• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აბაშიძე ჰაიდარ ალის ძე

აბაშიძე ჰაიდარ ალის ძე (15.VIII.1893, ბათუმი - 3.I.1966, თბილისი) - ქართველი  საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი, სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში. 1905-1908 სწავლობდა ოსმალეთში, შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ, ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916  აჭარიდან გადაასახლეს.

            წლების განმავლობაში იყო სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის აქტიური წევრი. 1918   გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. 1919  აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ახალციხის კონფლიქტის მოგვარებაში და ბათუმის ოლქის საკითხის დარეგულირებაში.   1918-1920 წწ-ში იყო „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" აქტიური წევრი, მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას.              

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე - მარგალიტა ყაფლანის ასული წერეთელი (15.V.1900, სოფ. პერევისა,  შორაპნის მაზრ. -  2.IX.1979, თბილისი).

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates