• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

მელქისედეკი (კათოლიკოს-პატრიარქი) 

მელქისედეკი (კათოლიკოს-პატრიარქი)  ( ერისკაცობაში მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე) (2.XI.1872,  სოფ.  ზემო ყანდაურა, სიღნაღი მაზრა - 10.I.1960, თბილისი) - ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1890 თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სწავლა ყაზანის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომლის დასრულებისთანავე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა. მოგვიანებით ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წ-დან სმოლენსკის გუბერნიის ქ. ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფიის მასწავლებელია, 1915 ქ. ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი. 1915 მღვდლად აკურთხეს.                                                           

1917 წ-ის ივნისში დაბრუნდა საქართველოში და გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1918 წ-ის  ნოემბერს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს. 1920-1922 წწ-ში იყო უმუშევარი და განმოსილი. 1922 წ-ის აპრილში დაბრუნდა ეკლესიაში და დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად. 1925 წ-ის თებერვალში ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრი გახდა და ბერად აღიკვეცა, სახელად მელქისედეკი ეწოდა. 14 ოქტომბერს ეპისკოპოსად აკურთხეს და ალავერდის ეპარქია ჩააბარეს. 1927 წ-დან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია. 1935  უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, მიენიჭა მიტროპოლიტობა.  1943 დაინიშნა კუკიის ეკლესიაში რიგით სასულიერო პირად, 1944 წ-ის   აპრილიდან ითვლებოდა ურბნელად და თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ. 1952 წ-ის  5 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates