• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ზალიპსკი ბორის

ზალიპსკი ბორის იზრაელის ძე (?-?) - საქართველოში მოღვაწე რუსი საოპერო მომღერალი. ტენორი. პროფესიული განათლება არ მიუღია. 1903-1904 წწ-ში სარატოვის, 1905, 1909, 1913 წწ-ში პეტერბურგის, 1914  ყაზანის საოპერო თეატრებში მოღვაწეობდა. 1913 წ-დან თბ. ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. მეტსახელად „ტკბილხმოვან ორფეოსს“ უწოდებდნენ. 1915  ქ. პერმში იმღერა.

21.V.1918.   იასონის როლს ასრულებდა რ. გოგნიაშვილის „ქრისტინეში“.  21.II.1919.       ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერისას აბესალომის პარტიის პირველი შემსრულებელი იყო.

1921-1929 წწ-ში  კვლავაც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტია. მას შემოქმედებით პარტნიორობას უწევდნენ: ო. ბახუტაშვილი-შულგინა; ს. ინაშვილი; გ. ქურხული; ა. ჭუმბურიძე; ფ. შალიაპინი და სხვ. ქართულ რეპერტუართან ერთად, უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებსაც ასრულებდა: ფაუსტს (შ. გუნოს „ფაუსტიდან“); ვერთერს (ჟ. მასნეს „ვერთერიდნ“); ჰერცოგს (ჯ. ვერდის „რიგოლეტოდან“); ალფრედს (ჯ. ვერდის „ტრავიატადან“); ნადირის (ჟ. ბიზეს „მარგალიტის მაძიებლებიდან“); ალმავივას (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქიდან“); კავარადოსის (ჯ. პუჩინის „ტოსკადან“); ლენსკის, ტრიკეს, გერმანის, მასწავლებლის, ანდეის (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინიდან“, „პიკის ქალიდან“, „ჩერევიკიდან“, „მაზეპადან“); შუისკის (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვიდან“); ბომელიის (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლედან“); დუბროვსკის (ნაპრავნიკის „დუბროვსკიდან“) და სხვ.

ლიტ.: რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015.

ზურაბ ლეჟავა

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates