მიურატი ლუი-ნაპოლეონ აშილის ძე (25.VIII.1872 - 14.VI.1943) - სამხედრო სამსახური დაიწყო საფრანგეთში. დაამთავრა სომიურის სამხედრო სასწავლებელი. რუსეთის არმიაში სამსახური გადმოვიდა პორუჩიკის ჩინით (1904). რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წწ-ის მონაწილე. იასაული (1905). როტმისტრი (1908). პოლკოვნიკი (1910). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. ინგუშთა ცხენოსანი პოლკის უფროსის თანაშემწე. ოფიცერთა საკავალერო სკოლის პოლკის უფროსი. 1915 წ-დან კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაშია. 1916 წ-დან დრაგუნთა მე-12 პოლკის უფროსი. გენერალ-მაიორი (1917). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ, ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე- 3 ხარისხის ხმლებით.
1917 დაბრუნდა საქართველოში. 1919 დაინიშნა უცხოეთის მისიებთან ურთიერთობის ჯგუფის უფროსის თანაშემწედ. 1921 დატოვა საქართველო. ცხოვრობდა ნიცაში.