• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლობა და საკონსულო სა­ქა­რ­თველოში

ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლობა და საკონსულო სა­ქა­რ­თველოში - 1918-1921 წწ-ში მდება­რე­ობ­და თბილისში, ამჟამინდელი კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე, № 45-ში. და­ფუ­ძ­ნ­და 1918 წ-ის 30 აგვისტოს, როგორც ლიტვის სახელმწიფოს დროებითი წარ­მო­მა­დ­გე­ნ­ლობა სა­ქა­რთველოს დე­მოკრატიულ რესპუბლიკაში. მას ხელმძღვანე­ლობ­და პრანას და­ი­ლი­დე. სა­ქა­რთველოს ხელისუფლება პა­­ტივის­ცე­მით ეკიდებოდა ლი­ტ­ვის დროებით წარმომადგენლობას და მას შეძლების­დაგვარად ეხმარებოდა. თბი­ლი­ს­ში აკრედიტებული ლიტვის დრო­ები­თი წარმომადგენლობის თანამ­შ­რო­მელი ლიტ­ვის სახელმწიფო საბჭოსთვის გა­გ­ზავ­ნილ ან­გარიშში აღნიშნავდა: „Им­ея всего лишь вре­менные по­л­­номочия Совета, не сооб­ща­ясь с вла­стями Литвы и по­стоя­н­но испытывая недостаток средств, бла­­годаря си­м­па­ти­ям Закавказья к Ли­тве, иду­щей по то­му же пути самоопределения, пре­д­с­та­ви­тель был при­з­нан всеми народами Кав­ка­за”. ლი­­ტ­ვის რეს­პუ­ბ­­ლიკის კონსულად საქართველოს დემოკრატიულ რეს­პუ­ბ­ლი­კა­ში დაი­ნი­შ­ნა პ. დაი­ლი­­დე. 1921 წ-ის იანვრის მიწურულს სა­­ქა­რთველოს დე­მოკრატიული რეს­პუ­ბ­­ლიკის დე-იურედ აღიარება დასა­ვ­­ლეთ ევრო­პის წა­­მ­­ყვან სახელმწი­ფოთა მხრიდან 6 თე­­ბე­რ­ვალს ოფ­ი­­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­ლო­ცა ჩვენი ქვეყნის მთავრობას ლიტვის კონსულმა პ. დაი­ლი­დემ, რომელიც მთა­ვ­რო­ბის სასახლეში ნოე ჟორ­და­ნიას ეწვია.                                                                                  

სა­­ბ­­ჭოთა რუ­სე­თის მიერ საქართველოს დე­მო­კრატიული რესპუბლიკის ოკუპა­ცი­ისა და იძულე­ბითი გასაბჭოების შე­­მდეგ, ლი­ტ­ვის სახელმწიფოს წარმო­მად­გე­ნ­ლო­ბამ თბი­ლისში საქ­მი­ანობა მცირე ხანს კიდევ გა­ნა­გრძო. ლიტვის მთავრობამ თბი­ლისში გა­მოგზავნა თავისი სრუ­ლუ­ფ­­ლე­ბიანი სა­ვა­ჭ­რო წარ­მო­მადგენელი.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates