ჩვენ შესახებ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა შეიქმნა თსუ ბიბლიოთეკის ბაზაზე 2015 წელს. სწორედ ამ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადმოეცა მამია ბერიშვილის  არქივი, ხოლო 2018 წელს კი ბიბლიოთეკამ მიიღო აკაკი და კიტა ჩხენკელების საარქივო დოკუმენტები, პირადი წერილები და დღიურები.


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კვლევას და მის შესახებ  არსებული დოკუმენტების საბიბლიოთეკო დამუშავებას.

2015 წლიდან დღემდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელმა ცენტრმა-ბიბლიოთეკამ გამოსცა 10-მდე წიგნი, მოაწყო 20-მდე გამოფენა და არაერთი სტუდენტური და საერთაშორისო კონფერენცია-ფორუმი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კვლევითი ცენტრი-ბიბლიოთეკის ეგიდით დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების კვლევა, როგორიცაა არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების ისტორია საქართველოში, კულტურა, ხელოვნება და ადამიანის უფლებები. გამოიცა სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის საინტერესო მრავალი სახელმძღვანელო და ნაშრომი. ითარგმნა სხვადასხვა უცხოელი ავტორების, მათ შორის, ვლადიმერ ვოიტინსკის, კარლ კაუცკისა და პირველი ინტერნაციონალის სხვა და სხვა წარმომადგენელთა სტატიები და ნაშრომები. ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არსებული ისტორიული ფაქტების  ახლებურად გააზრების საშუალებას იძლევა.

ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოღვაწეთა შთამომავლებთან და ემიგრაციის წარმომადგენლებთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში იქმნება მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი.