• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ავალიანი სიმონ ლუკას ძე

ავალიანი სიმონ ლუკას ძე (27.III.1881, ქუთაისი - 12.VIII.1922, თბილისი) - ისტორიკოსი, ეკონომისტი.  დაიბა­და აზ­ნა­ურის ოჯახში. დაამთავრა ქუ­თაისის გიმნაზია (1900) და ოდესის უნივერსი­ტე­­ტის ის­ტო­რია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1904). იყო ამავე უნივერსიტეტის პრი­ვატ-დო­ცე­ნ­ტი, თუ­მცა პოლიტიკურად არასაიმედოობის გამო დაითხოვეს (1909). პე­დაგ­ო­გი­ურ საქ­მი­ა­ნობას ეწეოდა ოდესის კერძო სასწავლებლებში და თანამშ­რომლობ­და პრესაში (1909-1916).  რედაქტორობდა გაზეთს „Южный кооператив“.                                                                              

 1916-1918 წწ-ში იყო პეტრო­გ­რადის უნი­ვე­რსიტეტის პრივატ-დო­ცე­ნ­ტი, ხოლო 1919 წ-დან  თბილისის სახელმწიფო უნივერ­სიტეტის პროფესორი. მუშაობდა საქართველოს დემოკრატიუ­ლი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგად ანუ მოადგილედ (1919-1920). თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი ფულის ნიშნის (ბო­ნის) დამკ­ვი­დ­რებასა და  სტაბილური კურსის შენარჩუნებაში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართვე­ლოს ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა საგარეო ვაჭრობის კომისარიატში, სადაც ხელმძღვანელობდა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებას. იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორი (1921-1922). ავტორია ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიკური ისტო­რიის საკითხებზე დაწერილი 50-მდე საყურადღებო ნაშრომისა. ერთ-ერთმა პირ­ვე­ლ­მა შეისწავლა ამიერკავკასიაში 1861 განხორციელებული საგლეხო რეფორმის ისტო­რია. თბილისის უნივერსიტეტში პირველმა წაიკითხა ლექციების კურსი კოო­პერა­ცი­ის, დასავლეთ ევროპის ეკონომიკური ისტორიის, საქართველოსა და დასავ­ლეთ ევ­რო­პაში მიწათმფლობე­ლობის, საქართველოში განხორციელებული აგრარუ­ლი რე­ფო­რ­მის, XIX-XX საუკუნეთა საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, სამთა­მადნო მრე­წ­ველობისა და სხვა საკითხებზე. 1917 წ-ის თებერვლის რევოლუ­ციის შე­მ­დეგ პეტრო­გ­რა­დ­ში გამოაქვეყნა ნაშრომები რუსეთის არაპროლეტარული პარტიების შესახებ. შე­ქ­მნა მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელო და საუნივერსიტეტო კურსი კოოპერა­ცი­ის დარგში. ქართულ პრესაში მიმოიხილავდა ოციანი წლების დასაწყისში საქართვე­ლოში არს­ებულ ფი­ნანსურ-ეკონომიკურ ვითარებას. იძულებითი გასაბჭოების შემ­დეგ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ პრესაში აღნიშნავდა: „ფულის გაიაფება საქართველოს რესპუბლიკაში საშინელია. ამ დებულებას ვერავინ უარყოფს. მის შედეგებს თითოეული მოქალაქე ყოველდღე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს“. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates