• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

უვაროვი ბორის პეტრეს ძე 

უვაროვი ბორის პეტრეს ძე  (1888 - 1970) - ენტომოლოგი. 1910  პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, ძირითადად, საქართველოში.  იგი იყო საქართველოს მუზეუმის (ძველი კავკასის მუზეუმი) ენტომოლოგი. 1919 წ-ის ოქტომბრიდან სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით  იწყებს მუშაობას თსუ-ში დოცენტის თანამდებობაზე. 1920 უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დავალებით ბაქოში გაემგზავრა ენტიმოლოგიის კოლექციის შესაფასებლად და შესაძენად.  1920 წ-დან სამუდამოდ წავიდა ინგლისში. იყო ენტომოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates