• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წულუკიძე ალექსანდრე პეტრეს ძე 

წულუკიძე ალექსანდრე პეტრეს ძე  (1888-1967) - ქირურგ-უროლოგი, საქართველოში მეცნიერული უროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). 1913 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

 1919 თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა   სამკურნალო ფაკულტეტზე გინეკოლოგიური კლინიკის ასისტენტად.

1922-1924 წწ-ში გერმანიასა და საფრანგეთში დახელოვნდა უროლოგიაში. 1925 დაიცვა სადოქტორი დისერტაცია, იყო პროფესორი (1930).  1930-1959 წწ-ში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ქირურგიისა და უროლოგიის კათედრებს, 1949-1953 წლებში _ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტს, 1953-1967 წ-ში  მისივე ინიციატივით დაარსებულ უროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates