• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ვარდოიანცი მიკიჩ

ვარდოიანცი მიკიჩ (1971, ალექსანდროპოლი  - 1955, პარიზთან ახლოს) -  სოციალ-დემოკრატი. ეროვნებით სომეხი. განათლება თბილისის სახელოსნო სასწავლებელში მიიღო. 1898 წ-დან რსდმპ-ის წევრი, 1905 წ-დან მენშევიკი. პარტიულ საქმიანობას ძირითადად ბაქოში ეწოდა. სხვადასხვა დროს სამჯერ იყო დაპატიმრებული. წლების განმავლობაში ცხოვრობდა არალეგალურად კავკასიის სხვადასხვა ქალაქში.

            1917  შედიოდა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოში. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი.                    1918-1921 წწ-ში იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგოადოების წევრი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.        

ოკუპაციის შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც ჩეკამ დააპატიმრა, 1922 სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად გააძევეს ქვეყნიდან. 1923 წ-დან ცხოვრობდა პარიზში, მუდმივი კავშირი ჰქონდა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ლიტ.: სსცა -ფ. 1836. აღწ. 1.  საქ. - 109.                   

ნოდარ ჩხაიძე

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates