• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

კაკაბაძე ილია

კაკაბაძე ილია პავლეს ძე (1869, სოფ. კუხი, ქუთაისის მაზრა -?) - ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, თუმცა უსახსრობის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. ახალგაზრდობიდანვე თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, მისი სტატიები ქვეყნდებოდა კვალში, ცნობის ფურცელსა და შრომაში.  სწავლის შეწყვეტის შემდეგ მუშაობდა ჭიათურის  შავი ქვის მრეწველობაში. თავდაპირველად დაუახლოვდა „მესამე დასის“ ჯგუფებს, 1900 წ-დან კი მიემხრო გიორგი ზდანოვიჩის იდეებს. 1902 ევროპის ეკონომიკის გასაცნობად წავიდა საზღვარგარეთ. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო მრეწველთა საბჭოს დაარსებაში ზდანევიჩთან ერთად.  1904 წ-დან იყო სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი, შემდგომში მიემხრო სოციალისტ-რევოლუციონერებს. 1905 წ-ის რევოლუციის დროს იყო ჭიათურა-ყვირილას პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიული წითელი რაზმის მეთაური. 1907 დაიჭირეს  ჟანდარმებმა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1907-1908 წწ-ში იმყოფებოდა მიმალვაში.

1917 წ-ის რევოლუციის შემდეგ ეწეოდა პარტიულ მუშაობას. 1918 აირჩიეს ქუთაისის ქალაქის ხმოსნად. 1918 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. იყო ეროვნული საბჭოს საფინანსო კომისიის წევრი. 1919 წ-ის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. საკანდიდატო სიაში 24-ე ნომერი იყო.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates