• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

კავსაძე მიხეილ

კავსაძე მიხეილ ლონგინოზის ძე (1880, სოფ. ხოვლე, გორის მაზრ.  - 10.V.1951, თბილისი) - მომღერალი, სახალხო გუნდის ლოტბარი.  1888-1894 წწ-ში სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899  წწ-ში კი - თბილისის ქართულ გიმნაზიაში. მუსიკალური განათლება არ მიუღია. 1897 ი. ჭავჭავაძის რჩევით, მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა. 1900-1903 წწ-ში კონცერტებს მართავდა თბილისის მუშათა უბნის თეატრებში. ასრულებდა რევოლუციურ სიმღერებს (,,მარსელიეზა“, ,,ჩვენ ვართ მჭედელნი“, ,,ძმებო, დროშა გაიშალა!“).    

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ გამოცემებში მის შესახებ არაერთი წერილი და ფოტო გამოქვეყნდა. რეგულარულად მართავდა კონცერტებს. 1918 წ-ის 31 ივლისს კონცერტი გამართა დემოკრატიულ კლუბ მუშტაიდში. 1918 წ-დან ქართული სიმღერა გალობის კურსები ჩამოაყალიბა.                                                                               

1923-1926 წწ-ში ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის გუნდს. 1936 გორის მომღერალთა ეთნოგრაფიულ გუნდს, 1938 - კასპის, 1940 კი - თბილისის მომღერალთა გუნდებს. აგროვებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, აქვეყნებდა წერილებს ქართული ხალხური მუსიკის შესახებ.                                               

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates