ესაძე სიმონ სპირიდონის ძე (1868 - 1927) - გენერალი. დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი, შემდეგ - კონსტანტინეს სახელობის მე-2 სამხედრო სასწავლებელი. 1894-1901 წწ-ში მსახურობდა ქვეითთა 264-ე პოლკში. 1901 წ-დან იყო ჯერ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო-ისტორიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ უფროსი.
1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918-1920 წწ-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსი. ქართული არმიის არქივისა და მუზეუმის უფროსი. 1921 წ-დან იყო საქართველოს მთავარი საარქივო სამმართველოს სამხედრო ისტორიული სექციის უფროსი. 1923-1927 წწ-ში სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსი.
ლიტ.: М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. I. 2007.
მიხეილ ბახტაძე