• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

კაკაბაძე პოლიკარპე

კაკაბაძე პოლიკარპე მალხაზის ძე (23.II.1893, სოფელი დიდი კუხი -15.X.1972, თბილისი) -  ქართველი დრამატურგი. განათლება მიიღო ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში. 1915 მისი ნოველა „ბრძენი მოქანდაკე“ დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“.

1918 მისი პირველი მნიშვნელოვანი, რევოლუციური ბრძოლის ამსახველი პიესა  „გზაჯვარედინზე“,  ალექსანდრე წუწუნავას რეჟისურით,  წარმატებით დაიდგა ბაქოს თეატრის სცენაზე. 1919 ჟურნალში „შვიდი მნათობი“ დაიბეჭდა პიესები „სისხლი სინათლემდე“  და „სამი ასული“.

1925  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი დრამა „ლისაბონის ტუსაღები“. 1928 დაწერა ქართული კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუში - „ყვარყვარე თუთაბერი“, რომელიც 1929 კოტე მარჯანიშვილმა, ხოლო 1974 რობერტ სტურუამ დადგა. 1938 მარჯანიშვილის სახ. თეატრში დაიდგა კაკაბაძის კომედია „კოლმეურნის ქორწინება“. მნიშვნელოვანია მისი 40-50-იან წლებში შექმნილი პიესები: „შეხვედრა მშენებლობაზე“, „ბედნიერი სამჭედლო“, „ციცინათელა“, „პაექრობა“. 1964 შექმნა პიესა „ცხოვრების ჯარა“. ისტორიული პიესა „კახაბერის ხმალი“ („დავით მერვე“, 1954) 1957 ქუთაისის თეატრის სცენაზე დაიდგა, 1965 თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში.  სიცოცხლის ბოლო ათწლეულში გამოაქვეყნა დრამატული პოემები: „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი“ (1966), „მეფე ბაგრატ მეშვიდე“ (1967), ტრაგედია „მეფე დიმიტრი თავდადებული“ (1971). 1978 მისი პიესის მიხედვით გადაიღეს ფილმი „ყვარყვარე თუთაბერი“. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates