• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ორბელიანი (ბაგრატიონი)   ელისაბედ ირაკლის ასული

ორბელიანი (ბაგრატიონი)   ელისაბედ ირაკლის ასული  (1871, ქ. თბილისი - 1942,  ქ. თბილისი) - ქართველი პოეტი, მთარგმნელი,  იგი ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით  ,,საზანდარი’’.   ე. ბაგრატიონ-ორბელიანისა ქართლ-კახეთის მეფის  ერეკლე  II-ისა (მამის მხრიდან) და ჭავჭავაძის (დედის მხრიდან) შთამომავალია.    განათლება პარიზში მიიღო. ერთხანს  ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ლექსებს ფრანგულად წერდა. 1919-1920 წლებში რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს ,,თავისუფალი საქართველო’’, ,,საქართველოს რესპუბლიკა’’ (ორივე ფრანგულ ენაზე) და ,,საქართველოს მოამბე’’ (ინგლისურ ენაზე), ფრანგულად თარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი“ და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ,  ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის,  ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის,  ვაჟა-ფშაველასა და სხვათა შემოქმედება.იგი 1918-ს ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ  მიიწვია უნივერსიტეტში უცხოენათა ლექტორად,   კითხულობდა ფრანგულ (1918) და ინგლისური (1921) ენების კურსს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates