მიქაშავიძე აკაკი ნიკოლოზის ძე (1876-1971) - 1904-1905 წწ-ის რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. პოლკოვნიკი (1917). ორდენები: წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებით.
1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გენერალი (1920). 1920 იყო თბილისის კომენდანტი.