• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ანდრონიკაშვილი ალექსანდრე

ანდრონიკაშვილი ალექსანდრე  სიმონის ძე (7.X.1871 - 21.V.1923) -  გენერალი. 1891  დაამთავრა მე-2 სამხედრო სასწავლებელი. პოდპორუჩიკად გაიგზავნა ყარსის ციხის საარტილერიო ნაწილში (1891). შემდეგ მსახურობდა კავკასიის საალყო საარტილერიო ნაწილში. პორუჩიკი (1894) შტაბსკაპიტანი (1898). 1903 პირველი თანრიგით დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. მსახურობდა მე-13 ლეიბ-გვარდიის ერევნის პოლკში (1906-1907). 1907-1908 წწ-ში უსურიის საკავალერიო ბრიგადის უფროსი ადიუტანტია. 1908-1909 წწ-ში - ომსკის სამხედრო ოლქის დავალებათა უფროსი ოფიცერი. 1909-1912 წწ-ში  იყო 36-ე დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი. 1912-1914 წწ-ში კითხულობდა ლექციებს ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელში. პოდპოლკოვნიკი (1912), პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1914  მე-11 არმიის შტაბის დავალებათა ოფიცერი. პოლკოვნიკი (1914), 75-ე ქვეითთა დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (1914-1916). 1916  დაინიშნა 298-ე ქვეითთა პოლკის უფროსის მოადგილედ.                                  

 1917 წ-ის თებერვლიდან 177-ე ქვეითთა დივიზიის შტაბის უფროსია, ხოლო ივნისიდან - XX საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. გენერალ-მაიორი (21.11.1917). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.                1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918 წ-ის შემოდგომიდან 1919 წ-ის ზაფხულამდე, მათ შორის სომხეთთან ომის დროს, იყო გენერალური შტაბის უფროსი. 1920 დაინიშნა სამხედრო სკოლის უფროსად. 1921 თბილისის დაცვისათვის მიმდინარე ბრძოლების დროს, 19-24 თებერვალს სარდლობდა კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებას. დედაქალაქიდან უკან დახევის დროს დაინიშნა მთავარსარდლის მოადგილედ. ემიგრაციაში არ წასულა. სამხედრო სამსახური განაგრძო საბჭოთა საქართველოს წითელ ჯარში. იყო ანტისაბჭოთა აჯანყების მოსამზდებელი „სამხედრო ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს 1923 წ-ის 21 მაისს, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates