტის თერაპევტული კლინიკის ორდინატორად 18 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
ია) დამტკიცებულ იქმნეს ექ. აპოლონ ჭეიშვილი ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკის ორდინატორად 18 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
იბ) დამტკიცებულ იქმნეს ექ. მიხეილ ტყემალაძე სამკურნალო დიაგნოსტიკის კლინიკის ორდინატორად 25 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
იგ) დამტკიცებულ იქმნეს ექ. პეტრე სარაჯიშვილი ნერვული კლინიკის ორდინატორად 25 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
იდ) დამტკიცებულ იქმნეს ექ. პეტრე ქავთარაძე ნერვული კლინიკის ორდინატორად 25 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნეს. 
4. განიხილეს: პროფ. აკაკი შანიძის თხოვნა განთავისუფლებულ იქმნეს პროფესორთა საბჭოს მდივნის მოვალეობისაგან უნივერსიტეტის  სხვა საქმეებით დატვირთულობის გამო. 
დაადგინეს: თხოვნა შეწყნარებულ იქმნა და გამოეცხადა მადლობა აქამომდე სამდივნო საქმეების წარმოებისათვის.   
 
 
 

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი. 
 
# 22 
,,3,, დეკემბერს 1920 წ.
  
დაესწრო: რექტორი პროფ. ივ. ჯავახიშვილი 
დეკანები პროფესორები: კ. კეკელიძე, ი. ალადაშვილი , ა. ბენაშვილი. 
პროფესორები: გ. ახვლედიანი, შ. ნუცუბიძე, პოლიევკტოვი , ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი, პ. მელიქიშვილი, ა. რაზმაძე, ი. ბერიტაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ს. ქურდიანი. ი. თიკანაძე 
დოცენტები: ა. ხარაძე, ნ. მუსხელიშვილი, ა. მაჭავარიანი, ი. ფიგუროვსკი. 
 
თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი    მდივნის მაგიერ  აკ. შანიძე 
 
0. განიხილეს: წაკითხულ იქმნა წინა კრების ოქმი. 
დაადგინეს: დამტკიცდა. 
00. განიხილეს: რექტორის პროფ. ივ. ჯავახიშვილის წინადადების თანახმად პროფესორთა საბჭომ ფეხზე ადგომით პატივი სცა განსვენებული არტისტის ლადო ალექსიმესხიშვილის ხსოვნას. 
1. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა: 
არჩეულ იქმნეს პროფესორად საზოგადო პათოლოგიის კათედრაზე პომÁენ გრიგოლის ძე მეზერნიცკი, სამის წლით და მიეცეს პროფესორის სარგო 15 ნოემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: თანახმად შუამდგომლობისა ბ. პომÁენ მეზერნიცკი არჩეულ იქმნა (ერთხმად) საზოგადო პათოლოგიის კათედრაზე პროფესორად სამი წლის ვადით და დაენიშნა ჯამაგირი 15 ნოემბრიდან, უკეთუ ორი კვირის განმავლობაში მოვალეობის შესრულებას შეუდგება. 
2. განიხილეს: იმავე ფაკულტეტის შუამდგომლობა:  
ა) დამტკიცებულ იქმნეს ქირურგიული პათოლოგიის ორდინატორად პირველი ნოემბრიდან 1920 წ.: ექ. ნიკოლოზ ანთელავა და ექ. ვლადიმერ ჩირგაძე. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა. 
ბ) დამტკიცებულ იქმნეს ექ. ლეონტი ელიაშვილი გინეკოლოგიის ორდინატორად პირველი ნოემბრიდან 1920 წ.  
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა. 
გ) მიეცეს პროფ. ივანე ბერიტაშვილს დამატებითი სარგოს სახით 30% ჯამაგირისა (15%ის ნაცვლად რომელიც ეძლეოდა), რადგანაც ის აწარმოებს პრაქტიკულ ვარჯიშობას ყოველ დღე ორს კურსზე. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა. 
დ) მიეცეს დოცენტს ალექსანდრე მაჭავარიანს, როგორც კლინიკის ხელმძღვანელს პროფესორის სარგო დღიდან არჩევისა, ე.ი. 13 სექტემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა 
3. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნების მეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა: 
ა) არჩეულ იქმნეს დოცენტად ქიმიის კათედრაზე დოქტორი მიხეილ შალამბერიძე და განეგრძოს მას სტიპენდიის მიცემა, ვიდრე ლექციების კითხვას შეუდგებოდეს.  
დაადგინეს: თანახმად შუამდგომლობისა დოქტორი მიხეილ შალამბერიძე არჩეულ იქმნა (ერთხმად) დოცენტად ქიმიის კათედრაზე და დოცენტის ჯამაგირი გაუჩინეს დღიდან ამ თანამდებობაზე დამტკიცებისა, ე.ი. 3 დეკემბრიდან 1920 წ.  
ბ) დამტკიცებულ იქმნეს დროებით ლექტორად სამეურნეო ეკონომიის საგნის წასაკითხავად ბნი გიორგი გეხტმანი პირველ დეკემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
გ) დამტკიცებულ იქმნეს დროებით ლექტორად მცენარეთა ანატომიის და ფიზიოლოგიის საგნის წასაკითხავად ბნი ვასილ ალექსანდროვი  პირველი დეკემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
დ) დამტკიცებულ იქმნეს დროებით ასისტენტად ფიზიკური გეოგრაფიის კათედრასთან ბნი ბესარიონ ყავრიშვილი პირველი დეკემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
4. განიხილეს: სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს ბერძნული ენის დროებით ლექტორად ბ. ათანასე ჯვარიშეიშვილი პირველი დეკემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
5. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნების მეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა, დაენიშნოს დოცენტს არჩილ ხარაძეს დამატებითი სარგო (ძირითადი  ჯამაგირის ნახევარი) პირველი ნოემბრიდან 1920 წ., ვინაიდან მას ფაკულტეტის დავალებით მინდობილი აქვს, გარდა ორი საგნის კითხვისა, აგრეთვე სავარჯიშო მეცადინეობის წარმოება ანალიზსა, ინტეგრალურ აღრიცხვასა,  ანალიტიკურ გეომეტრიასა და  დიფერენციალურ შეთანასწორებათა თეორიაში.  
დაადგინეს: შეწყნარებულ იქმნა. 
6. განიხილეს: სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის მოხსენება: 
ა) სავალდებულო საგნებში გამოცდების ჩაბარებისა სპეციალობის მიხედვით და საზოგადოდ ფაკულტეტზე სასწავლო გეგმის ცოტაოდენი ცვლილების შემოღების შესახებ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
ბ) რომ ფაკულტეტს შეუძლებლად მიაჩნია დაავალოს პროფესორს, თუნდაც მას ზედმეტი საგანი ჰქონდეს ჩაბარებული, ექვს საათზე მეტი ლექცია იკითხოს კვირაში.  
დაადგინეს: ცნობად  
7. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნების მეტყველო ფაკულტეტის მოხსენება: 
ა) განთავისუფლებულ იქმნეს ასისტენტი ჩხიკვიშვილი მოვალეობის აღსრულებიდან ამა წლის პირველი დეკემბრიდან. 
დაადგინეს: განთავისუფლებულ იქმნა. 
ბ) პარალელურ კურსებზე ორგანიული ქიმიის კათედრის ასისტენტად დამტკიცებულ იქმნეს ძირითადი განყოფილების ასისტენტი ნ. ციციშვილი, რომელსაც სარგო უნდა დაენიშნოს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
8. განიხილეს: წევრების არჩევა კომისიაში, რომელსაც ევალება განიხილოს საკითხი უნივერსიტეტთან მოეწყოს ტეხნიკურ ცოდნათა გამავრცელებელი განყოფილებანი. 
დაადგინეს: არჩეულ იქმნენ პროფესორები: ივ. ჯავახიშვილი, პ. მელიქიშვილი, ა. რაზმაძე, ა. დიდებულიძე, და ა. ჯავახიშვილი. 
9. განიხილეს: რექტორმა, პროფ. ივ. ჯავახიშვილმა მოახსენა საბჭოს, რომ საზღვარგარეთიდან მოვიდა პროფ. ფ. გოგიჩაიშვილის მიერ შეძენილი წიგნებისა და ბ. დ. ღამბაშიძის მიერ დაკვეთილი სალაბორატორიო ნივთების ანგარიშები. 
დაადგინეს: ცნობად. 
10. განიხილეს: უნივერსიტეტის წესდების განხილვა (გაგრძელება): საბჭოს ფაკულტეტებისათვის. 
დაადგინეს: დამტკიცდა 
პროფ. სოლომონ ქურდიანი პირადად საჭიროდ თვლის შეტანილ იქმნეს შენიშვნად, რომ დროებით შეიძლება ხარისხის უქონელი პირნიც იყვნენ საბჭოსა და ფაკულტეტების სწორუფლებიან წევრებად. 
 პროფ. სოლ. ქურდიანის აზრი საბჭომ არ გაიზიარა. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, ა. რაზმაძე, გ. ახვლედიანი, კ. კეკელიძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. ალადაშვილი, ა. შანიძე, ა. ბენაშვილი, ა. ხარაძე, ს. ქურდიანი
საბჭოს მდივანი: მიხეილ წერეთელი  
 
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი. 
 
# 23
,,29,, დეკემბერს 1920 წ.  
 
       დაესწრო: პროფესორები: ივ. ჯავახიშვილი, დ. უზნაძე, გიორგი ჩუბინაშვილი, ალ. ალადაშვილი, აკაკი შანიძე, შ. ნუცუბიძე, პოლიევკტოვი, გ. ღამბარაშვილი, ი. მოსეშვილი, ა. რაზმაძე, გ. წერეთელი, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ი. ბერიტაშვილი, ყიფიანი, ალ. თვალჭრელიძე, ივ. თიკანაძე, არ. ხარაძე, მ. წერეთელი, ა. ბენაშვილი. 
 
თავმჯდომარე: რექტ._ პროფ. ივ. ჯავახიშვილი
მდივანი: მ. წერეთელი 
 
1. განიხილეს: პროფესორთა საბჭოს წევრთა საბჭოს კრებებზედ დაუსწრებლობის საკითხი. 
დაადგინეს: საკითხი არ გადაწყვეტილა არც საბჭოს წევრთა დაჯარიმებით კრებებზე დაუსწრებლობის გამო, არც საბჭოს წევრთა  რიცხვის შემცირებით. 
2. განიხილეს: საპედაგოგიო ინსტიტუტის დირექტორის პრ. დ. უზნაძის  მოხსენება და თხოვნა, გაეხსნას მას ინსტიტუტისათვის 107.700 მან: კრედიტი. და ყოველთვიურად პირველ ივნისამდე. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
3. განიხილეს: ასისტენტობისა და ლაბორანტობის საკითხი. 
დაადგინეს: მოეთხოვოს სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტებს წარმოადგინონ თავიანთი აზრი ასისტენტობისა და ლაბორანტობის შესახებ. 
4. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა: ა) დამტკიცებულ იქმნეს ექ. მარუაშვილი სამკურნალო ქიმიის დროებით ასისტენტად და მიეცეს მას სარგო დღიდან ამორჩევისა, 15 ნოემბრიდან 1920 წ.  
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა.  
ბ) დამტკიცებულ იქმნას ექ. ვალ. ჩხეიძე ჰისტოლოგიის ძირითად კათედრის დროებით ასისტენტად და მიეცეს მას სარგო პირველ ნოემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
გ) დამტკიცებულ იქმნას ექ. ნიკო ორლოვსკი ქირურგიულ პათოლოგიის კლინიკის პარალელურ კურსის ორდინატორად და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა, 15 ნოემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
დ) დამტკიცებულ იქმნას ექ. ილია თოფურიძე საექიმო ქიმიის დროებით ასისტენტად და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა, 15 ნოემბრიდან 1920 წ.  
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
ე) დამტკიცებულ იქმნას ექ. სიმ. აბაშიძე ფარმაკოლოგიის დროებით ასისტენტად და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა, 15 ნოემბრიდან 1920 წ.
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
ვ) დამტკიცებულ იქმნან ნორმალურ ანატომიის დროებით ასისტენტებად ექიმები: პოილაკ ტერაკოპოვი და არტაშეზ მალაევი და მიეცეთ მათ სარგო დღიდან არჩევისა, 28 ნოემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
ზ) დამტკიცებულ იქმნას პარალელურ განყოფილებაზედ სამკურნალო დიაგნოსტიკის ორდინატორად ექიმი ვლადიმერ ფანცხავა და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა, 28 ნოემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
თ) დამტკიცებულ იქმნას გინეკოლოგიურ კლინიკის ლაბორანტად ექ. ნიკოლოზ ტიკრიაშვილი და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა, 28 ნოემბრიდან 1920 წ.  
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
ი) დამტკიცებულ იქმნას გინეკოლოგიის კლინიკის ორდინატორად ექ. აკაკი (იაკობ) ხოჭოლავა და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა, 28 ნოემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
კ) დამტკიცებულ იქმნას პარალელურ განყოფილებაზედ ჰისტოლოგიის ლექტორად ფილიპე ზაიცევი. 
დაადგინეს: საკითხი გადაიდო.  
5. განიხილეს: საკითხი სტუდენტთა სწავლის ფულის გადიდების შესახებ.  
დაადგინეს: გადიდებულ იქმნეს სწავლის ფული და დაწესდეს 500 მანეთი სემესტრში, სტუდენტთა მიერ სასწავლოდ შესატანი. 
6. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება, თუ რა წესით მიეცეთ სარგო ძირითად განყოფილებიდან პარალელურზე მიწვეულ ასისტენტორდინატორებს. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა სარგოს მიცემა: ფიზიოლოგიის ასისტენტებს ლეონიძეს და ვაწაძეს _ ერთი ასისტენტის სარგო, ქირურგ. პათოლ. ორდინატორებს ჩირგაძეს და ანთელავას _ ერთი ასისტენტის სარგო. ბაქტერ: ასისტენტებს ივანოვაამირეჯიბს და ჩიჯავაძეს _ ერთი ასისტენტის სარგო. ტოპოგრ. ანატომ. და ოპერატ. ქირურგ ასისტენტებს დემეტრაძეს და იოსელიანს თვითეულს _ სრული სარგო ასისტენტისა, სამკურ. დიაგნოსტიკის ასისტენტს წინამძღვრიშვილს _ სრული ასისტენტის სარგო. 
7. განიხილეს: კომისიის არჩევა სახელმწიფო გამოცდების დებულების შესამუშავებლად. 
დაადგინეს: არჩეულ იქმნა კომისია, რომლის წევრნი არიან: პროფ: სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტიდან _ დ. უზნაძე და შ. ნუცუბიძე, სამკურნალოდან _ გ. ღამბარაშვილი და ალ. ალადაშვილი, სამათ.საბუნებისმეტყველო ფაკულტეტიდან _ ა. რაზმაძე, ი. მოსეშვილი და ქურდიანი. დაევალოს პრ. დ. უზნაძეს კომისიის მოწვევა. 
8. განიხილეს: სამათემ.საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობა დამტკიცებულ იქმნეს თვისებითი ანალიზის ლაბორატორიის ასისტენტად მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კალისტრატე  მაჯგალაძე და მიეცეს მას სარგო დღიდან არჩევისა, 1 დეკემბრიდან 1920 წ. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა. 
9. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობა შეძენილ იქმნას რენტგენის კაბინეტის აპარატები საქართველოს წითელ ჯვრის გამგეობისაგან. 
დაადგინეს: დამტკიცებულ იქმნა: ფასი ნაწილად იქმნება გადახდილი. დადგენილ იქმნა გამგეობამ შეატყობინოს ეს დადგენილება საბჭოსი საქართველოს წითელ ჯვარს ამ ოქმის დამტკიცებამდის. 
10. განიხილეს: მიმდინარე საკითხები. 
ა) ი. ნ. ანანოვის განცხადება, რომ მოსკოვის უტის პროფესურას განძრახვა აქვს განაახლოს სამეცნიერო კავშირი საქართველოსთან ქ. სახელმწიფო უტის საშუალებით.  
დაადგინეს: მიეცეს ბ. ი. ნ. ანანოვს პასუხად, რომ უკვე არსებობს ასეთი დამოკიდებულობა ქ. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსეთისა და სხვა ქვეყანათა უნივერსიტეტთა შორის.  
ბ) სამათ.საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის აზრი ნაბეჭდ შრომათა ავტორების ჰონორარის შესახებ. 
დაადგინეს: მიენდოს ფაკულტეტთა დეკანებს, ამ საკითხის შესახებ საერთო აზრი შეიმუშავონ ფაკულტეტებმა და წარადგინონ პროფესორთა საბჭოში ორი კვირის განმავლობაში. 
11. განიხილეს: უნივერსიტეტის წესდების განხილვის გაგრძელება. 
დაადგინეს: სასწრაფო კრების მოწვევა უნივერსიტეტის წესდების განხილვის გაგრძელებისათვის, რადგანაც ეს საკითხი არ განხილულა მე 23 სხდომაზედ, 29 დეკემბერს 1920 წ. 
 
  ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ა. ხარაძე, წერეთელი, მ. პოლიევქტოვი, ნ. ყიფიანი, ა. ალადაშვილი, ა. შანიძე, ა. თვალჭრელიძე, გ. ჩუბინაშვილი, ი. მოსეშვილი, ა. რაზმაძე, დ. უზნაძე 
საბჭოს მდივანი: მ. წერეთელი  

 

 

 

 წყარო:  "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორთა საბჭოს ოქმები", გამოსაცემად მოამზადეს მანანა ლილუაშვილმა და ზურაბ გაიპარაშვილმა, თბ., უნივერსალი, 2006

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates