ნავაშინი სერგეი გაბრიელის ძე (1857, სოფ. ცარიოვშჩინა, სარატოვის ოლქი - 1930, პუშკინი, ლენინგრადის ოლქი) - ბოტანიკოსი და ციტოლოგი, კიევის უნივერსიტეტის პროფესორი (1894 -1915).
1918 მოიწვიეს თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის პროფესორად. 1918-1923 წწ-ში იყო თსუ-ს პროფესორი. აღმოაჩინა არყის თესლკვირტში მისი ფუძიდან მტვრის მილისშეჭრის მოვლენა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის მიერ აღმოჩენილ ორმაგ განაყოფიერებას ფარულთესლიანებში. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.