• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ალექსი-მესხიშვილი შალვა

ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე (26.IV.1884 - 18.VI.1960) - ადვოკატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.  ლადო მესხიშვილის ვაჟი. 1902-1904 წწ-ში ოდესის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც  სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს. 1909 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1910 თბილისში   ადვოკატობა დაიწყო. მან თავი გამოიჩინა ე. წ. აჭარელთა საქმის დროს (I მსოფლიო ომის წლებში აჭარლებმა ვითომ აჯანყება მოაწყვეს და თურქებს მიემხრნენ. ამით ისარგებლეს რუსებმა და აჭარლები დაარბიეს. ამ საქმეში ბრალდებულებს შალვა ალექსი-მესხიშვილი იცავდა).   

1917-1918 წწ-ში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1917-1918 წწ-ში იყო ამიერკავკასიის კომისარიატის იუსტიციის მინისტრი (კომისარი). ის ერთ-ერთია იმ 88  პოლიტიკოსს შორის, ვინც 1918 წ-ის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალს მოაწერა ხელი. შ. მესხიშვილი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ კოალიციურ მთავრობაში იუსტიციის მინისტრი, ხოლო 1919-1921 წწ-ში იყო საქართველოს  დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი.  დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ სხდომაზე შ. მესხიშვილი სოციალისტ-რევოლუციონერ ი. გობეჩიას დაუპირისპირდა, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ პროექტის განხილვის დროს, და განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უაღრესად დემოკრატიული იყო.              

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ შ. მესხიშვილი  ემიგრაციაში არ წასულა და საადვოკატო მოღვაწეობას ეწეოდა. იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. დაპატიმრებული საბჭოთა რეჟიმის მიერ ორგზის იქნა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates